კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ გავაძლიეროთ იღბალი და წარმატება საახალწლოდ და რა უნდა ჩავუთქვათ დეკემბრის კონკრეტულ რიცხვში

ნინო კანდელაკი ანი რევია

სულ მალე ახალი წელი დადგება და ბევრმა უკვე დაიწყო საახალწლო მზადება. ფაქტია, ამ დღისთვის განსაკუთრებული განწყობით ვემზადებით, თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ მოიქცეს, რომ მთელი მომავალი წელი ბედნიერება, სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა დაიბედოს. როდის სჯობს ნაძვის ხის აწყობა, რა უნდა გეკეთოთ ახალი წლის ღამეს და რომელი თილისმების დაკიდებაა აუცილებელი ნაძვის ხის ტოტებზე, ამას ასტროლოგ-ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია გირჩევთ.
ანზორ ოდიშარია: იმისთვის, რომ ახალ წელს ანგელოზები გავახაროთ, რომლთაც ჩვენთვის წარმატება და იღბალი მოაქვთ, აუცილებელია, უკვე 17 დეკემბერს სახლში ნაძვის ხე გედგათ. მომავალ წელს მიწის სტიქია მბრძანებლობს, ამიტომ, თილისმის სახით, ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ ამ სტიქიისთვის დამახასიათებელი სიმბოლო – ვარდისფერი აქატის ქვა. ის მთელი წლის განმავლობაში კარგად იმუშავებს როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ოჯახური სტაბილურობისა და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. თუ გსურთ, სასიამოვნო სიახლეები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ნაძვის ხის ტოტზე, ერთმანეთთან ახლოს დაკიდეთ ორი გასაღები. ეს გაძლევთ შანსს, აისრულოთ მიზნები და სურვილები, გაგეხსნათ ახალი გზები, რაც წარმატებისკენ ადვილად მიგიყვანთ. წელს, აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ, ნაძვის ხეზე ფულის კუპიურების დაკიდება ან მის ქვეშ დადება. ეს დიდ ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ხოლო, როდესაც დაშლით ნაძვის ხეს, ქაღალდის ფული, რომელიც მასზე იყო, საფულით ატარეთ, ხოლო ხურდა ფული კი, ქოთნის ყვავილებს ირგვლივ, მიწაში მოუწყვეთ. სასურველია, ნაძვის ხეზე პატარა წითელი ან იასამნისფერი შვიდი ანგელოზი დაკიდოთ.
– არის ისეთი ნივთი ან ატრიბუტი, რომელიც წელს, საახალწლოდ აუცილებლად უნდა შევიძინოთ და სახლში დავდოთ?
– რადგან წელს მიწის სტიქია განაგებს, ცეცხლი კი მასთან ახლოსაა, პირველ რიგში, უნდა გქონდეთ გოგრა, რომელსაც საახალწლოდ რიტუალურ დატვირთვას მივცემთ. მოკლედ, დიდი ზომის გოგრას ამოაცალეთ გული და მასში მოათავსეთ ხორბალი, ჩურჩხელა, ბროწეული და ხურდა ფული, ჩაარჭვეთ სამი სანთელი – წითელი, იასამნისფერი და მწვანე. ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე აანთეთ სანთლები – ეს ფინანსური წარმატების გარანტი გახდება და მთელი წელი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებით. სუფრაზე წითელ-ოქროსფერი გადასაფარებლი გადააფარეთ და გოგრა-თილისმა მის შუაში მოათავსეთ.
– ამბობენ, რომ არსებობს სპეციალური რიტუალი, რომელიც სურვილების ახდენაში გვეხმარება. ამაზე რას იტყვით?
- ამაშიც, ჩვენი გოგრა-თილისმა დაგვეხმარება. მოკლედ, 21 დეკემბერს, აიღეთ ფურცელი, დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ჩამოწერეთ სამი სურვილი, რომლის ასრულებაც 2019 წელს გინდათ. ბოლოს კი მიაწერეთ: „მე მზად ვარ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ფინანსური კეთილდღეობისთვის, ბედნიერებისა და წარმატებისთვის კარიერაში.  ამისთვის მსურს, ვიყო ჯანმრთელი“. გადაახვიეთ ფურცელი, შეკარით წითელი ბაფთით და ახალი წლის დადგომამდე გოგრაში ჩადეთ, ხორბლის, ბროწეულისა და ჩურჩხელების გვერდით. სურვილი ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაწეროს და გოგრაშიც თავად მოათავსოს. სასურველია, საახალწლო სამზადისი 21 დეკემბერს დაიწყოთ. მომავალ წელს ნებისმიერი აგრესია ჯანმრთელობის გაუარესებით ისჯება, ამიტომ, ცუდი ენერგია, კონფლიქტი და პრობლემები უკან მოიტოვეთ, მოაგვარეთ ურთიერთობები და წყენასა და დაპირისპირებას ბოდიშით, მიტევებითა და ჩახუტებით დაუსვით წერტილი.
უმჯობესია, ახალ წელს კონკრეტული, სწორი სურვილები ჩაიფიქროთ. მაგალითად, თუ გოგონას გათხოვება უნდა, მამას უნდა სთხოვოს, მან უსურვოს მომავალ წელს დაქორწინება და ეს სურვილი მამაკაცისგან უნდა წამოვიდეს. ბიჭისთვის კი – დედისგან. 24-25 დეკემბერს გახსნილია სამყაროს ენერგეტიკული ველი, ჩვენი სურვილები ანგელოზებს ესმით და სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოთ სახლის მოწესრიგება-დალაგება-დასუფთავება. გაათავისუფლეთ საცხოვრებელი ძველი ენერგეტიკისგან – გადაყარეთ ყველა ძველი და გამოუსადეგარი ნივთი და თუ რამეა გაფუჭებული, შეაკეთეთ. სახლში ახალი ნივთების შემოტანა 25-დან დაიწყეთ. შეიძინეთ ნაძვის ხის ახალი სათამაშოები და საახალწლო საჩუქრები. 25 რიცხვამდე ძველი ენერგიები მოქმედებს, ამიტომ ახალი ნივთებით ახალი ენერგიის შეტანა ამის შემდგომ უნდა დაიწყოთ. თუ 25 დეკემბერს შეიძენთ ახალ საფულეს და ჩადებთ მასში ოქროსფერ მონეტას და აჩუქებთ ახლობელს, ამით მას ფინანსური კუთხით ახალ წარმატებებს მოუტანთ. შეგიძლიათ, თქვენთვისაც შეიძინოთ.
– თუ ადამიანს სიახლის შეტანა სურს სასიყვარულო სფეროში, ამ მხრივ რა უნდა მოიმოქმედოს წინა საახალწლო დღეებში, როცა პოზიტიური ენერგეტიკა ზენიტშია?
– თუ გსურთ სიყვარულში წარმატებული იყოთ და გაგიმართლოთ, 25, 27  ან 31 დეკემბერს, აიღეთ თეთრი ფურცელი, დაწერეთ მასზე თქვენი სურვილი, მოკეცეთ, აქეთ-იქიდან მიუწყვეთ ორი კურაგას ჩირი, წითელი ლენტით შეაერთეთ და შეკარით. დაკიდეთ, ნაძვის ხეზე და ის დაიწყებს მოქმედებას. 19 იანვარს კი, ჩამოხსენით, გაიტანეთ გარეთ და ლამაზ და ჯანსაღ ხეზე დაკიდეთ. ასევე, გასწავლით როგორ გაააქტიუროთ ფინანსური მხარე –  31 დეკემბერს, სანამ ახალი წელი დადგება, მარცხენა ხელის გულზე წაისვით თაფლი, დაყარეთ მაგიდაზე ხურდა ფული და თფლიანი ხელი დაარტყით. თქვენს ხელზე აკრულ მონეტებს  მოუჭირეთ მუშტი და ასე, სიმბოლურად, თქვენ ფინანსურ წარმატებებს, ფულის ენერგეტიკას იწებებთ. შემდეგ, ერთ-ერთი მონეტა გარეცხეთ და ჩადეთ საფულეში, ატარეთ მთელი წელი და ის მოიზიდავს ფულს და ფინანსურ წარმატებებს. ზოგადად, 1-დან 12 იანვრამდე ანგელოზებთან კავშირი მაქსიმალურ დონეს აღწევს და სურვილების ასრულების პერიოდია. ამიტომ, ამ დროს მაქსიმალურად ეცადეთ, იყოთ განსაკუთრებით პოზიტიურები, დაისახოთ რეალური სურვილები და ოცნებები, რათა მთელი წლის განმავლობაში დაგებედოთ და აგიხდეთ. არავითარ შემთხვევაში ამ პერიოდში არ თქვათ – „არ მიმართლებს“, „ვერ ვთხოვდები“, „წარუმატებელი ვარ“ და ასე შემდეგ. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ წინასწარ.
– არის ისეთი რამ, რომელიც ადამიანმა ამ ახალ წელს უნდა გააკეთოს, რომ მთელი წელი ბედნიერება დაიბედოს?
– ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი წარმატების მომტანი ქვა, რომელიც ახალ წელს უნდა გაიკეთოს და მერე მთელი წელი ატაროს, მაგალითად:  ვერძისთვის – რუბიზოიდი, კუროსთვის – ციტრონი ან მალაქიტი, ტყუპებისთვის – ხარის თვალი ან მთის ბროლი, კირჩხიბებისთვის – ფიორიტი ან ნეფრიტი, ლომებისთვის – სიორიტი ან აქატი, ქალწულებისთვის – ობსიდიანი ან ლაზურიტი, სასწორებისთვის – ნეფრიტი ან საფირი, მორიელებისთვის – წითელი ან ვარდისფერი კვარცი, მშვილდოსნებისთვის – ონიქსი ან ლაბრადორიდი, თხის რქებისთვის – ნეფრიტი, ჰემატიტი ან წითელი აქატი, მერწყულებისთვის – რუბიზოიდი ან ციტრონი, თევზებისთვის კი ყველაზე კარგი თილისმა მომავალი წლისთვის არის ლალი, ხარის თვალი ან ვეფხვის თვალი. რუბიზოიდი კი, ამ წლის მთავარი მინერალია და მისი ტარება წარმატების, ჯანმრთელობისა და იღბლის გასაძლიერებლად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
скачать dle 11.3