კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 „კამელინი“ – ძლიერი იმუნომოდულატორი, რომელიც ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან იცავს და რომელსაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიხმარენ

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი


დიდი ხანია, „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის – „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა. საქართველოში არც ერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები გაევლო, როგორიც ქართული წარმოების პრეპარატმა „კამელინმა” გაიარა. ეს კვლევები დღესაც მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა „კამელინმა“ უმოკლეს დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები, სადაც დადასტურდა მისი იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. რაც მთავარია, „კამელინისადმი“ ინტერესი ბევრ ქვეყანაში გაიზარდა, რასაც ამ პრეპარატების მკურნალობით მიღებული შედეგები განაპირობებს. 2 წლის წინ „კამელინი“ უკრაინაში დარეგისტრირდა, ცოტა ხნის წინ კი – ლიტვაში. ასევე, მიმდინარეობს „კამელინის“ სამკურნალო თვისებების კვლევა ოფთალმოლოგიის მიმართულებით. თუმცა ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება კომპანია „კამელინის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ბატონი მერაბ ფრუიძე:
– „კამელინი“ 2 წლის წინ უკრაინაში დარეგისტრირდა. ჩვენი პარტნიორი, მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი ალექსეი ტაცკი უკრაინის სამეცნიერო ცენტრებში აქტიურად ატარებს კვლევებს „კამელინზე“. სექტემბრის ბოლოს ქალაქ ლვოვში გაიმართა „კამელინისადმი“ მიძღვნილი მასშტაბური სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი და უკრაინელი მეცნიერები, ექიმები. 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი კვლვევა ჩატარდა და ეს სემინარი ამ შედეგების გარკვეული შეჯამება იყო. კვლევები ძირითადად მიმდინარეობდა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის, ასევე, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის დროს „კამელინის“ გამოყენებაზე. წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო მასალები, რომლებიც უკრაინის პრესტიჟულ სამეცნიერო  ჟურნალებშიც გამოქვეყნდა.
– როგორი იყო დასკვენები?
– ძირითადად განხილული იყო  რეციდივირებისა და მეტასტაზირების პრობლემა მკერდის სიმსივნის შემთხვევაში და ასეთ დროს  რამდენად ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „კამელინით“ მკურნალობის დროს მეტასტაზირება, ასევე, დაავადების რეციდივი საგრძნობლად იკლებს. ცოტა ხნის წინ საქართველოშიც ჩამოვიდნენ უკრაინელი ექიმები, ძირითადად გინეკოლოგები და უროლოგები, რომლებიც „კამელინს“ თავის პრაქტიკაში მოიხმარენ. ჩატარდა შეხვედრა-სემინარი, უკრაინელ და ქართველ ექიმებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება, გაცვლა. ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ბევრი საინტერესო შემთხვევა წარმოადგინეს, რომლებიც ძირითადად გინეკოლოგიურ და უროლოგიურ პრობლემებს და ასეთ დროს „კამელინის“ გამოყენებით მიღებულ დადებით შედეგებს ეხებოდა.
– როგორც ცნობილია, „კამელინი“, ასევე, დარეგისტრირდა  ლიტვაში.
– დიახ, დარეგისტრირდა და ეს ნიშნავს იმას, რომ მისი გაყიდვა უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც არის შესაძლებელი.
– „კამელინს“ უკვე ბევრ ქვეყანაში მოიხმარენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს  მის წარმატებასა და დადებით შედეგებეზე.
– ბევრი პაციენტი გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც „კამელინს“ ინდივიდუალურად მოიხმარენ. მათ ახლობლები უგზავნიან ან ჩამოდიან და მიაქვთ. ბევრი რეკავს უცხოეთიდან, გვეკითხებიან, სად შეიძლება, როგორ ვიყიდოთ პრეპარატი და ასე შემდეგ. გვაქვს, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე: ცოტა ხნის წინ ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში წინაკლინიკური კველვა ჩატარდა თვალის უვეალური ტრაქტის სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს „კამელინის“ გამოყენებაზე. კვლევას უძღვებოდა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ მითაგვარია. ცდები ვირთაგვებსა და ბოცვრებზე მიმდინარეობდა. თვალზე ხელოვნურად იწვევდნენ ანთებით პროცესებს და შემდეგ აწვეთებდნენ „კამელინს“. დასკვნის შინაარსი ასეთია: „ჩატარებული კვლევების შედეგები გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ: „კამელინის“ წვეთები შეიძლება რეკომენდებული იყოს თვალის უვეალური ტრაქტის ნებისმიერი მონაკეთის ანთებითი დაავადების პროფილქატიკისთვისა და მკურნალობისთვის. პრეპარატის მიღება არავითარ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, არ გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე, არ ავლენს ალერგიულ თვისებებს, აქვს კარგად გამოხატული თვალის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აღადგენს თვალის სტრუქტურის ნორმალურ სისხლმომარაგებას, აძლიერებს რეგენერაციულ პროცესებს, ასტიმულირებს ანთებით დაზიანებული რქოვანას ეპითელიზაციას და აღადგენს მის პირველყოფილ მდგომარეობას.
P.S. „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა: 49. ტელეფონი: 2-98-62-25; 599-33-10-89; 599-23-03-33.

скачать dle 11.3