კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რაში სჭირდება ცოლს კარგი ყნოსვა და რატომ უნდა ეძებო ყოველთვის ახლოს ქმრის საყვარელი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ცოლქმრობა არ ნიშნავს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. როცა მამაკაცი ცალკე იკეტება თავის ნაჭუჭში, ქალი კი – ცალკე, მათ შორის დამაკავშირებელი ძაფი წყდება. შეიძლება, ცოლს და ქმარს საკუთარი პატარა საიდუმლო ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა. ცნობილია ის, რომ  როგორც კი ჰორიზონტზე კონკურენტი გამოჩნდება, ერთი შეხედვით მობეზრებული ურთიერთობა მაშინვე ახალ ფაზაში გადადის და ძვირფასი ხდება.

მარიკა  (41 წლის): ექვსი თვის წინ მივხვდი, რომ ჩემი ოჯახური ცხოვრება ფსკერისკენ წავიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელს დედამიწაზე, ჩემზე კარგი ქმარი არავის ჰყავდა. ეს, რა თქმა უნდა, ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი ცხოვრების ადამიანი ვიპოვე. ჩემს ქმარში ყველაფერი მომწონდა. მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, ზუსტად ის ადამიანი, რომლისაც ყველაფერი მომწონდა, ყველაფრით მაღიზიანებდა. ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ  ამისი რა მომეწონა-მეთქი. ყველაფერში  დამნაშავე ჩემი ქმარი იყო.  მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მეც მიმიძღვის ბრალი იმაში, რომ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით.
ჩემი მთავარი შეცდომა არის ის, რომ საკუთარი ქმარი არ მივიჩნიე იმ ადამიანად, ვისთვისაც ჩემი ნაფიქრ-ნააზრევი უნდა გამეზიარებინა  და ბოლომდე მივნდობოდი. დარწმუნებული ვარ, მე რომ ამას მაშინ მივმხვდარიყავი, ერთმანეთს აუცილებლად გავუგებდით და საქმე ღალატამდე არ მივიდოდა. რაღაც პერიოდი ქმრისგან ყურადღება მომაკლდა.
– ამის მიზეზი სხვა ქალი იყო?
– გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი, მაშინ უკვე ჰყავდა სხვა, თუ მერე გაიჩინა საყვარელი.  ღალატმა მიმახვედრა, რამდენად ძვირფასი და საყვარელი ყოფილა ქმარი ჩემთვის. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა სულელი ვიყავი, ქმრის მიტოვება რომ მინდოდა-მეთქი. სწორედ ამ  დროს გაიღვიძა ჩემში მივიწყებულმა გრძნობამ. ყველაფერი გამახსენდა – ჩვენი პაემნები, ერთმანეთის ალერსში გატარებული და გათენებული ღამეები და  ჩემი ქმრის მხარზე ტირილი მომინდა. იმის წარმოდგენამ, რომ შეიძლებოდა, სხვა ქალი ჰყავდა, კინაღამ ჭკუიდან შემშალა. ჩემში მესაკუთრემ გაიღვიძა. მობეზრებული ურთიერთობა ერთბაშად ისეთი ძვირაფასი გახდა, რომ ლამის გადავირიე. ჩუმად ვიქექებოდი ქმრის მობილურში, ჯიბეებში, ისეთ რამეს ვეძებდი, რაც მის ღალატში დამარწმუნებდა, მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი. ერთი სასიყვარული გზავნილიც ვერ აღმოვაჩინე. ეტყობა, ყველაფერს შლიდა. უნდა დავმშვიდებულიყავი, რადგან, როცა კაცი ცდილობს, რომ ცოლმა მისი რომანის შესახებ არ გაიგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიტოვებას არ აპირებს. ერთი ის იყო, რომ სახლში მოსვლას აგვიანებდა და სულ იმიზეზებდა, ბევრი საქმე მაქვსო. სულ გაძვრომაზე იყო. შაბათ-კვირასაც კი პოულობდა საბაბს, რომ წასულიყო და გვიან მოსულიყო. ტყავში ვძვრებოდი, რომ მისთვის მესიამოვნებინა. არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამას დიდხანს ვერ გავუძლებდი. ჩემს დაქალს ტელეფონით მოვუყევი, რჩევა ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. არაფერი არ  გააკეთო. ღალატის დამადასტურებელი საბუთი არ გაქვს და რა უნდა უთხრა კაცს. სულელი იქნები, თუ ძალიან გაამწვავებ ურთიერთობას. მერე კი ნამდვილად დაგენგრევა ოჯახი. დააცადე, გაერთოს. ღალატი ყველა კაცს სისხლში აქვს. მთავარია, ზრუნავს შენზე და არაფერს გაკლებს, მეტი რაღა გინდაო. მე ვერ მშვიდდებოდი.  ყველა ცოლს სჭირდება ძალიან კარგი ყნოსვა, რომ თავისი ქმრის სუნი, სხვა ქალის სუნისგან გაარჩიოს. შეიძლება, მესიჯი წაშალო, მაგრამ ტანსაცმელში ჩამჯდარ სუნამოს სუნს რას უზამ. მალე ვიგრძენი უცხო სუნამოს სუნი. რომელიც უკვე სისტემატურად ასდიოდა ჩემი ქმრის ტანსაცმელს.  მაძებარი ძაღლვით ვერ დავუწყებდი ყნოსვას ყველა ქალს, მაგრამ არსებობს ერთი ჭეშმარიტება. ქმრის საყვარელი ყოველთვის ახლოს უნდა ეძებო. კაცი თავისი ბუნებით ზარმაცია. თუ ძალიან არ უჭირს, სპეციალურად არ დაიწყებს იმ ქალის ძებნას, ვისთანაც ცოლისგან ჩუმად,  რომანის გაბმას შეძლებს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ ქმარი გღალატობთ, გარემოცვას გადახედეთ. ძალიან ხშირად ქმრები ცოლებს მათსავე თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ღალატობენ. აბსოლუტურად ყველაფერი წარმოსადგენია და დასაშვებიც. შენი რაც არის, ის სხვას არ უნდა დაუთმო. არავითარ შემთხვევაში. ცოლ-ქმრის ცხოვრებაში არის კრიზისული პერიოდები, მაგრამ ისინი ერთად უნდა გადალახოთ. არ შეიძლება, აჰყვე ემოციებს, ანუ „ავარდე“ და თქვა: „წაეთრიე, ხვალ შენზე უკეთესს ვიპოვი“.
ღალატი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ჭკუიდან ვიშლები, როცა ჩემს ქმარს იმ უსინდისოს მკლავებში წარმოვიდგენ. სუნამომ გაყიდა, თორემ კიდევ კარგა ხანს ვერ მივხვდებოდი, ვინ მყავდა გვერდით. სუნამოს კვალმა საკუთარ დაქალთან მიმიყვანა.  რომ ვკითხე, რა კარგი სუნამო გაქვს, ახალია, ჩემმა ქმარმა ხომ არ გიყიდა-მეთქი, გალურჯდა. კატეგორიული უარი მტკიცა. რას ამბობ, შენი ქმარი რა შუაშია, ერთმა თაყვანისმცემელმა მომართვა დაბადების დღეზეო.  საქმე ისაა, რომ სიტუაციის გამწვავება არ მინდა. საქმეების გარჩევა მამაკაცისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია  და მეშინია, საერთოდ არ წავიდეს სახლიდან.  სხვა ტაქტიკა ავირჩიე. დავრჩები სირაქლემას პოზაში და ვითამაშებ, რომ არაფერი ვიცი. მაგრამ ერთ ნაბიჯზეც არ მივუშვებ თავისუფლად. სულ კონტროლის ქვეშ მეყოლება. ჩემს დაქალს უკვე ვუთხარი, ქმარს არავის დავუთმობ, სულერთია ვინ იქნება, გავგლეჯ და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გადავუქცევ-მეთქი. რას გამომაპარებს. თვალებში ეტყობა, რომ ტყუის. მაგრამ ჯანდაბას. მთავარია, რომ მე სასტიკად მყავს გაფრთხილებული. ვუთხარი კიდეც, კარგი იქნება, თუკი ჩემი ეჭვი არ გამართლდება, შენ ჯერ კიდევ არ იცი, გამწარებულს რისი ჩადენა შემიძლია-მეთქი. იმედი მაქვს, გაითვალისწინებს. ჩემს  ქმართან კი ისე გავაგრძელებ ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა. რამდენიმე დღეა, აღარ აგვიანებს სამსახურიდან სახლში მოსვლას და სხვანაირად იღიმის. აქამდე, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით მიღიმოდა. მე მას არაფერში ვადანაშაულებ. ზუსტად ვიცი, ვინ მჭირდება და ჩემს ქმარს არავის დავუთმობ.  თითქოს ჩვენს შორის ბალანსი აღდგა. არ ვიცი, მის სულში რა ხდება. შეიძლება, იმასვე ფიქრობს, რასაც მე. რომ ჩვენი ურთიერთობა გაცილებით ღირებულია, ვიდრე დროებითი რომანები. ხვდება, რომ მე უფრო ახლობელი ვარ მისთვის, ვიდრე ის ქალი, რომელთანაც შეიძლება, ციტა ხნით თავი უკეთესად იგრძნოს. როცა ორ ადამიანს ამდენი, კარგი მოგონებებით სავსე წელი აკავშირებს, აღარაფერს ვამბობ შვილზე, იმაზე მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი და ჩემი ქმრის აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ასე რომ არ იყოს, ჩემგან დიდი ხნის წასული იქნებოდა.  
скачать dle 11.3