კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ მოატაცებინა სტალინმა „ჩეკისტებს“ კიმ ერ სენი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ სტალინს პროსაბჭოური ორიენტაციის აზიელი მმართველები აღმერთებდნენ და ეს მართლაც ასეა. თუმცა, მათ ურთიერთობებშიც იყო რთული პერიოდები, რასაც საბჭოთა ბელადი წარმატებით სძლევდა. პროფესორი ვილენ პოკროვსკი წერს: „მაო ძედუნს რომ სტალინზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, დიად მამას უწოდებდა, უჩოქებდა და მისი ხილვით აჟიტირებული ცრემლებს ვერ იკავებდა, ამ ყველაფერზე ტომებია დაწერილი და მთელმა მსოფლიომ კარგად იცის. ხოლო ჩრდილო კორეის მეთაური კიმ ერ სენი რომ, სულაც, სტალინის მიერ შერჩეული და გამოძერწილი „აზიური სახე“ (ასე უწოდებდა მას სტალინი) იყო, ესეც ცნობილია. თუმცა, თითქმის არავის გაუგია, რომ მაომ და კიმმა დიდი ბელადის  რისხვა დაიმსახურეს და სტალინი კორეელს ლუბიანკაზე ამოლპობითაც კი დაემუქრა. ეს კი ასე მოხდა: მას მერე, რაც სტალინმა კორეული ომი შეაჩერა და თავისი „ქმნილება“, „ენკავედეში“ გამოწრთობილი კიმ ერ სენი ჩრდილოეთ კორეის მმართველად გაამწესა, ხელი მოეწერა მშვიდობიან ხელშეკრულებას, საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ირიბად წარმოებული „ცხელი ომი“ შეწყდა, „ცივი ომი“ კი შენელდა. ეს იყო საბჭოთა ბელადის მახვილგონივრული, მრავალსვლიანი პოლიტიკური კომბინაციის დიდი წარმატება, რასაც შემდგომი ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა და მიზერული სამხედრო-ფინანსური დანაზოგებით, „დომინოს პრინციპით“, სხვა აზიური სახელმწიფოებიც უნდა „გაწითლებულიყვნენ“ ან კორეასავით „ნახევრად გაწითლებულიყვნენ“. ეს იყო სტალინური კომბინაცია (რომელიც შემდგომში, სტალინის გარდაცვალების მერე მაინც განხორციელდა) და ამის აუცილებელი პირობა იყო მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „კორეაში რომ ომი განახლებულიყო, მასში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაებმებოდა და იძულებულები გავხდებოდით, ჩვენც იგივე გაგვემეორებინა. ეს კი ჩვენ ხელს არ გვაძლევდა, რადგან სტალინური გეგმით, აზია თანამიმდევრულად უნდა „გაწითლებულიყო“. ახალი დიდი ომი კი მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ჩაითრევდა და რადგან უმეტეს მათგანში ჯერ არ გვქონდა მომზადებული იდეურ-პოლიტიკური და სამხედრო პლატფორმები, ასეთ გლობალურ  ომში გამარჯვება უკიდურესად გაგვიჭირდებოდა. კიმ ერ სენმა კი, რა ქნა? ამ მაინცდამაინც არაშორსმჭვრეტელმა (რბილად ვამბობ) მმართველმა მთელი კორეის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდება მოინდომა და მაო ძედუნთან ერთად ელვისებური სამხედრო ოპერაცია დაგეგმა, კოდური სახელწოდებით – „წითელი ტაიფუნი“. ამის შემოქმედებს იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერი სამ დღეში მოგვარდებოდა და  კიმი სეულში გამარჯვების „პარადს“ მიიღებდა. მას კი გვერდს დაუმშვენებდნენ სტალინი და მაო...“
 სტალინს ურჩები არ უყვარდა, მით უმეტეს, უგუნური ურჩები, რომლებსაც ის ყოველგვარი სინანულის გარეშე ანადგურებდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „კიმ ერ სენი საბჭოთა არმიის კაპიტანი იყო, რომელიც წარმატებით იბრძოდა ჰიტლერის წინააღმდეგ. შემდეგ კორეის გათავისუფლებისთვის იბრძოდა იაპონელების წინააღმდეგ და პარტიზანულ რაზმს მეთაურობდა, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით. სტალინი მასზე იმედებს ამყარებდა და მისი დახმარებით დასახულ მიზანსაც მიაღწია. თუმცა, ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და გახდა რა ჩრდილო კორეის მმართველი, უკვე სრულიად კორეის მმართველობაც მოინდომა და მის მწყალობელთან (სტალინთან) შეუთანხმებლად გლობალური ავანტიურა ჩაიფიქრა. კიდევ კარგი, რომ ჩვენი დაზვერვა სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა და სტალინს დროულად შეატყობინეს ყველაფერი. ბერიამ რომ სტალინს კიმის გეგმებზე აუწყა, მეც იქ ვიმყოფებოდი – შეერთებულ შტატებთან ახალი პოლიტიკის ნიუანსებზე ვმუშაობდით. სტალინმა ჩვეული სიმშვიდით მოისმინა მოხსენება. ბერიამ რომ დაასრულა, სტალინი მოულოდნელად წამოენთო, სახე შეეცვალა და კიმ ერ სენზე უცენზურო გამოთქმების კორიანტელი დაატრიალა. თავისი რისხვა კი ასე დაასრულა – მან ბერიას უთხრა:
– ეს „წითელი ტაიფუნელი“ აზიელი ყურებით ჩამომითრიეთ აქ. ისევე, როგორც მაშინ ტიტოო...
ანუ, სტალინმა ბერიას კიმის მოტაცების ბრძანება მისცა, ეს კი გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. ამიტომ სტალინს ვუთხარი:
– კობა, ხომ არ ჯობია, რომ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ? კიმს, უბრალოდ, მოსკოვში დავიბარებთ და მშვიდობიანად ჩამოვიყვანთ.
– არა! – თავი გააქნია სტალინმა, – კიმი სწორედ ამგვარად უნდა ჩამოვათრიოთ აქ. მან უნდა იცოდეს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას და რომ ის მხოლოდ მოცეკვავეა და ჩვენს მუსიკაზე ცეკვავს.
– გასაგებია, თავი დავუქნიე სტალინს.
სტალინი ბერიას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ხომ ნამდვილად შეძლებენ კიმის მოსკოვში ჩამოთრევას შენები?
– რაზეა ლაპარაკი?! –  გაეცინა ბერიას და დააყოლა, – სუდოპლატოვს მხოლოდ ბრძანება სჭირდება და მისი არწივები ოპერატიულად ჩამოაფრენენ აქ იმ წვრილთვალება ყვავს.
სტალინი მე მომიბრუნდა:
– შენ კი დღესვე დაუკავშირდი მაოს და ზეგ დილისთვის მოსკოვში მოიწვიე.
ერთი საათის მერე მაო ძედუნმა გვიდეპეშა, რომ დანიშნულ დროს მოსკოვში გამოცხადდებოდა.
კიმ ერ სენი, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ ბროზ ტიტო, გენერალ პავლე სუდოპლატოვის ხელქვეითებმა გაიტაცეს და მოსკოვში ჩამოიყვანეს. მაო კი „ცენტრში“ თავისი „სვლით“ ჩამოვიდა და აზიელი „წითელი“ ლიდერები სტალინს კრემლში წარუდგნენ. ბელადი რომ გამოჩნდა, მაომ ჩვეული ემოცია გამოხატა: ატირდა, მუხლებზე დაეცა და სტალინისთვის ხელზე კოცნის რიტუალი ჩაატარა. იგივე გაიმეორა კიმ ერ სენმაც, მაგრამ სტალინმა კორეელს ხელზე კოცნის უფლება არ მისცა. ორივეს წამოდგომა უბრძანა და აზიელები საშინელი ლანძღვის ქარცეცხლში გაატარა. თავისი ეგზეკუცია კი ასე დაასრულა: „გახსოვდეთ, მსგავსი მცდელობა თუ კიდევ ერთხელ განმეორდება, ჩვენი მეგობრობა სამუდამოდ დასრულდება და მოკავშირეების ძებნა კაპიტალისტებს შორის მოგიწევთ. ისინი კი თქვენგან ძვლებსაც არ დატოვებენო“. კიმი და მაო იმავე დღეს გაამგზავრეს სახლებში. სტალინი კი კორეელის შეცვლაზე ფიქრობდა. ახალი კანდიდატის ძებნას შეუდგა და განახროციელებდა კიდეც ამას, მარტში მოულოდნელად, რომ არ გარდაცვლილიყო.
скачать dle 11.3