კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ ცდილობს ბერი ნიკოლოზი თავის მოჩვენებას ფსიქოლოგიურად არამყარ ადამიანად და რა უცნაურობები ხდება მის გარშემო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მამა ნიკოლოზ მაქარაშვილის პიროვნებისადმი ინტერესი, ხმაური და დაპირისპირებამდე მისული აზრთა სხვადასხვაობა, ალბათ, ახალი არავისთვისაა. შევეცადეთ, ისეთ ადამიანებს დავკავშირებოდით, რომლებიც მამა ნიკოლოზს ძალიან დიდი ხანია კარგად იცნობენ, მასზე ბევრი საინტერესო ამბის გახსენება შეუძლიათ და ბერის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს სხვა მხრიდან შეგვახედებს.
ლაზარე ზაქარიაძე (მამა ნიკოლოზის კლასელი): ბერ ნიკოლოზს ბაღიდან ვიცნობ. ბავშვობიდან დამამახსოვრდა მისი სიმართლისმოყვარეობა, ვერაფრით ათქმევინებდი ტყუილს. ეს მთელმა სკოლამ იცოდა. როდესაც სიმართლის დადგენა სურდა, მასწავლებელს ნარიმანს ააყენებდა და ჰკითხავდა, ისიც პასუხობდა და მერე განიცდიდა ამას, ნერვიულობდა. ჩვენ ვამშვიდებდით, გიცნობთ, ვინც ხარ, ვიცითო. ბერ ნიკოლოზთან დაკავშირებით აქვე მინდა გავიხსენო სამთავროს დედათა მონასტერში ედუარდ შევარდნაძის სტუმრობის ამბავი. მოკლედ, ედუარდი მეფეა – იგივე ცეკას მდივანი და მიდის სამთავროში, სუფრაც მეფური გაუშალეს. მონაზვნები, საერო და სასულიერო პირები, მოკლედ, ყველა, ბერი ნიკოლოზიც იქვეა. ესო, ბერი გაბრიელის მოწაფეაო, – გააცნეს ბატონ ედუარდს. ჩამოართვა ხელი და ეკითხება: მართალია, ბერი გაბრიელი ჩემზე ყველას ეუბნებოდა, მოკალითო? კიო – ბერმა ნიკოლოზმა და თავი ჩაღუნა. სუფრა გაისუსა, ზოგმა იქაურობა დატოვა. ჩემი აზრით, ედუარდმა დატესტა ნიკოლოზი – აბა, მართლა თუა მისი მოწაფეო.
– მამა ნიკოლოზთან მიმართებაში ძალიან ხშირად ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი საცხოვრებელი სახლებია ხოლმე. როგორც ვიცი, ის არასდროს ირჩევს საცხოვრებელს შემთხვევით.
მალხაზ ჯინორია (წმიდა მამა გაბრიელისა და მამა ნიკოლოზის ნაცნობი): წლების წინ დაუწერია რომელიმე კონკრეტული ადგილის შესახებ და წლების შემდეგ გადასულა იქ საცხოვრებლად. ახლა ბარნოვზე ცხოვრობს. წლების წინ აქვს ნათქვამი ამ ადგილას ვცხოვრობდიო. თუმცა, აქამდე იქ არასდროს უცხოვრია და აქ გადმოსვლის შემდეგ უკვე გასაგებია, მაშინ რასაც გულისხმობდა, როდესაც „ნახალოვკაში“ ცხოვრობდა. ერთ დღეს მშვენიერი ამინდი იყო და გვითხრა, ახლა წვიმა დაიწყება და სახურავი ჩამოვარდება, აქედან სასწრაფოდ უნდა გადავიდეო. მართლაც, რამდენიმე წუთში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ვიცოდი, რომ მამა ნიკოლოზი ტყუილად არაფერს ამბობს, მაგრამ ზოჯგერ ისეთ რამეს იტყოდა, ჩვენც ვერ ვიჯერებდით. მე ზესტაფონის ქუჩაზე ვცხოვრობ. ერთი პერიოდი მამა ნიკოლოზი ჩემს კორპუსში გადმოვიდა საცხოვრებლად. წერილი დაწერა მეზობლებისთვის: დატოვეთ ჩემი სახლი. მილიონ დოლარად მაქვს აქაურობა შეძენილი, ჩემი გაშენებული და დამშვენებულიაო – 16-სართულიან კორპუსს გულისხმობდა. კედლებზე აკრავდა წერილებს და ჩვენც გვწერდა, რომ მეზობლებისთვის გვეთქვა, სახლებიდან გამოსულიყვნენ. წერდა, ლიფტი გააჩერეთ, ჯურღმულია მის ქვეშო. მეცინებოდა კიდეც, დიდი-დიდი ერთი მეტრის სიღრმის ჭა იყოს დაბლა და რომც ჩაწყდეს, რა უნდა მოხდეს-მეთქი?! წერდა, ბუნკერსაც პრობლემა აქვს, ბუნკერი ააორთქლეთ, ხალხმა ფეხით იაროსო. წყალში მაქვს ფეხები და ამომიყვანეთო. მერე დაწერა, შობა დღეს რატომ არ მიცავს პოლიცია, ყველა თავის სახლში შეხვდეს შობასო. რამდენიმე დღეში მეზობლებმა მამა ნიკოლზი მილიციის ძალით გამოაგდეს იმ კორპუსიდან და სახლში აღარ შეუშვეს. მისი გამოგდებიდან ორ თვეში საშინელი ხმა გაისმა, კორპუსი შეზანზარდა და ხალხმა ყვირილი დაიწყო, ერთი მხარე ინგრევაო. აღმოჩნდა, რომ კურპუსის ქვეშ წყალს ქანები გადაურეცხავს, ლიფტის ქვემოთ 41 ტონა ბეტონი ჩაშლილა და სიცარიელე გაჩენილა. ბუნკერის ქვემოთ კი ექვსი ტონა ბეტონი იყო ჩასული და მართლა მთლიანად გააუქმეს. კორპუსის ის მხარე, სადაც მამაო ცხოვრობდა მთლიანად წყალში იდგა და გასაგები გახდა, რატომ წერდა „ფეხები წყალში მაქვსო“. ეს ამბავი რომ მოხდა, შობა დღე იყო და პოლიციამ ხალხი სახლში არ შეუშვა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს ამ კორპუსის გამაგრება ზუსტად მილიონი დოლარი დაუჯდა. მოკლედ, ბერი ნიკოლოზის თითოეული სიტყვა გასაგები გახდა. სხვათა შორის, მაშინ მამაომ ხმა ამოიღო და მითხრა, შენ მარტო ჩემი გჯეროდეს და იცოდე, მე ტყუილად არაფერს ვაკეთებო.
– საუბრის დროს თქვით: „ყოველთვის, როცა მის შესახებ ვინმე კარგს ამბობს, ის განზრახ იქცევა ისე, რომ ვიღაცას გიჟი დააძახებინოს“, „ცდილობს თავი გიჟად მოგვაჩვენოს“, რატომ ფიქრობთ ასე და როგორ გგონიათ, რის მიღწევას ცდილობს ამით?
ლაზარე: იმდაბლებს თავს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ინადგურებს – სოფლის, მიწიერი გონების წინაშე.
–„ღმერთი ნარიმანი“, „უდიდესი წმიდანი“, „სამყაროს მხსნელი“ –რატომ უწოდებენ ასე ადამიანები, რომლებიც თავს მის მრევლად მიიჩნევენ  და რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.
– არაფერია ამაში არც დანაშაული და არც საგანგაშო, უბრალოდ, საღვთისმეტყველო ბაზაა მათ ცნობიერებაში განსხვავებული, ალალად იღებენ, პირდაპირ. კაცი გხედავს, გცვლის, გრძნობს შენს ფიქრებს, მისწრაფებებს. ვინ არის იგი? რა თქმა უნდა, ქრისტე-ღმერთი ან მისი მადლმოსილებისა და შესაბამისი ძალმოსილების მატარებელი ადამიანი. რაც შეეხება თავად ბერ ნიკოლოზს, იგი ხშირად გვაფრთხილებს მინიშნებებით – არ გამაღმერთოთ! ერთგან დაგვიწერა, აუცილებლად გიღალატებთო, ხოლო მეორეგან ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით ბერ გაბრიელთან მისი დამოკიდებულება გაიხსენა. თურმე წმიდა ბერი ხშირად უმეორებდა ნიკოლოზს ღმერთი ვარო და უმტკიცებდა კიდეც ამას სხვადასხვა სასწაულებით (მაგალითად, საჭმელს გააჩენდა ანდა ფულს – თავად მომიყვა). მამა ნიკოლოზი კიდევ ამ თეზას სხვებს ჩააგონებდა – ბერი გაბრიელი ღმერთიაო. ერთხელაც ერთ-ერთმა მეუფემ ბერ გაბრიელს უხმო და აი, ნიკოლოზი შენზე ამას და ამას ამბობსო. შეიცხადა, თურმე, წმიდა ბერმა რომელი ღმერთი მე მნახეთ, როდის იყო ამას ვამბობდიო. ნიკოლოზიც იქვე იყო. ღმერთმაც მიღალატაო, ასეთი დასკვნა გამოიტანა მამა ნიკოლოზმა და იქიდან წამოვიდა.
გიორგი ბარდაძე (ბერი ნიკოლოზის ნაცნობი): მიუხედავად იმისა, რომ ოც წელზე მეტია, მამა ნიკოლოზს ვიცნობ, ჩემს თავს მრევლს და მორწმუნეს ვერ ვუწოდებ. ამას ტრაფარეტულად ვერ ვიკადრებ, შესაბამისად, არ ვარ, ალბათ, ამ სიტყვების ღირსი. მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მისი მრევლია და კი ბატონო, გასაგებია. ამ ადამიანებიდან გარკვეულ პირებს უნდათ, რომ მამა ნიკოლოზისთვის კარგი გააკეთონ და დაბეჭდეს პლაკატები, რომლებზეც წერია, რომ მამა ნიკოლოზია მხსნელი და გადამრჩენელიო. ამ სიტყვებს სასულიერო პირებში დიდი გაღიზიანება მოჰყვა. სახარებაში წერია, რომ ეს სიტყვები ქრისტეზეა. ამიტომ ხშირად მითქვამს და მიკამათია, რომ ეს მღვდლებისა და მორწმუნე მრევლის გაღიზიანებას გამოიწვევდა, მაგრამ მპასუხობდნენ, რომ მამა ნიკოლოზმა აკურთხა ისინი. შევდივართ მამა ნიკოლოზის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში – კელიაში და ყველა ოთახში, კედლებზე ამ ადამიანების დაბეჭდილი ასობით პლაკატებია გაკრული. გარეშე თვალი ჯერ ხომ იმას ამბობს, რომ ბერს რა უნდა ამხელა ბინაშიო. თუმცა, მან იცის, ამას რომ იტყვიან და ჩემი აზრით, ასე სპეციალურად იქცევა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მთელ თბილისში პირველად გავრცელდა პლაკატები „მხსნელი და გადამრჩენელის” სათაურით, მოკლე დროში საპატრიარქომ გააკეთა განცხადება მისი შეურაცხადობის შესახებ. ვერ მოვითმინე, ვუთხარი, ხედავთ, მამაო, ამ პლაკატების შემდეგ მოხდა ასეთი განცხადების გაკეთება-მეთქი. მდუმარე მამა ნიკოლოზმა თითი გაუსვა სიტყვა „მხსნელზე და გადამრჩენელზე“ და მშვიდად მანიშნა – კარგიაო. მე ვუთხარი, – მამაო, ვერ დავიჯერებ, ესე იგი, იმიტომაა კარგი, რომ თქვენზე თქვან, ცუდადაა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს-მეთქი. აი, სწორედ ამიტომ, აი, ესაა კარგი, ზუსტად ასეაო. ჩვენ რაც არ უნდა კარგი ვთქვათ, ვერაფერს შევცვლით. ჩვენ თუ კარგს ვიტყვით, ის საპირისპიროს გააკეთებს. ვერ მოუგებ თამაშს, ასე ვთქვათ, დიდი მოჭადრაკეა.
– მართლა აძლევს მრევლს მისი განმადიდებელი პლაკატების დაბეჭდვის კურთხევას?
ლაზარე: კურთხევებს რაც შეეხება, რაზეც არ უნდა სთხოვო, ამას გავაკეთებო, – გეუბნება, კი, გააკეთეო, ცერა თითს მაღლა სწევს.  ჩემი აზრით, ეს კურთხევად არ შეიძლება ჩაითვალოს. კურთხევაა ის, რაც უშუალოდ მისგან მომდინარეობს, ასეთი კი ცოტაა. არა მგონია, პლაკატები მისი კურთხევით იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ბერი ყოველთვის მიესალმება გულით და ალალად მოქმედ ადამიანს, რაც უნდა შემცდარი იყოს იგი და მის მიერ ნაკარნახევი გზიდან გადახვეული.  
გიორგი: როდესაც საუბრობენ: მამა ნიკოლოზმა განმკურნა – თვალი მტკიოდა, ღვიძლი მაწუხებდა, მომარჩინა სხვადასხვა დაავადებებისაგან და სხვა ამდაგვარი, არა მგონია, ეს იყოს მთავარი. ჩემთვის მისი ყველაზე დიდი სასწაული ნამდვილი მღვდლობაა, დამოძღვრა და ხალხის გაადამიანურება. ჩვენ, ყველანი მძიმე ავადმყოფები ვართ, ის აბსოლუტურდ გცვლის და მორწმუნედ გაქცევს, ნამდვილ მორწმუნედ და ამასთან ერთად გიტოვებს უდიდეს თავისუფალ ნებას, გაყვარებს სხვა ადამიანებს და გიწესრიგებს სულსა და გულს, მთლიანად გცვლის. ის გამუდმებით ყურდღებას აქცევს ყველას სულიერად ზრდის პროცესს.
მის სახლთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიები მოვისმინე. მითხრეს, რომ როცა მამა ნიკოლოზმა სახლიდან ლეიბები გადმოყარა, მეორე დღეს ლეიბების ქარხანა დაიწვა. თოჯინები გადმოყარა – ერთს თავი ჰქონდა მოწყვეტილი და იმ დღეებში აქვე ახლოს ჩამომხრჩვალი ბიჭი იპოვეს, ერთს კი ყელი ჰქონდა გამოჭრილი და მრგვალ ბაღთან ყელგამოჭრილი გოგო ნახესო, რაც გახმაურებული ამბავია.
მალხაზი: კი, არის ხოლმე ასეთი კონკრეტული მინიშნებები.
– მამა ნიკოლოზი ეკლესიიდან განკვეთილია?
ლაზარე: არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, განყენებულია, ანუ მღვდელმსახურების უფლება აქვს შეჩერებული. იგი პირდაპირ წერს, რომ ეკლესია არის მისი სახლი და უმაღლესი ავტორიტეტი. ხოლო რაც შეეხება მღვდლებს, მახსოვს ერთხელ დაწერა, რომ არ ვიცი, უფალმა ვინ რატომ დაადგინა მღვდლად და ამიტომაც მათზე ვერაფერს ვიტყვიო. ერთხელ ერთი ჩვენგანი შეეკითხა:  მამაო,  შეიძლება, სასულიერო პირები რომ ვამხილოთ ან გავაკრიტიკოთო?  და – გულითო, ანუ სიყვარულითო, – თბილი ღიმილით მიგვანიშნა.
скачать dle 11.3