კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 მოაქვს თუ არა ბედნიერება იმ ფერს, რომლის გარემოცვაშიც იმყოფებით

ადამიანზე ბევრს მეტყველებს ის დამოკიდებულება, რომელიც მას კონკრეტული ფერის მიმართ აქვს. პლანეტები და მათი განლაგება ადამიანის არა მხოლოდ ხასიათს და ცხოვრებისეულ მოვლენებს განაპირობებს, არამედ, დიდწილად გვიჩვენებს იმასაც, თუ კონკრეტულად რომელი ფერის სამოსში გამოიყურება ის განსაკუთრებით მომხიბვლელად. კერძოდ, თქვენთვის ბედნიერება მოაქვს ფერს, რომლის გარემოცვაშიც იმყოფებით. ასტროლოგიურად, ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ფერი აქვს, ამიტომ მასზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, ხშირად ჩაიცვით ამ ფერის სამოსი და გახდით უფრო იღბლიანი და წარმატებული.
ვერძი – წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები ყვითლისა და ცისფერის შერწყმით. ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც აგრესიულები არიან. ეს ფერები კი, მათ ხასიათს უსვამს ხაზს.
კურო – მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით ავსებს, განაპირობებს მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. აიძულებს რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის რეალურად აღიქვამენ გარემოებებს და საღად აფასებენ.
ტყუპები –  იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება, სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. ნარინჯისფერისა და ყვითლის დახმარებით, ოპტიმიზმით ივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას მატებთ.
კირჩხიბი – თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის განსაკუთრებით კარგია მწვანე ფერის სამოსი, რათა თავი მშვიდად და სტაბილურად იგრძნონ, ენდონ საკუთარ ინტუიციას და იყვნენ ენერგიულები.
ლომი – მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროსა და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია, ამიტომ ლომის ზოდიაქოს ნიშანს ამ ფერის ტანსაცმლის ხშირად ტარება, ენერგიით ავსებს, დამაჯერებლობას მატებს და ეხმარება, იპოვოს ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის.
ქალწული –  თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ეს ფერები ხელს უწყობს ქალწულებს, მუდამ აკონტროლონ საკუთარი თავი და იყვნენ ხალისიანები. ნაცრისფერი ტანსაცმლის ხშირად ტარება, პედანტურობას უსვამს ხაზს, გეხმარებათ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი.
სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. ეს ფერები ხაზს უსვამს ამ ზოდიაქოს ნიშნის არაორდინარულ და პიკანტურ ხასიათს. ამ ფერის ტანსაცმლის ხშირად ტარება, თქვენში სიმშვიდეს განაპირობებს.
მორიელი – მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითლის სხვადასხვა ტონი და ყვითელი. მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან, ეს ფერები კი ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს. თუ ამ ფერების ტანსაცმელ ხშირად ჩაიცვამენ, ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და კომუნიკაბელურები ხდებიან.
მშვილდოსანი – ცისფერი, ლურჯი, იასამნისფერი და მწვანე. ამ ფერის ტანსაცმელი აღნიშნავს იმას, რომ მეტად კომუნიკაბელური ხართ, ხაზს უსვამს თქვენს იდუმალ ხასიათს და მეტად სასურველს გხდით.
თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრით, დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი, რაც უქმნით კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის იმიჯს.
მერწყული – ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამს მერწყულების სათუთ და ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნულ ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშანს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით მერწყულები მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანები ხდებიან.
თევზები – იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თქვენს იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებს. ასევე, აღნიშნავს, რომ თქვენთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და სასიამოვნო კომპლიმენტები აუცილებელია.скачать dle 11.3