კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 მარაქაში უადგილოდ გარეულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

საკუთარ ლტოლვილდავიწყებულები

​სანამ ჩვენ შიდა პოლიტიკური ამბები გვიშფოთებს გულებს (ვერა და ვერ დავასრულეთ საპრეზიდენტო საარჩვენო ვნებათაღელვა) და უკვე მესამე თვითგამოცხადებული „პრეზიდენტიც“ ვიყოლიეთ (რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძის სახით), შევიტყვეთ, რომ გაეროს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეერთებია და ეს ამბავი ჩვენივე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა.
გასულ კვირას ეს მსოფლიო პაქტი (უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციის შესახებ) გაეროს კონფერენციაზე 164 სახელმწიფოს დაუმტკიცებია.
ის 34-გვერდიანია და 23 პუნქტადაა ჩამოყალიბებული ლტოლვილთა უფლებები და მათი ნაკადის მართვა. გაეროს გენერალური მდივნის განმარტებით, გლობალური მიგრაციული პაქტი იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა, მიგრანტებთან ურთიერთობის ერთიანი მინიმალური სტანდარტების დასადგენად აუცილებელიაო.
საინტერესოა, რომ მისთვის ხელი არ მოუწერიათ, მეტიც, უარი განაცხადეს ხელმოწერაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ჩილემ და დომინიკელთა რესპუბლიკამ.
ხოლო ბულგარეთს, სლოვენიას, ესტონეთს, იტალიას, შვეიცარიასა და ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, შეუერთდებიან თუ არა პაქტს.
მაშინ, როდესაც, ჯერ ერთი, სავალდებულო არ არის, მეორეც, ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ შეერთებია და, რაც მთავარია, თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი უარზეა, რთულად ასახსნელია, რატომ გაერია მარაქაში ეს ჩვენი სახელმწიფო?!
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ გერმანიის კანცლერის ჩვენთან ვიზიტის ერთ-ერთ (თუ ერთადერთ არა) მოტივად აღმოსავლელი ლტოლვილების მიღებაზე საქართველოს დაყოლიებას ასახელებდნენ, ვითომ აწ უკვე ირიბად აღმოსავლელ ლტოლვილებზე გავიყიდეთ?! 
скачать dle 11.3