კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 საკანონმდებლო დეზერტირები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ შეძლებ ხალხის რჩეულობას?!

ეს ჩვენი დეპუტატები რომ საკუთარი სურვილისამებრ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, პრობლემაა ლამის წინა საუკუნიდან. და მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით სესიების (არასაპატიო მიზეზით) გაცდენისთვის სანქციებიცაა (ხელფასის გარკვეული პროცენტი – გარკვეული რაოდენობის გაცდენებისთვის) დაწესებული, იშვიათად თუ დაზარალებულან ფინანსურად (პირდაპირ თუ ვიტყვით, დეზერტირი, რბილად კი) გამცდენი დეპუტატები.
გასულ კვირას კი გვამცნეს, რომ უკვე მიმდინარე ორშაბათიდან ამოქმედებული ახალი რეგლამენტით, დარეგულირდება როგორც ეთიკის (იცით, რომ ეს ჩვენი პარლამენტარები არც თუ იშვიათად მოუმწიფებელი კრამიტდაცურებულების შთაბეჭდილებას ტოვებენ), ისე გაცდენების საკითხები. ანუ დაწესდება კონკრეტული სანქციები მათ მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ იღებენ მონაწილეობას რეგისტრაციაში.
მეტიც,  გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებაც და, თუ დეპუტატი გააცდენს სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება.
გადაწყვეტილება მისასალმებელი და არათუ დროული, დაგვიანებულიც კია, ოღონდ ისიც ვიცით, რომ, თუ დეპუტატს გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლება, ანუ, თუ სამედიცინო ცნობას წარადგენს, არაფერიც არ შეუწყდება, ხოლო, ამ ჩვენი დეპუტატების (დანდობილად თუ ვიტყვით) არაეთიკურობისკენ ჟინიან მიდრეკილებას თუ გავიხსენებთ, მათ ასეთი ცნობების გამოცხობა არ გაუჭირდებათ.
 ანუ „ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის…“?!
скачать dle 11.3