კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ სცემა ირა კვიტინსკაიამ გიორგი ორბელაძე და როგორ აბამდა ირაკლი ძაძამია თამთა შედანიას ფეხებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მოცეკვავეები – ირაკლი ძაძამია და ირა კვიტინსკაია, სინამდვილეში, პარტნიორები და შეყვარებულები არიან. ცეკვებში ირაკლის პარტნიორი თამთა შედანია იყო, ირასი კი – გიორგი ორბელაძე.
– კონკურენციის შეგრძნება არ ამძაფრებს ურთიერთობებს?
ირაკლი ძაძამია: ზომიერი კონკურენციაა. პირველივე სეზონიდან ვხედავ შიდა სამზარეულოს და იმასთან შედარებით, რაც გასულ წლებში ხდებოდა, წელს არაფერია. წინა სეზონებზე უფრო მეტი ინტრიგები იყო (იცინის).
– ირაკლის უკვე დავემშვიდობეთ. ირა, შენ როგორი მოლოდინი გაქვს?
ირაკლი: ახლა ირა ვარდება (იცინიან). თუ ხალხი დაუმესიჯებს, შანსი არის, მაგრამ რეალისტები ვართ და ვხვდებით, რომ ეს მოსალოდნელია.
– ირა, როგორც ვიცი მკაცრი გოგო ხარ. წინა სეზონზე მარკუსს სცემდაო.
ირაკლი: გიორგი რომ სცემა იცით? თურმე იმდენი ურტყა... იმ დღეს  თავად მომიყვა, შენმა შეყვარებულმა მცემაო.
ირა კვიტინსკაია: ერთადერთი შემთხვევა იყო, მეტი არა (იცინის). სამი დღის განმავლობაში ვუხსნიდი ილეთს და ვერ გააკეთა. ბოლოს ძალიან მომეშალა ნერვები და ცოტა ვურტყი. სხვათა შორის, ეგრევე გააკეთა (იცინის).
– ირაკლი, შენც ესეთი მიდგომა გაქვს თუ უფრო მსუბუქი?
ირაკლი: (იცინის) რას ამბობ, მე ვარ ნომერ პირველი დესპოტი (იცინის). თამთას ხან ჯოხს ვურტყამდი ფეხებში, ხან რეზინებით ვუბამდი (იცინის). რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვურტყამდი, მაგრამ ცეკვას ცოტა სჭირდება. კუნთი იმახსოვრებს ტკივილს და ზოგჯერ ვიყენებთ ხოლმე ამ მეთოდს.
– სინამდვილეში თქვენ პარტნიორებიც ხართ და შეყვარებულებიც. მომიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია.
– სტუდია „თელას“ მოცეკვავე ვიყავი, როცა ირა პირველად დავინახე. მაშინ ეს სხვაგან ცეკვავდა.
ირა: შემთხვევით გავუარე და თურმე, გამარჯობა უთქვამს. მე არ გამიგია და შესაბამისად, არც პასუხი გამიცია. მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით. საღამოს მწერს, შენ გამარჯობა არ იციო?! (იცინის).
ირაკლი: გავიკითხე, ვინ იყო და მივწერე, რატომ არ მითხარი გამარჯობა-მეთქი?! (იცინის). მაშინ მეწყვილე არ მყავდა და რადგან მომეწონა და მივხვდი, რომ კარგი პოტენციალი ჰქონდა, შევთავაზე, ჩემი პარტნიორი ყოფილიყო. დეტალების გასავლელად დარბაზში დავიბარე. მივედი, ველოდები, მაგრამ სადაა. მერე ისეთი სულელური მიზეზი მითხრა, რომ არც მახსოვს... რაღაც იმაიმუნა (იცინის).
ირა: მეორე დღეს მივედი და ვარჯიში დავიწყეთ. მერე სალომე ჭაჭუასთან გადავედით სტუდიაში და უკვე ხუთი წელია იქ ვართ. ახლა საკუთარი სტუდიაც გავხსენით.
ირაკლი: თავიდან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად, კარგად გავიცანით ერთმანეთი და მერე, რაც მოხდა, მოხდა (იცინის).
ირა: ირაკლი ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. თუ მასთან გულწრფელი იქნები, თვითონაც თან გადაგყვება.
ირაკლი: ირა ძალიან უბრალოა, „პეროიანი“ გოგო არ არის (იცინის). ამასაც თავის ხიბლი აქვს, მაგრამ, როცა საქმე სერიოზული ურთიერთობისკენ მიდის, სხვა რამეა მნიშვნელოვანი: სიკეთე, სიყვარული და გულწრფელობა. როცა დავინახე, რომ ყალბი არ იყო, თავისით აეწყო ურთიერთობა და დაახლოებით, ოთხი წელია, ერთად ვართ. უცხოეთში ტურნირებზე რომ მივდივართ, თუ დრო გვაქვს, ქალაქში ვსეირნობთ ხოლმე და უნდა ნახოთ, იქ რაებს ვაკეთებინებ. ვეტყვი: ირ, იყვირე, რომ ყველაზე მაგარი მეწყვილე გყავს-მეთქი. თავიდან უარზეა, მაგრამ ხან ბალიშებს ვურტყამ, ხან ვახრჩობ, სანამ არ იტყვის,  „შენ ჩემი მეფე ხარ!“ (იცინის).
– თქვენს ცხოვრებაში ცეკვა არის მთავარი?
– კი. მაგრამ მე არ ვაპირებ ცეკვით ფულის შოვნას. სხვა პროფესია არ მაქვს, მაგრამ ბავშვობიდან ვხვდები, რომ ბიზნესის ნიჭი მაქვს, მეხერხება ყიდვა-გაყიდვის ამბები, მამაჩემი ბიზნესმენია და ალბათ, მისი გავლენით. მიყვარს ფულის კეთება, თვლა და რა თქმა უნდა, ხარჯვაც (იცინის). ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრ ფულს ვიშოვი – ბავშვობიდან დარწმუნებული ვარ, რომ მილიონერი გავხდები.
ირა: ამიტომ მათქმევინებს – „ჩემი მეფეო“, აბა რა გგონიათ? (იცინის)
ირაკლი: სამეგრელოს პრინცი უნდა გავხდე (იცინიან).
– მამა რას გეუბნება – შეძლებ მილიონის შოვნასო?
– მწარე გამოცდილებიდან მეუბნება, რომ ყველა მეგობარი მეგობარი არ არის და ადამიანებს კარგად უნდა დავაკვირდე. მოსკოვში ფულის შოვნა და ქარხნის ფლობა ასე მარტივი არ არის. მე რაც ვიცი, უამრავი რამ გადახდა თავს და კიდევ რასაც არ ყვება – წარმომიდგენია. ბევრჯერ ყოფილა საფრთხეში. მამა არაა ის ტიპი, პირში რომ გაქოს, მაგრამ რამდენჯერმე მომიკრავს ყური, ჩემზე რომ სხვასთან სიამაყით ამბობდა რაღაცებს და თან ვგავართ ერთმანეთს.
– სამეგრელოს პრინცობას აპირებ?
– ძალიან მიყვარს იქაურობა. მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემებს ყოველ წელს ჩამოვყავდი საქართველოში სამი თვით, თუმცა თბილისში არ ვიყავი ნამყოფი, სულ სოფელში ვიყავი. სასწაული ბავშვობა მქონდა და მეგრულიც ვიცი. სუფთა სისხლის მეგრელი ვარ – მშობლებით და ბებია-ბაბუით.
– ირა, შენ ქართული გვარი არ გაქვს.
ირა: დედა რუსი მყავს, მამა – პოლონელი. ყველა მეუბნება, აქ რა გინდაო. რა მინდა და აქ მყავს ჩემი მეგრელი პრინცი (იცინის).
ირაკლი: ამას სამეგრელოს დედოფლობაზე აქვს პრეტენზია, გვარიც შესაბამისი ავირჩიე-კვიტინსკაია (იცინის).
ირა: სინამდვილეში ჩემი მშობლებიც აქ გაიზარდნენ და ბებია-ბაბუაც, მხოლოდ გვარი მაქვს პოლონური. თუმცა ქართული ცოტა ხნის წინ ვისწავლე ირაკლის დამსახურებით.
– ურთიერთობაში რა გეგმები გაქვთ?
ირაკლი: გეგმებს რომ აწყობ, მერე შინაგანი პროტესტი ჩნდება და ჩხუბი ხშირდება. ამიტომ გეგმებს გადავახტებით და უცებ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ოთხი თვით ადრე არ განვსაზღვრავ ხელის თხოვნის ან ქორწილის თარიღს და ბავშვის სახელს. თან ჯერ არც ფინანსურად ვართ მზად, მე ხომ მილიონერი უნდა გავხდე (იცინის). ჩემს ცოლს და შვილს ხომ უნდა ფული, ჭამა, ჩაცმა, დასვენება, ბინა, მანქანები... ეგრე ხომ არაა?! არ მინდა, ისე მოხდეს, ჩემი შვილი ვერ შევინახო, ამას მირჩევნია, ჯერ არ მყავდეს.
– „სამეგრელოს პრინცს“ ცოტა „გრუზინული მომენტები“ არ აქვს?
ირა: ცოტა კი, მაგრამ ასატანია (იცინის).
ირაკლი: შეიძლება, სულელურად ჟღერს, მაგრამ ადამიანს სოციალურ ქსელში სულ შიშველი ფოტოები რომ უდევს, მე არ მომწონს. ვფიქრობ, გოგო ზედმეტად გამომწვევად და ვულგარულად არ უნდა იქცეოდეს. რაც არ უნდა „გრუზინი“ მეძახოთ, ასე ვფიქრობ. თუ ადამიანი მიყვარს, არ მესიამოვნება, რომ მან შიშველმა იაროს. მაგრამ როცა არ უყვართ და უბრალოდ, ბოიფრენდ-გერლფრენდობა აკავშირებთ ან კიდევ უფრო დაბალი საფეხურის ურთიერთობა, მაშინ შეიძლება, ბიჭს საერთოდ არ ადარდებდეს, რა აცვია გოგოს, თუ უნდა, საერთოდ არ ეცვას. მან შეიძლება, დამცინოს „გრუზინი“ ხარო, მაგრამ როცა ვინმე შეუყვარდება, მერე იცვლება სურათი. თუმცა, მე გამიმართლა, რომ ირა თავად არაა გამომწვევი და ვულგარული, რაც ჩვენი ერთად ყოფნის ერთ-ერთი მიზეზია.
скачать dle 11.3