კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 „საქართველოს ბანკის“ ახალი ინიციატივა ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ მეთოდს – QR გადახდებს ნერგავს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკი, მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს და გამოდის ახალი ინიციატივებით, რათა თავის კლიენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. ამჯერად „საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალი გადახდის სისტემის, QR PAY-ს დანერგვა დააანონსა. უნდა აღინიშნოს, რომ QR PAY წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც გადახდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება, შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. რაც შეეხება მცირე მეწარმეებს, ისინი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს მიიღებენ. იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა QR PAY-ით სარგებლობა შეძლონ, უნდა მიმართონ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QR PAY-ს გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი „საქართველოს ბანკში“  უნდა ფლობდნენ მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს ეროვნულ ვალუტაში. მნიშვნელოვანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. ხოლო ერთი წლის შემდეგ მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრებს. გათამაშებასთან დაკავშირებით – 032 444 444; QR PAY-ის მხარდაჭერის სამსახურს – 032 444 490. ან მიმართოთ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვის-ცენტრს.

კახა კიკნაველიძე – „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი:
უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს უნაღდო ანგარიშსწორების წილი მთლიანი გადახდის სისტემაში და ვფიქრობ, რომ უპირატესობა აქვს როგორც ნაღდ ანგარიშსწორებასთან, ასევე, ტერმინალის საშუალებით ბარათებით გადახდასთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც მცირე ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის და იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი ჩაერთოს გადახდის ამ სისტემაში. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ანგარიში და უნდა დააგენერირონ საიდენტიფიკაციო კოდი. ისინი უნდა დაუკავშირდნენ „საქართველოს ბანკს“, დარეგისტრირდნენ ჩვენთან და მიიღონ QR კოდები. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ერთი წლის განმავლობაში გადახდა უფასო იქნება, ერთი წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათთვის ძალიან მარტივი და უფასო გადახდის საშუალება იქნება. იმისთვის, რომ მათ ისარგებლონ, საჭიროა „საქართველოს ბანკის“ მხოლოდ ერთი აქტიური ბარათი და ასევე, ჩვენი მობილური ბანკის აპლიკაცია.
ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან, იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ხელს ვუწყობთ მცირე ბიზნესს, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გადახდის ეს საშუალება გახდება პოპულარული და მომხმარებლებისთვის დიდი სტიმული, ისარგებლონ ამ ინოვაციური სისტემით, რათა ბიზნესის განვითარებისთვის მეტი კომფორტი შეექმნათ. მით უმეტეს, ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვაქვს. რომ გადავავლოთ თვალი აზიის ბევრ ქვეყანას, მაგალითად, ჩინეთს, QR კოდით გადახდა იქ ყველაზე პოპულარულია და დღეს უკვე 800-ზე მეტი სავაჭრო მომსახურების ობიექტი ამ პროგრამაშია ჩართული. ვფიქრობ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.
ასევე, მომხმარებლების წახალისების მიზნით ვგეგმავთ გათამაშებას, ვინც ყველაზე მეტჯერ ისარგებლებს გადახდის ამ სისტემით, დაჯილდოვდება ორკაციანი საგზურით ევროპაში. გათამაშების ფარგლებში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-ით პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY -ს მანიშნებელი. „საქართველოს ბანკი“ კვლავაც ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება მომხმარებელს და აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს ბიზნესი.
скачать dle 11.3