კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 დიარეა ბავშვებში და მისი პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მწვავე დიარეა, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება და გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციით. ამას გარდა, მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს: მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატების მიღებამ, ანტიბიოტიკების მიღებამ, ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა, ციტომეგალოვირუსულმა ინფექციამ, ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ, ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა; ფრუქტოზის ან ლაქტოზის აუტანლობამ; ლამბლიოზმა, სალმონელოზმა, როტავირუსულმა ან სტაფილოკოკურმა ინფექციამ, კვებითმა მოწამვლამ და სხვა.
ქრონიკული დიარეა უფრო გახანგრძლივებულია, შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და მეტი. ის შეიძლება იყოს იერსინიოზის, ნაწლავის ჩხირის, მუკოვისციდოზის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, იმუნოდეფიციტის, ენდოკრინული დარღვევების ნიშანი.
დიარეის ძირითადი სიმპტომია პოლიფეკალია და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხელი განავლოვანი მასებით, დღე-ღამეში 4-5-ჯერ და მეტად, რამაც შესაძლოა, ბავშვის ორგანიზმში წყლის დეფიციტი გამოიწვიოს.
გადაუდებელ დახმარებას ითხოვს მდგომარეობა, როდესაც ბავშვს აღენიშნება: გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, „ჩაცვენილი“ თვალები, პირისა და კანის სიმშრალე, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში – ყიფლიბანდის ჩავარდნა, ტირილის დროს ცრემლის გამოყოფის შემცირება.
თუ დიარეა მწვავედ დაიწყო, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, სპაზმები, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ხოლო თუ მსგავსი სიმპტომები ოჯახში სხვასაც აღენიშნება, სავარაუდოდ, კვებით მოწამვლაზე უნდა ვიფიქროთ.
 აღსანიშნვია, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში დიარეის გართულებებით ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება. მიზეზი კი ამ ქვეყნებში არსებული საკვების უკმარისობა, დაბინძურებული გარემო და სამკურნალო საშუალებების დეფიციტია.
გართულება შეიძლება იყოს: გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) – ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ამ მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ჩვილები, რადგან გაცილებით ადვილად კარგავენ უჯრედშორის სითხეს, ვიდრე მოზრდილები; ჰიპოვოლემიური ან სეპტიკური შოკი - რაც საეჭვო ხდება მაშინ, თუკი ბავშვს გაუცივდა ხელ-ფეხი, დაეცვარა კანი, აღენიშნა ტაქიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰიპოკალემია, ჰიპოკალცემია, კრუნჩხვები,  სისხლდენა.
 გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს სიტუაცია, თუ ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას თან ახლავს: სხეულის მაღალი ტემპერატურა (38,5 გრადუსი და მეტი), მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი მინარევი განავალში, ძლიერი საერთო სისუსტე, შეუპოვარი ღებინება, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება, თვალის სკლერებისა და კანის მოყვითალო შეფერილობა, გამონაყარი კანზე.
გარდა ამისა, 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ნაწლავთა დისფუნქცია. სხეულის მცირე მასის გამო ეს ბავშვები სწრაფად კარგავენ სითხეს და მათი მდგომარეობა მალე მძიმდება, სწრაფი რეაგირებაა საჭირო აგრეთვე, კვებითი, მაგალითად, სოკოთი, მოწამვლის დროს.
დიარეის პროფილაქტიკა მოიცავს:
* ინფექციური დაავადების მქონე პირთან კონტაქტის დროებით შეწყვეტას;
* პირადი ჰიგიენის გულდასმით დაცვას;
* ხილისა და ბოსტნეულის ხარისხიან გარეცხვას;
* მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვების მიღებას;
* უცხო ქვეყანაში ყოფნისას აუდუღარი წყლის, ასევე ნახევრად უმი თევზის ან ხორცის პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავებას;
* ოჯახში რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში, პერსონალური ჭურჭლით სარგებლობას.скачать dle 11.3