კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რის გამო იყო ნელი აგირბა დიდხანს იზოლაციაში და რას გაურბის ის შეყვარებულთან ურთიერთობისას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანი ნელი აგირბაა, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაემშვიდობა „კურიერის“ მაყურებელს და ტელევიზია დატოვა.
ნელი აგირბა: თითქმის ერთი წლის წინ წავედი ტელევიზიიდან და ცხოვრებაში პირველად დავისვენე. ყოველთვის „ვორკაჰოლიკი“ ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ძილი და განტვირთვა ძალიან კარგი ყოფილა. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ზამთარში ბევრი გადასახადია გადასახდელი (იცინის). ზაფხულში მარტივად „გამოვძვერი“, თან ბიტკოინების მაინერები მქონდა, მაგრამ ახლა მისმა კურსმაც დაიწია, ტემპერატურამაც. მოკლედ, შემოსავალი დამჭირდა, პერიოდულად ტრენინგებს ვატარებდი, მაგრამ ეს არაა სტაბილური შემოსავლის წყარო. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა და გაბუს ვკითხე, რამე საჭიროება ხომ არ გაქვთ არაპოლიტიკურ ჭრილში-მეთქი?! პოლიტიკას „ვერ გავქაჩავ“, ჩელეს სიკვდილის შემდეგ აზრი დაკარგა.
– რატომ მაინცდამაინც პოლიტიკამ?
– იმიტომ, რომ პოლიტიკაში ბევრი ამპარტავნობა, გაიძვერობა და მატერიალური სამყაროს ძალიან სერიოზული აღქმაა. კიდევ რაღაცების და ვიღაცების გამეტება და ამასთან ერთად ცხოვრება ჩემთვის რთულია. თუმცა იყო პერიოდი, როცა გულთან ძალიან ახლოს მიმქონდა ეს ყველაფერი და მიხაროდა ის ცვლილებები, რომელსაც ვიწვევდით. მაგრამ სიკვდილთან შეხება ბევრ რამეს ცვლის. „მხოლოდ ქართულის“ პირველ გადაცემაზე რომ მივდიოდი, მეშინოდა, მაგრამ კამერის ან მაყურებლის კი არა, იმ ეფექტის, რასაც ეს სიახლე ჩემზე მოახდენდა. ამ პერიოდის განმავლობაში ვმედიტირებდი. ვცდილობდი, წონასწორობა შემენარჩუნებინა, აწმყოში ყოფნაზე ვვარჯიშობდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, აზრზე მოვსულიყავი. ეს ისეც მჭირდებოდა და მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ეს ტრავმა მივიღე. ძალიან ხშირად სადღაც „გაღმა ვარ გასული“ (იცინის). ბავშვები მეძახიან, მაგრამ არ მესმის ხოლმე. მოკლედ, ვმუშაობდი საკუთარ თავზე და ცოტა შემეშინდა, არ გამჭირვებოდა. თან, იმდენი ხანია ეთერში არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ტვინის ყოველთვის მჯეროდა, ვიფიქრე: ვაიდა, ახლა გამიპროტესტოს და შავი ეკრანი ამომიგდოს-მეთქი?! მაგრამ ეს ტრაგედიად არ აღმიქვამს. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. თუმცა ძალიან ბევრი სიყვარული გავეცი და მივიღე ამ გუნდისგან. „მხოლოდ ქართულში“ ძალიან პოზიტიური მუხტია. თან, საკმაოდ დიდხანს ვიყავი იზოლაციაში და თურმე, სოციალიზაციაც მომწყურებია. მაგრამ ახლა ბალანსი უნდა ვისწავლო, უცებ ამიფეთქდა ემოციები და მეორე დღეს ენერგიისგან გამოცლილმა გავიღვიძე, დავვარდი და მთელი დღე მეძინა (იცინის).
– ეს ერთი წელი როგორი იყო ემოციურად?
– არ იყო მარტივი. ემოციური გათიშულობები მაქვს ხოლმე – ენერგია რომ არ გაქვს. გღვიძავს, მაგრამ გგონია, გძინავს. დავიწყე სელის ზეთის სმა, რადგან ომეგას მაღალი შემცველობა აქვს, ერთი პერიოდი უკვდავას ვსვამდი, სხვათა შორის, უშველა ჩემი ენერგიის ნაკლებობას, დავარდნილობას, სევდას. მოკლედ, ნაღვლიანი რომ ხარ, მაგ დროს კარგია და მეტაბოლიზმსაც აწესრიგებს. ენერგია მომიმატა და უკიდურესი დავარდნილობიდან გამომიყვანა. კიდევ ერთ მცენარეს ვიყენებ – პასიფლორას, იგივე „ვნების ყვავილს“, რომელიც შფოთვებს და უენერგიობას შველის. გარდა ამისა, მუსიკას დავუბრუნდი და მე და ჩემი შეყვარებული რაღაცებს ვაკეთებთ.
– ალბათ, ბავშვებსაც დიდი წვლილი მიუძღვით შენს გამოკეთებაში.
– კი, რეალურად ბავშვების გამო დავრჩი ფიზიკურ სამყაროში. თავიდან ჩემთვის სიყვარული გაქრა, აბსოლუტურად ვერაფრის და ვერავის მიმართ ვეღარ განვიცდიდი ამ გრძნობას. გული დაიხურა და მერე ნელ-ნელა, პირველად ბავშვების მიმართ დაიწყო გახსნა. სესილი უკვე ცხრა წლის გახდა და კარგად მეხმარება გონების ხელში აყვანაში. ისეთ სარკაზმს ჩაგიგდებს, რომ საკუთარ თავზე გაგეცინება. მეუბნება ხოლმე: ჰა, დედა, სად წახვედი? ახლა აქ ხარ და თან, არ ხარ, ხო? აბა სად ხარ... თან დაგცინის, რითაც გაფხიზლებს. ევას ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება და ეს მაიძულებს, ჩემს თავზე ვიმუშაო.
– რაც შეეხება ცოტნეს – ჩელეს შვილს, რომელიც ძალიან წარმატებული სპორტსმენია და როგორც ვიცი, ძალიან ახლო კონტაქტი გაქვს.
– ცოტნეს, ფაქტობრივად, ვერ ვხედავ, სულ ბელგიაშია და ვარჯიშობს. ტრენერები ძალიან კმაყოფილები არიან. ყოჩაღი და დამოუკიდებელი ბიჭია. თხუთმეტი წლისაა და ყველაფერს დამოუკიდებლად ართმევს თავს. იშვიათად ახერხებს აქ ჩამოსვლას. ერთადერთი, რაც დისტანციურად შეგვიძლია, ერთმანეთისთვის შეხედულებების გაზიარებაა: მუსიკაზე, კინოზე, წიგნებზე, და მიგნებები გონების კონტროლზე. რაც მასაც სჭირდება, საქმიანობის თავისებურებიდან და ამ ტრავმიდან გამომდინარე. ძალიან მიყვარს და უბედნიერესი ვარ, როცა აქ ჩამოდის – ცხოვრება ბრჭყვიალა და სინათლით სავსე ხდება.
– ჩელეს გარდაცვალების მიზეზი გაიგეთ?
– ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ არ გამიგია. გაზაფხულზე ჩამომივიდა მისი ნივთები და საჩუქრები – სიკვდილის შემდეგ საჩუქრები გამომიგზავნა ჩელემ. მე, ბავშვებს, დედას, ცოტნეს გვიყიდა საჩუქრები, მაგრამ ჩუქება ვეღარ მოასწრო და მისი სიკვდილის შემდეგ ჩამოგვივიდა.
– მოახერხე ამ სიყვარულისგან გათავისუფლება?
– იმისთვის, რომ ბავშვებთან დავბრუნებულიყავი, ვცდილობდი დამებლოკა, თითქოს ეს ყველაფერი საერთოდ არ არსებობდა. მაგრამ შეუძლებელია, ბევრად უარესია. მერე უფრო ძლიერად ფეთქდება და ერთადერთი გამოსავალი მქონდა – კვირაში ერთხელ მაინც მივსულიყავი მის საფლავზე და მეყვირა, რომ ცოტა მომშვებოდა. თუ გიყვარს, გიყვარს ყოველთვის – დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება. გარადაცვალების დროს კიდევ უფრო მისტიკური კავშირები რჩება და ყოველთვის არის. მისი ნაწილი ჩემშია და ნაწილობრივ მე ვარ ჩელე.
– „მხოლოდ ქართულის“ კიდევ ერთი წამყვანი ილო ბეროშვილია. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და ილოს, პირადი ცხოვრების ამბებს თუ უზიარებთ ერთმანეთს?
– ილოს საკუთარი პირადი ცხოვრება მშვენივრად აქვს დალაგებული, რაც მე ძალიან მიხარია. ერთი პერიოდი ყველაფერს ვუზიარებდით ერთმანეთს და სულ რჩევების აღებ-მიცემაში ვიყავით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ამის საჭიროება არაა.
– კარგი, ახლა გადავიდეთ მუსიკაზე და სიყვარულზე, როგორ არის ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირში?
– მუსიკა არის დიდი ხვრელი ჩემს გულში (იცინის). მთელი ბავშვობა ამით ვიყავი გატაცებული და მეგონა, სულ ასე გაგრძელდებოდა. მერე სხვა გზით წავედი, მაგრამ ჩელეს სიყვარულის გავლენით ისევ დავიწყე დაკვრა. მისი სიკვდილის შემდეგ ისევ ჩაიხურა ეს გვერდი, მანამ, სანამ ტელევიზიიდან არ წამოვედი. მერე, შემთხვევით და ასევე, მუსიკის დახმარებით შევხვდი ამ ადამიანს და რაღაც კავშირი ვიგრძენით. ჩემი ატანა ძალიან რთულია – ბევრი შიში მაქვს, მეშინია ტკივილის და ამიტომ სიყვარულიც მიჭირს. რომანტიკას აბსოლუტურად ვერ ვაღიარებ. აზრი დაკარგა, თამაში მგონია. ურთიერთობის ერთადერთი ვარიანტი, რაც ამ ეტაპზე რეალური მეჩვენება, პარტნიორობა, თანამშრომლობა და თანამოაზრეობაა.
– მისთვისაც არ იქნება ეს ურთიერთობა მარტივი, ეცოდინება, რა ტრაგედიაც გამოიარე.
– სულ მავიწყდება რა გაქვს გამოვლილიო, მეუბნება ხოლმე, როცა უცებ „გავჭედავ“ და იმასაც შესაბამისი რეაქცია აქვს. მერე ახსენდება, საიდან მაქვს ეს შიშები. ურთიერთობაში ყველაფრის მეშინია და ამ მხრივ, ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. აქამდე მხოლოდ მატერიალური შიშები მქონდა, რომელიც აღარ მაქვს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია ტკივილის, ამიტომ გრძნობებს გავურბივარ.
– ვინ არის შენი შეყვარებული?
– გიორგი სიხარულიძე – დიჯეი „სიხა“. მე მსმენელი ვიყავი, ის „კურიერში“ მიყურებდა. ახლა ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს, სექტემბერში იყო აქ და ახალი წლისთვისაც ჩამოდის. ნოემბერში მეც ვიყავი ჩასული.
скачать dle 11.3