კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 „კავსტრანსპროექტი“ – საპროექტო კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

შპს „კავსტრანსპროექტი“ 2004 წელს დაფუძნდა და კომპანიამ ამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. შეძლო, მყარად ეარსება ამ ბაზარზე და დღესაც მისი სახელი პროფესიონალიზმის მაღალ დონესთან ასოცირდება.
„კავსტრანსპროექტი“ ასრულებს საინჟინრო, საინჟინრო-გეოლოგიურ, საინჟინრო-გეოდეზიურ, საინჟინრო-ჰიდროლოგიურ, საწარმოო შენობა-ნაგებობების, რკინიგზების, საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების, ნაპირგამაგრების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საპროექტო სამუშაოებს.
კომპანიის დირექტორი, ბატონი ბორის მაისურაძე სპეციალობით – ხიდები და სატრანსპორტო
გვირაბების ინჟინერი და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია. დღემდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და
პარალელურად, შპს „კავსტრანსპროექტს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად მისი ყოფილი სტუდენტებითაა დაკომპლექტებული.

ბორის მაისურაძე: 90-იან წლებში ახალგაზრდების სწავლა-განვითარება და პრაქტიკული საქმიანობა მშენებლობის, წარმოების სფეროში პრობლემას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდა თაობის მოზიდვასა და დამწყები ინჟინრების განვითარებაზე. კომპანიაში დასაქმებული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში.
– როგორ შეძელით ძლიერი კომპანიის შექმნა და ამდენი წელი წარმატებით მუშაობა?
– მიყვარს სიზუსტე და ეს ჩემს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამეს ხელს ვკიდებ,
ყველაფერს ვდებ იმ საქმეში, რომ ყოველი დეტალი უნაკლოდ შესრულდეს. კომპანიის პრაქტიკული საქმიანობისას ბევრჯერ გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც სხვისი გაფუჭებული საქმე გამოგვისწორებია. ხშირად ისეთი სირთულეების საქმესაც შევჭიდებივართ, რომლის გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენ დაგვიმტკიცებია, რომ ვიცით ის საქმე, რასაც ვემსახურებით.
შესრულებული პროექტები
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტომაგისტრალის შემადგენელი ხელოვნური ნაგებობების
პროექტირება, „ლაგუნა ვერეს“ გზაგამტარები, გმირთა მოედანზე, კოსტავას ქუჩაზე ჩამომავალ გზაზე არსებული გზაგამტარი. მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია, თბილისის შემოვლითი რკინიგზის ხაზის შემადგენლობაში შემავალი ხელოვნური ნაგებობების პროექტირება და ბევრი სხვა ანალოგიური განხორციელებული პროექტი.
მომავალი წლიდან იტალიურ კომპანიასთან ერთად თბილისის შემოვლითი გზის პროექტირება იგეგმება.
– რამდენად მოთხოვნადია ეს ფაკულტეტი აბიტურიენტებისთვის?
– მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის აბიტურიენტების ინტერესი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობაზე ბაკალავრიატის დონეზე შედარებით ნაკლებია, ხოლო მაგისტრატურაში ხიდების სპეციალობა მოთხოვნადია.  
– დიდი ინტერესია ამ სპეციალობის ინჟინრებზე საპროექტო კომპანიებიდან, სურთ, რომ დაასაქმონ სტუდენტები, რომლებსაც მომავალ სპეციალისტებად აღზრდიან...
– დიახ, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მირეკავს კომპანიებიდან და მთხოვენ, რეკომენდაცია გავუწიო ჩემს სტუდენტებს. სტუდენტების ნაწილი ვალდებულების მოხდის მიზნით ამთავრებს ამ სპეციალობას, მაგრამ გვყავს წარჩინებული სტუდენტებიც. სწავლა და განათლება პროცესია, რომელიც წლების განმავლობაში, უნივერისტეტის დამთავრების შემდეგაც გრძელდება. ზოგადად, ქვეყანაში საკმაო რაოდენობით გვყავს ნასწავლი სპეციალისტი, მაგრამ განათლებული ძალიან ცოტაა.
P.S. ბორის მაისურაძე წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და თაობებს ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების პროექტირებასა და მშენებლობას ასწავლის. წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ბორისს და მის გუნდს ქვეყნისთვის ამ საჭირო და სასარგებლო საქმეში.
скачать dle 11.3