№51 კვერცხისა და ხაჭოს 3-დღიანი დიეტა
კვერცხის დიეტა ძალიან მარტივი დასაცავია. რაც მთავარია, საკმაოდ ეფექტურია წონაში მოსაკლებად. კვერცხი მდიდარია ცილით, რომელიც საკმაოდ გვანაყრებს, თანაც, დიდი ხნის განმავლობაში. ხაჭო კი, თავისი შემადგენლობით, ძვლების გასამაგრებლად აუცილებელი პროდუქტია.
პირველი დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ფინჯანი მწვანე უშაქრო ჩაი;
სადილი: 120 გრამი მოხარშული თევზი, 2 კვერცხი, 1 ჭიქა მინერალური წყალი;
სამხარი: 1 ცალი გრეიპფრუტი;
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, მწვანე უშაქრო ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, ფინჯანი უშაქრო ჩაი;
სადილი: 120 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 2 კვერცხი და ერთი ჭიქა წყალი;
სამხარი: 2 ცალი კივი;
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, 1 ცალი გრეიპფრუტი.
მესამე დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა მინერალური წყალი;
სადილი: 120 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 კვერცხი და ფინჯანი მწვანე ჩაი;
სამხარი: 1 ცალი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი;
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, ფინჯანი მწვანე ჩაი.