კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როდის აწუხებენ ადამიანები თავისი მარხვითა და ლოცვით სხვებს და რა მძიმე ცოდვას სჩადიან ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ გარეგნულად არის ქრისტიანი, მათში შინაგანი ქრისტიანობა დაკარგულია, თუმცა, ამის დანახვა და გააზრება ბევრს უჭირს. როგორ გავარკვიოთ გარეგნულად ვართ ქრისტიანები თუ შინაგანად, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– სახარებიდან, ალბათ, გახსოვთ მომენტი, როდესაც სნეულს, რომელიც 18 წლის განმავლობაში იტანჯებოდა, უფალი განკურნავს. ამ დროს სინაგოგას მთავარი გაბრაზდება და იტყვის: დღეს შაბათია და რატომ მოხდა განკურნებაო. ჩვენ ყოველ კვირა დღეს ისე ვარღვევთ, რომ არ გვიფიქრია იმაზე, რომ კვირა დღე წმიდაა. ჩვენ კვირას უფლისას ვეძახით, მაგრამ ისე ვარღვევთ ამ დღეს, ეკლესიაშიც არ მოვდივართ და არც ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მძიმე ცოდვას ჩავდივართ. ებრაელებისთვის შაბათი, ანუ მეშვიდე დღე, განსვენებას ნიშნავდა, ჩვენთვის კი ეს არის კვირა, მერვე დღე. როცა ყოყმანობ: წავიდე თუ არა კვირას ეკლესიაშიო, გაიხსენე, რომ შენც მონა ხარ, ამ სოფელს თავისი პატრონი ჰყავს – ღმერთი. კვირა დღეს ნუ ჰპარავ, ნუ ხარ ქურდი და ყაჩაღი. ამას რომ აკეთებ, შემდეგ მთელი ცხოვრება იტანჯები, ხელი არ გემართება. თუ კვირას არ დაიცავ, არაფერში მოგემართება ხელი და არც გვემართება. კვირა უფლის არის, მოდი რამდენიმე საათი ეკლესიაში, ილოცე, აღსარება თქვი, ქადაგება მოისმინე და შემდეგ უფლის წყალობით შენი საქმე გააგრძელე. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კვირა არ არის ჩვენი და მისი პატრონი უფალია, რომელმაც უცებ შეიძლება გაგვიყვანოს ამ სოფლიდან და ყველაფერი უკან დაგვრჩეს. ღმერთი გვეუბნება: მე წაგიყვან ეკლესიაში, დაანებე ძველ ცხოვრებას თავი, იყავი ჩემთან, იყავი ერთგული, მაგრამ ჩვენ მაინც ძველი ცხოვრება თავისკენ გვექაჩება: გვწერენ, გვიყვირიან. ყურები თითებით უნდა დავიცვათ, ძველი ცხოვრება რომ გვიკივის, მრუშობა, ქურდობა, ამპარტავნება, ამ ყველაფერს აღარ უნდა დავუბრუნდეთ. სწორედ ეს არის შინაგანი ქრისტიანობა.
– და რა არის გარეგნული ქრისტიანობა?
– რასაც ჩვენ ვეწევით, ეს არის გარეგნული ქრისტიანობა. ეს სოფელი რას ითხოვს ჩვენგან? რას და ეკლესიური ცხოვრების გარეგნულ მხარეს. რას აკეთებს საპატრიარქო, რას აკეთებს ეკლესია – ხშირად ისმება ასეთი კითხვები, რადგან ჩვენგან გარეგნულ საქმეებს მოითხოვენ. ქრისტე რომ ამქვეყნად მოვიდა, მაშინ ფარისევლებისა და მწიგნობრების ცხოვრება მაღალ დონეზე იყო, მთელი ბიბლია იცოდნენ, მაგრამ არაფერს ასრულებდნენ. ჩვენსავით გარეგნულად ლამაზად იყვნენ შემოსილები, იდგნენ და ამბობდნენ: დაპურდით, გაიხარეთ, დალოცვილები იყავით, ღმერთს მხოლოდ ჩვენ ვუყვარვართ, ებრაელებიო. ქრისტემ სწორედ მათი მხილებით დაიწყო. ადამიანმა ყველაფერი ზედმიწევნით შეისწავლა, გარდა უფლის ნებისა. ჩვენი შვილები დიდებულ სასწავლებლებს ამთავრებენ, ბევრ რამეს სწავლობენ, მაგრამ მათ ღმერთზე არავინ ელაპარაკება. არავინ ეუბნება, ასწავლიან, ამ ყველაფრის ავტორი ვინ არის. ეუბნებიან: რაღა დროს ეკლესიაა, რაღა დროს ეკლესიური ცხოვრებაა, დააგროვე, შეაგროვე, დაიხურე, გაყიდე, იყიდე და ყველაფერი კარგად იქნება. ამდენი რამ იცით და ვერ იცნობთ შემოქმედ ღმერთს. მხოლოდ მარხვაში მოდიხარ ეკლესიაში, ისიც გარბიხარ, მამაოს არ გინდა გაესაუბრო. სახლში რომ მიდიხარ, ყვირი: გამორთეთ ყველაფერი, უნდა ვილოცოო, ფარისეველი ხარ, გარეგნული ქრისტიანი. წირვაზე რომ მოდიხარ და „მარშრუტკაში“ ყველას ეუბნები: მე წირვაზე მივდივარ, თქვენ რატომ არ მოდიხართო... ვიღაცას რომ მოწყალება მიეცი და ქვეყანა შეყარე – ეს არის გარეგნული ქრისტიანობა. არაფრით განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამხილა იესო ქრისტემ. ორი ადგილია ბიბლიაში, რაც უკვე მოხდა, ეს არის ნოესა და ლოთის დღეები და არის მესამე ადგილი, რომელიც ჯერ არ მომხდარა, ეს იქნება მეორედ მოსვლა. იესო ქროსტე ამბობს: როგორც იყო ლოთის, ნოეს დღეებში, ასე იქნება ძე კაცისას დღეებშიცო. ნუ დავიწყებთ მკითხაობას: ჩიპები იქნება, ეკუმენიზმი იქნებაო. კი, ყველაფერი იქნება. სანამ ნოე კიდობანში შევიდოდა, 100 წელი ქადაგებდა, მაგრამ დასცინოდნენ მას, ენას უყოფდნენ: მოხუცდა, ვერ არის კარგადო. ჭამდნენ, სვამდნენ, ქორწინდებოდნენ და განქორწინდებოდნენ – მათი ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. როცა რვა სული გადარჩა წარღვნის შემდეგ, მერე უკვე მოდის ლოთის დღეები. ამ ოთხ ზმნას დაემატა კიდევ სხვა ზმნები: ჭამდნენ, სვამდნენ, თხოვდებოდნენ, განქორწინდებოდნენ, ყიდდნენ და აშენებდნენ. ეს ხდება დღესაც, არაფერი შეცვლილა. სოდომ-გომორში ხალხი იმდენად იყო გაველურებული, უსინათლო მოხუცს ფეხს უდებდნენ და დასცინოდნენ. ყველაზე საშინელი ცხოველი არის ადამიანი, რომელსაც ზეცა არ აინტერესებს. ამიტომ ფიქრობს, იყოს მომხვეჭელი, ყველაფერი მიითვისოს და ყველაფერში ჩაყოს ხელი, მას აღარ აქვს მომავალი. გარეგნულად მაცხოვრებელი ქრისტიანებიც იგივე მდგომარეობაში ვართ. ვინმეს რომ მოვაწონოთ თავი, ვამბობთ: ნახეთ, ეკლესიაში ვიყავი, ვეზიარე... სოციალურ ქსელში ფოტოს ვდებთ: ჩემი საყვარელი მამაო, ჩემი სულერი ძმა, ყველაფერი ვირტუალურ სამყაროშია გადასული, რომ თავი მოიწონო, როგორი ეკლესიური ხარ, რამდენად ბევრი ხატი გიდევს შენს კედელზე, როგორ ქადაგებებს ისმენ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს.
– როგორია ადამიანის შინაგანი ქრისტიანობა, როგორ უნდა გავიგოთ ეს?
– შინაგანი ქრისტიანობა ის არის, როდესაც არავინ იცის, როდის მოდიხარ წირვაზე, ვერავინ გამჩნევს, როდის მიდიხარ აღსარების სათქმელად, რამხელა ჯვარი გაქვს შიგნით და ამ ჯვრით არავის აწუხებ. ნაღვლიანი თვალებით არავის აცოდებ თავს და არ ამბობ, როგორი სევდიანი ხარ, დარდიანი, რომ ყველამ მოგაქციოს ყურადღება. როცა ღმერთი შენ ჯვარს გაძლევს, ეს ჯვარი მადლიერებით უნდა ატარო, შინაგანი ცხოვრება და ქრისტიანობაც სწორედ ის არის, რომ რაც ღმერთმა დაგვაკისრა, თავმდაბლობით, ჩუმად, სიყვარულით, მდუმარებით უნდა ვატაროთ. ხვნეშა, ოხვრა და გარეგნული დრამა, სპექტაკლებია. მარხვა არ არის ჭამა, სმა, მარხვაში ღმერთი უნდა შეიცნო. უნდა მიხვდე, რომ უბედური ხარ, რადგან ამდენი რამ მოგცა ღმერთმა და მაინც უმადური ხარ. ბედნიერი უნდა იყო, რომ ღმერთმა ამდენი რამ მოგცა. მცირედში ერთგული არის სულიერი ადამიანი. ვინც მცირედში ერთგულია, მას დიდში დავაყენებო. ჩვენ მცირედი დაგვავალა ღმერთმა და იმის გაკეთებაც არ შეგვიძლია. ერთი სული გაქვს, როდის გათხოვდები, როდის გაეყრები ქმარს, ცოლს, როდის დამთავრდება მარხვა. სანამ არ მიხვდები, რომ ამ ყველაფრამდე შენით მიხვედი, მანამდე ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. სანამ ვიქნებით გარეგნული ქრისტიანები, ეკლესიაში მოჩვენებით მოსიარულეები, სანამ არ მივხვდებით, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბრალია, მანამდე არაფერი შეიცვლება. ჩვენ სულიერი ცხოვრება არც კი დაგვიწყია.
– რა არის სულიერი ცხოვრება?
– ზოგს ჰგონია, რომ სულიერად ცხოვრობს, თუ ყოველ კვირას დადის ეკლესიაში, ეზიარება, მედავითნეობს, გალობს... არა, სულიერი ცხოვრება ის არის, როდესაც მეზვერესავით მჯიღს იცემ გულში და ამბობ: ყველაზე ცოდვილი მღვდელი ვარ, ყველაზე ცუდი სტიქაროსანი, ცოლი, ქმარი, შვილი. ოღონდ ეს სიტყვებით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ქცევით, შინაგანად და არა ხმამაღლა, სხვების გასაგონად. ამას შინაგანად უნდა განიცდიდე და გარეგნულად არ უნდა ყვიროდე. ნაკლები საუბარი, ნაკლები სიამაყე, ყველაფერი ნაკლები. ნუ ამბობთ, რომ მარხვაზე ხართ. იესო ქრიტე ამბობს: როცა მარხულობთ, ნუ ეჩვენებით ხალხს მარხულებად, ვითარცა ორგულნიო. სტუმრად რომ მიდიხარ, მარკეტში რომ შედიხარ, ნუ ყვირი: აბა, რა არის აქ სამარხვო... აბა, სამარხვო მომიტანეთ რამე... აბა, მოამზადეთ სამარხვო კერძი.... ეს სუფთა ფარისევლობაა. ხმას ნუ ამოიღებ. თუ გვკითხავენ, მერე თქვი: კი, მარხვაზე ვარ, არ შეწუხდეთ, მომიტანეთ რაც გაქვთ, იმას შევჭამ. ნუ შეაწუხებთ სხვას თქვენი მარხვით, თქვენი ლოცვით, ვითომ ქადაგებით, რადგან ჩვენც არ ვიცით, რას ვქადაგებთ.
скачать dle 11.3