№51 არ უთხრათ არასოდეს
მამაკაცების უმრავლესობა ხშირად უშვებენ შეცდომებს ქალებთან ურთიერთობისას. საქმე ისაა, რომ ქალებს უადგილოდ ნათქვამი კომპლიმენტიც არ მოსწონთ, უფრო მეტიც, ხშირად ის შეურაცხყოფადაც აღიქმება. აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა ქალის გარეგნობას, ინტელექტს, განათლებას ეხებით.
* არასოდეს დაუთვალოთ ქალს კალორიები და ნუ დაიწყებთ მისი კვების რაციონის გაკონტროლებას, ნურც ეტყვით, რომ წონაში მოიმატა;
* მნიშვნელოვანია, საუბრისას ყურადღება მიაქციოთ იმას, რაზეც გესაუბრებათ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ქალის სიმაღლეზე. მან ისედაც შესანიშნავად იცის ამის შესახებ. გახსოვდეთ, რომ მას ამის შეცვლა არ შეუძლია და დიდი შანსია, რომ აგრესიით გიპასუხოთ;
* ქალისთვის დიდი იმედგაცრუებაა, როცა მის წარმატებას და მახასიათებლებს გარეშე ფაქტორებს უკავშირებენ. შესაძლოა, ქალმა წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია;
* თუ მარტოხელა ქალი გასეირნებაზე დაგთანხმდათ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მას თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა სურს;
* არ ჰკითხოთ ქალს, რატომ არის მარტო ან რატომ გათხოვდა ასე ადრე, ჯერ ერთი, რომ არაკორექტულია. მეორეც – ეს თქვენ არაფერში გამოგადგებათ. მსგავსი კითხვების ადრესატი თავს ყოველთვის არაკომფორტულად იგრძნობს;
* ნუ დაარიგებთ ჭკუას, ქალმა ყოველთვის მშვენივრად იცის, რა უნდა გააკეთოს და რა – არა.
ჭეშმარიტი
განსაკუთრებულობა
შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტვინს აქვს მამრობითი და მდედრობითი სქესი. ჩვენ განვსხვავდებით აღქმებით, რეაქციებით, ქცევის ფორმებით. თუმცა, ხშირად გვხვდება ქალები კაცის ტიპის ტვინით და პირიქით. ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ გარემოზე, სადაც გავიზარდეთ.
ქალები და მამაკაცები სხვადასხვაგვარად ვაზროვნებთ, განსხვავებულად აღვიქვამთ სამყაროს, ერთი და იგივე სიტუაცია ჩვენში ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციებს იწვევს. გენდერული განსაკუთრებულობები – აღქმა, აზროვნება, ქმედება, ტვინის აგებულების და მისი მუშაობის ფორმით განისაზღვრება.
2005 წლის იანვარში ჰარვარდის უნივერსიტეტის რექტორმა, ლორენს სამერსმა გამოაცხადა, რომ ქალებთან შედარებით, მამაკაცები უფრო წარმატებულნი არიან მეცნიერებაში და ეს შეიძლება, მათი ტვინის ანატომიური განსაკუთრებულობით აიხსნასო.
ფაქტია, რომ კაცის ტვინი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ქალის. მაგრამ დღეს უკვე აღარ ამტკიცებენ, რომ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მხოლოდ ტვინის ზომაზეა დამოკიდებული. ცხადია სხვა რამ: მამაკაცის და ქალის ტვინი ვითარდება და ფუნქციონირებს განსხვავებულად.
ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების სულ რაღაც მეათედია თანდაყოლილი, დანარჩენს ვიძენთ. ისინი გარე სამყაროსთან კონტაქტის დროს ფორმირდება.
მამაკაცები და ქალები ერთმანეთისგან განსხვავებული ლექსიკითა და მანერით საუბრობენ. აქვთ ინტერესის სხვადასხვა თემა. კაცები ხშირად საუბრობენ ავტომობილებზე, პოლიტიკაზე, სპორტზე. ქალები – ბავშვებზე, ურთიერთობებსა და მოდაზე. რატომღაც ყველაფერი, რაზეც ძლიერი სქესის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, გაცილებით სერიოზულად ითვლება. სწორედ ასე იბადებიან სოციუმის სტერეოტიპები, რომლის თანახმადაც, ყველაფერი, რასაც მამაკაცი აკეთებს და ამბობს მნიშვნელოვანი და ღირებულია, ხოლო რასაც ამბობს და აკეთებს ქალი – ნაკლებად არსებითი.
ქალები ლიტერატურული ფორმებით მეტყველებენ, კაცები მეტად იყენებ სასაუბრო ენას, ჟარგონს და გინებას.
მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ორ არსებას ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლია.
ქალური წესები
ეს ოქროს წესებია. თუ მოინდომებთ და მათ დაიცავთ, თქვენ გვერდით ყოფნაზე ყველა მამაკაცი იოცნებებს.
* ყოველთვის აიყვანე თავი ხელში და დაფიქრდი, რას აკეთებ;
* იყავი განსხვავებული, მასისგან გამორჩეული ძლიერი წარმოსახვითა და რაიმე განსაკუთრებული თვისებით;
* შეისწავლე პარტნიორის ძლიერი და სუსტი მხარეები;
* უნდა შეგეძლოს მისთვის სასურველი გარემოსა და სიტუაციის შექმნა;
* ისწავლე, ხედავდე საკუთარ თავსა და სამყაროს მისი თვალებით;
* იყავი მოწესრიგებული;
* იზრუნე გარეგნობაზე;
* მიეცი ეჭვიანობის მიზეზები ისე, რომ ვერაფერი დაამტკიცოს.
* ცოტა ეფლირტავე, ზოგჯერ კი თავი შეაცოდე;
* დღეს ნუ მიიღებ მცირეოდენს, რომ ხვალ მიიღო მეტი;
* სანამ საბოლოოდ შენი არ გახდება, დაუტოვე განცდა, რომ მისგან წასვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლია;
* ნების თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება, საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება – თუ ამ ყოველივეს შეუზღუდავ, მიგატოვებს, თუნდაც საუკეთესო იყო;
* თუ მოისურვებს რაიმე გააკეთოს შენთვის, არ თქვა უარი. უყვართ ის, ვისთვისაც რაღაცას აკეთებენ და არა პირიქით, ამ ურთიერთობაში მან უნდა მოახდინოს საკუთარი კარგი მხარეების რეალიზება. მიეცი ამის საშუალება;
* არ მოატყუო, ამას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს;
* არ დააჩქარო მოვლენები;
* არასოდეს არაფერი სთხოვო, მით უმეტეს, არ აიძულო. არ უნდა იყო ვალდებული მის წინაშე;
* არ გახდე მასზე დამოკიდებული;
* და რაც მთავარია, საჭირო შემთხვევაში უნდა შეგეძლოს, თქვა „არა“ და წახვიდე. ამით არაფერი მთავრდება.