კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ექიმის რჩევები

კითხვა: სახის მიდამოებში მაქვს ქავილის შეგრძნება, განსაკუთრებით კი ხალების გარშემო. რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რომელ ექიმს მივმართო?
პასუხი:
ქალბატონებში სახის ქავილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ალერგიული რეაქცია კოსმეტიკურ საშუალებებზე (საპონი, საწმენდი საშუალებები, საცხი და ასე შემდეგ). მაგრამ თუ ხალმა არაერთგვაროვანი ფერი მიიღო,  დარღვეული აქვს საზღვრები, გაგიჩნდათ სუბიექტური შეგრძნებები (ქავილი, წვა, ტკივილი) ან იზრდება ზომებში, უნდა მიმართოთ ონკოდერმატოლოგს, რათა გამოირიცხოს გადაგვარების საშიშროება.
კითხვა: 52 წლის მამაკაცს დაბალი წნევები აწუხებს. ადრე ჰქონდა 115-70, 110-70. ბოლო ხანებია, მუდმივად 100-60. 90-50 აქვს, ძალიან ხშირად კი – 80-40 და უფრო დაბალიც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ?
პასუხი:
პირველ რიგში, კარდიოლოგს მიმართეთ და გულის კუნთის მდგომარეობა შეამოწმეთ. ასევე უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და გამოირიცხოს ანემია, საინტერესოა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაც. ასევე, აუცილებლად გაირკვეს, ხომ არ არის ფარული სისხლდენა, მაგალითად ნაწლავიდან ან ბუასილი.
კითხვა: მყავს ექვსი თვის ბავშვი. ძალიან ხშირად აქვს სტომატიტი. ახლა კი ენის ქვეშ თეთრად გამოუვიდა რაღაც. რისი ბრალია? რა გავუკეთო, რითი ვუმკურნალო?
პასუხი:
პატარებს უყვართ პირში თითების, სათამაშოებისა თუ სხვა ნივთების ჩადება, შედეგად პირის ღრუში ჩნდება მიკროტრავმები, რაც არის ინფექციის კარიბჭე. ლორწოვანი გარსის მიკროტრავმის ადგილას ხვდება ბაქტერიები, სოკოები, რაც წყლულების გაჩენის მიზეზი ხდება. გამოიყენეთ სოდის ხსნარი, ამ ხსნარში დასველებული ბინტით ან ბამბით დაუმუშავეთ წყლულები. ბავშვს უნდა ჰქონდეს პირადი ჭურჭელი, ჰიგიენის საგნები და სათამაშოები, საწოვარა უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების წინ და შემდეგ. თუ რჩევები საკმარისი არ აღმოჩნდა ბავშვი აჩვენეთ პედიატრს.
კითხვა: მაინტერესებს, იწვევს თუ არა თაფლი შეკრულობას?
პასუხი:
პირიქით, თაფლი შაქრის შემცველია და ნაწლავების ფუნქციას ასტიმულირებს, ისევე როგორც  მურაბა. ყაბზობის დროს დილით უზმოზე კარგია დაშაქრული, მურაბიანი ან თაფლიანი წყლის დალევა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3