კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა ჩაასწორებინა სტალინმა ნიკო ბერძენიშვილს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში და რატომ უნდა ვუმადლოდეთ ტროცკის „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ისე მოხდა, რომ დემოკრატიასთან წილნაყარსა და დამოუკიდებელ საქართველოში ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დიდი ყურადღება არ ექცევა. შესაბამისად, ამ დარგის სპეციალისტებიც გვარიანად შეცოტავდნენ და ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში ამ ჩვენს ქვეყანაზე, მით უფრო, მის წარსულსა და ისტორია-კულტურაზე ფრიად მწირი ინფორმაციაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დეზინფორმაცია საქართველოს ისტორიაზე უკვე ქართულ ენაზევეა ხელმისაწვდომი. ამის პარალელურად, იქმნება მცდარი საზოგადოებრივი აზრი, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც (რომლებიც შეგნებულად ამახინჯებენ ისტორიას), რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს მწარე გამოცდილება, როდესაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხინვალში ოსების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს კი გვაქვს ის ტრაგიკული რეალობა, რაც გვაქვს. ეს იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ აისახება ხოლმე რეალობაზე სიტყვა, ანუ ხელოვნურად შექმნილი აზრი. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს სამეზობლოში ჩვენთვის უსიამოვნო არა ერთი საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება (რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ტერიტორია, ისტორია და კულტურა ჩვენი კი არა, მათია), ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები 30 თუ 50 წლის შემდეგ, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ პასიურები ვიქნებით. ამ პრობლემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.
– რა მიზნებს შეიძლება, ისახავდეს ჩვენი მეზობლების მიერ ჩვენი ისტორიის დამახინჯება და რა სირთულეები შეიძლება, წარმოშვას ამ რეალობამ წლების შემდეგ?
– თავისთავად, საერთაშორისო პოლიტიკა ნაკლებად აქცევს ყურადღებას, შეიძლება, ითქვას, საერთოდ არ ითვალისწინებს ისტორიულ ფაქტებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ საბერძნეთისა და მაკედონიის ამბავი, მაკედონიის „ნატოში“ გაწევრიანება ფერხდებოდა იმის გამო, რომ სახელი ვერ შეირჩა და ახლა დაარქვეს ჩრდილოეთი მაკედონია და გზა გაეხსნა „ნატოსკენ“ მაკედონიის მოსახლეობას, რომლებიც სინამდვილეში ბულგარელები არიან და ალექსანდრე მაკედონელთან ძალიან ცოტა რამ აკავშირებთ. ეს უფრო გათვლილია შიდა მოხმარებისთვის, საკუთარი მოსახლეობისთვის განწყობის შესაქმნელად, რომ, თუ რამე მოხდა და შემოგვედავნენ, მოსახლეობას მიაჩნდეს, რომ მათი ხელისუფლება მართალია. მაგალითად, ამის კლასიკური მაგალითია დავით გარეჯის ამბავი, რომ იქაური მოხატულობა თითქოს ალბანური კულტურის ნაშთებია. უნდა ითქვას ერთი რამ: ჩვენი ისტორიკოსები ძალიან ბევრ რამეს გაურბოდნენ. ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რატომღაც ეგონათ, ჩვენ ვტყუოდით ან შეიძლება, რაღაც ხაფანგი ყოფილიყო, არადა სიმართლე ყველაფერს სძლევს, ისტორიული – განსაკუთრებით. ჩვენ ამან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა იმავე აფხაზეთთან, ცხინვალთან დაკავშირებით.
– იმავე რუსეთის იმპერიის სტატისტიკითაა ცნობილი, რომ ცხინვალში რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა და ახლა აცხადებენ, ალანიის გული იყო ცხინვალიო. აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლებია და აცხადებენ, რომ ისინი აფხაზური არქიტექტურის ნიმუშებია. რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენი ისტორიკოსები ბევრ რამეს გაურბოდნენ?
– მაგრამ ვინმეს ახსოვდა ცხინვალი საერთოდ?! იქ დაიწერა წიგნი „ისტორია იუჟნაია ოსეტია“, ის აიკრძალა, იმიტომ რომ ჩვენმა სამეცნიერო წრეებმა ატეხეს ერთი ამბავი, რომ ისტორია გააყალბეს და ეს სიმართლე იყო, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი დაიწერა. აფხაზები აფხაზურად არაფერს წერდნენ, მხოლოდ რუსულად, ოსებიც რუსულად წერდნენ, აზერბაიჯანელებსაც, თუ ვინმე ისტორიკოსი ჰყავდათ, ისინიც, ძირითადად, რუსულად წერდნენ. მათი ელიტა რუსულენოვანი იყო. სომხებიც უმეტესად რუსულად აქვეყნებდნენ, რომ სხვებს სცოდნოდათ მათ შესახებ. რომ ნახოთ ჩვენი და მათი რუსული ან სხვა უცხოენოვანი პუბლიკაციების შეფარდება, ერთი ასთან იქნება.
– ჩვენ საზიანოდ.
– დიახ. საბჭოეთის დროს ჩვენ მიერ დაწერილი თითო-ოროლა წიგნი თუ გამოვიდოდა რუსულად. ფართო საზოგადოებას კი მაშინ ამ ენაზე მიუწვდებოდა ხელი. იმ დროს საკუთარ წვენში მოხარშვას მივეჩვიეთ და ამ ამბავს ახლაც განვაგრძობთ. უცხო ენებზე, მაქსიმუმ, რეზიუმეები ახლავს ხოლმე ჩვენს გამოცემებს. რეზიუმეში კი მტკიცებულებები არ არის, შეჯამებულია სტატიის არსი. ამიტომ მგონია, რომ ერთი ამბავია სხვები როგორ იქცევიან, მაგრამ ჩვენ გარე სამყაროს სიმართლესაც ვერ ვაწვდით. ასე რომ, ჩვენი ბრალია.
– რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს და თუ შენ პასიური იქნები, ის სხვა უპრობლემოდ გაატარებს საკუთარ ინტერესს.
– მაგრამ არის მეორე მხარეც: ჩვენი ისტორიული მეცნიერება ძალიან ჩამორჩა საერთაშორისო მიღწევებს. ჩვენთან, რატომღაც, მიიჩნევა, რომ ჰუმანიტარული დარგები ადგილზე დგას და ამიტომ ჩვენი მეთოდოლოგიები ძალიან მოძველებულია. მტკიცებულებები არის გულუბრყვილო და მიამიტური, ასე რომ, ეს არ ჭრის. თუნდაც, უცხო ენებზე გამოქვეყნდეს, იქაურ აუდიტორიას ვერ დაარწმუნებს. ქართულ აუდიტორიას ითვალისწინებენ და რაღაც პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებენ. არადა, ამის კეთება ქართველებისთვისაც კი არაპროდუქტიულია და არასწორ წარმოდგენებს უქმნის საკუთარ ისტორიაზე და მით უმეტეს, უცხოელისთვის, მესამე პირისთვის, დამაჯერებელი არ იქნება. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ გადავარწმუნებთ ან გადმოვარწმუნებთ აზერბაიჯანელებს, რუსებს, სომხებსა თუ თურქებს, მაგრამ მე რომ რაღაცას ვიტყვი და თქვენ დამიჯერებთ, სულ ცოტა, ერთმა უცხოელმა, არადაინტერესებულმა პირმა მაინც უნდა ჩათვალოს ეს სერიოზულ მოსაზრებად და მაშინ შეიძლება, ამას ფასი ჰქონდეს, თორემ აქ რომ ვუმტკიცებთ ერთმანეთს რაღაცებს, ამას შედეგი არ აქვს. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამას იზიარებს – მოგვყავს მიამიტური არგუმენტები და არ ვითვალისწინებთ, ვის ველაპარაკებით. არის ხოლმე რაღაც ობიექტური რეალობები, რომლებსაც ნაკლებად ვეხებით.
– მაგალითად?
– მაგალითად, ანბანთან დაკავშირებით; აფხაზეთის სამთავროს წარმოქმნასთან დაკავშირებით, იმავე ოსებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენს ანტიკურ პერიოდში, შუა საუკუნეებში, როგორც ვასალები. რაღაც მონაკვეთში ჩვენ თვითონვე დავიწყეთ მათი ჩამოსახლება; ჩვენი ქსნისა და არაგვის ერისთავები წარმოშობით, თავიანთი გადმოცემით, ოსები არიან, რაც არ ნიშნავს, რომ ოსებისაა ქსნისა და არაგვის ხეობები. ქსნის ხეობა არის უკვე მათი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდენით სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ ოსები გვედავებიან ახალგორსაც კი, რომელზეც ლაპარაკიც არ შეიძლებოდა, ყოფილიყო.
– სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნით, ფაქტობრივად, მოუხაზა ტერიტორია სეპარატისტებს ახალგორიან და ლიახვის ხეობებიანად.
– გაუმზადა, მერე ომი მოხდა და ახლა ამბობენ, ეს ის საზღვრებია, თქვენმა ხელისუფლებამ რომ აღადგინაო. მე რომ მკითხოთ, ნორმალურ სახელმწიფოში, ვინც ხმა მისცა ამას, ყველას უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ამ ზომამდე ჭკუამოკლეობა თუ ახლომხედველობა ღალატის ტოლფასია. არადა, კიდევ ბევრს ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვინც ეს მოამზადა. ჰოლბრუკი აქ დიდ დიპლომატად ითვლებოდა, ამბობდა, მე ვერ ვხედავ კავშირს კოსოვოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორისო, ანუ ვერ ხედავდა მყინვარწვერს, არადა მყინვარწვერი დგას და თუ იტყვი, ვერ ვხედავო, ეს არაფერს ნიშნავს. თუმცა ისეც ვერ მოხდება, როგორც საბჭოთა დროს იყო, როდესაც ხელისუფლება ავალებდა ისტორიკოსებს, რა და როგორ დაეწერათ, როგორც სტალინმა გაასწორა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო: ნიკო ბერძენიშვილი ჩავიდა და სტალინმა ჩაასწორა. ოღონდ მაინც ძალიან კარგი გამოვიდა, იმდენად კვალიფიციურმა ხალხმა დაწერა. ახალგაზრდა თაობა მოდის, რომელიც სკურპულოზურად სწავლობს ფაქტებს, დეტალებს, მაგრამ გააზრების მხოლოდ ოდნავი სიმპტომები თუ შეიმჩნევა. ამდენად, ჩვენი ისტორიის შესახებ შიგნითაც ვერ ჩამოვყალიბებულვართ.
– საინფორმაციო სივრცეში მონაცემები ძალიან მწირია, სხვები მუშაობენ: სიმართლესაც ავრცელებენ, სიცრუესაც, საინფორმაციო სივრცე აივსება იმ მასალებით... ჩვენ კი დავრჩებით ხახამშრალები და ეს, ადრე თუ გვიან, შეცვლის რეალობას.
– თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, არაფერს გავუწევთ ანგარიშს, ასეც იქნება. სხვა ხალხებს რომ შეადარო, მონაცემები არც ისე მწირია. არ ვამბობ ევროპაზე. მათ მეშვიდე-მერვე საუკუნეებიდან აქვთ შემონახული დოკუმენტური მასალები. მაგალითად, დღემდე თითო-ოროლა თუ წერს სწორად, თუ როდის გაიმართა ბასიანის ბრძოლა. ეს მოხდა 1202 წელს, ივანე ჯავახიშვილმა დაწერა, რომ 1206 წელს, რადგან მაშინ არ იყო ასე დაზუსტებით გარკვეული ეს ამბავი: რუქნადინი, ვისაც ვეომეთ, 1204 წელს გარდაიცვალა, თურქმა მკვლევარმა გამოიკვლია, მაგრამ არავინ არაფერს კითხულობს და ეს თარიღი თითო-ოროლა სახელმძღვანელოში თუ წერია სწორად. დანარჩენებში წერია 1204, 1203, 1206 წლები… ანუ ისტორიკოსები ერთმანეთის ნაწერებსაც კი არ კითხულობენ, არ კითხულობენ სამეცნიერო ლიტერატურას. გაუთავებლად ღეჭავენ ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ტიტანი იყო, მაგრამ ისტორია განსხვავდება ბუნებისმეტყველებისგან, თუ თანამედროვე მეთოდოლოგია არ გამოიყენე, ისევ გამოქვაბულში დაბრუნდები. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინ არ მიდის. მეთოდოლოგიურად არ განვითარდა – უამრავი ფაქტობრივი მასალა დგინდება. თამარის მეფობის ქრონოლოგია თუ სწორად არ არის დადგენილი, როგორ გაიგებ, როდის დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ – 1205 თუ 1206 წელს?! თავის დროზე სტალინმა „ვეფხისტყაოსანი“ ტროცკის ჯინაზე წამოსწია – ეგ ველური ხალხის შვილიაო და ამის საპასუხოდ. კიდევ კარგი, სერიოზულ დონეზე დადგა ეს საკითხი, თორემ მხოლოდ პავლე ინგოროყვა და სარგის კაკაბაძე იკვლევდნენ თავგამოდებით. ეს ჩვენი კულტურის მართლაც უმაღლესი მიღწევაა და მსოფლიო კულტურის კი – ერთ-ერთი უმაღლესი. რაც დრო გავა, კიდევ უფრო დაფასდება. მისი გააზრება ძლივძლივობით მოხდა, თორემ ისტორიულ დონეზე არც ახლა ვიცით, ვინ დაწერა, როგორ დაწერა. ასეთი შედევრი ტყეში ან გამოქვაბულში ხომ არ შეიქმნებოდა?! მას უნდა ჰყავდეს საზოგადოება, რომელიც მოიხმარს ასეთ პროდუქციას და იმდროინდელი საზოგადოება იყო მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე საზოგადოება. ფრესკებსა და მოხატულობებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ისინი შედევრებია. მაგალითად, რენესანსის წინა მხატვრობაა უბისას მოხატულობა და შედარებით გადარჩენილია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ნუ დაიზარებს, ჩავიდეს და ნახოს. თან, იმ პერიოდისაა, როდესაც ევროპაში საერო ლიტერატურისა და მხატვრობის ბუმი იყო, ახალი სამყაროს დაბადების გარიჟრაჟი, უბრალოდ, შემდეგ ჩვენთან ჩამოეშვა ღამე თემურ ლენგითა და მონღოლებით. ალეგორიულად რაღაცას მიგვანიშნებს რუსთაველი, მაგრამ ისტორიული მოვლენები არ ვიცით და ვერ ვიგებთ. ჩვენ რომ ვერ ვიგებთ, უცხოელს როგორ გავაგებინებთ?! შუა საუკუნეების მსოფლიოს უდიდესი სპეციალისტი ფრანკო კარდინი მარტივად ამბობს: აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანული კულტურების სინთეზი მხოლოდ ერთმა კაცმა, შოთა რუსთაველმა შეძლო თავის დიად სარაინდო რომანშიო. ანუ გულისხმობს, ვინც იცის, ამას დაეთანხმებაო. არადა „ვეფხისტყაოსანს“ მარჯორი უორდროპის თარგმანით ეცნობიან ხოლმე. ისიც პროზაულია და მხოლოდ შინაარსს გადასცემს. ჩვენში, რატომღაც, ამოჩემებული აქვთ შალვა ნუცუბიძის რუსული თარგმანი, რომელიც არ ვარგა. საუკეთესოა ზაბოლოცკის თარგმანი. მართალია, რითმების სიმდიდრეს ვერ აღწერს, მაგრამ შინაარსს გადმოსცემს და თარგმანს რუსთაველისეულ მომხიბვლელობას უტოვებს. ზაბოლოცკიმ ქართული არ იცოდა, ოღონდ სოლომონ იორდანიშვილის კარგი ბწკარედი ჰქონდა. ახლახან ქალმა თარგმნა ინგლისურად და ინტერვიუში წერს, ვიფიქრე, ჩვეულებრივი სარაინდო რომანი იყო და მერე და მერე აღმოვაჩინე, რომ სულ მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, როგორც დეტექტივშიო. ნიზამის რომ შეადარო – თუ მიუსჯი ვინმეს ან სპეციალისტია და დისერტაციას იცავს, თორემ მისი წაკითხვა შეუძლებელია. ერთი სიტყვით, ქართულს არავინ ისწავლის, ჩვენ უნდა გადავეწყოთ და მივაწოდოთ დანარჩენ მსოფლიოს მათთვის გასაგებ ენებზე, აი, ეს არის ამოცანა, რაც მთარგმნელობით მუშაობას გულისხმობს და სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას საჭიროებს. ჩვენ ისეც არ გაგვხდომია საქმე, აზერბაიჯანელები და სომხები რომ ტოლმაზე დაობენ. ასევე, არიან ხალხები, რომლებსაც დღესაც კი აქვთ იდენტობის პრობლემა. საერთოდაც, დედამიწაზე რამდენიმე ხალხია, მხოლოდ სიძველეზე არ არის ლაპარაკი, რომლებმაც თავი აქამდე მოიტანეს და დღესაც ქვეყანა აქვთ: ჩვენ, ჩინელები, ბერძნები, ებრაელები.
скачать dle 11.3