№50 ღვინით მკურნალობის უძველესი მეთოდი
ღვინო მოხუცებულების რძეა.
პლატონი
ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ღვინით ისეთი ძლიერმოქმედი პრეპარატების შეცვლა შეიძლება, რომლებიც ავადმყოფებში გვერდით მოვლენებს იწვევს, ხოლო ზოგჯერ ღვინო მოქმედებს იქ, სადაც ექიმები უძლურნი არიან.
გულის შესუსტებული მოქმედებისას კარგია მსუბუქი, თეთრი ღვინოები, განსაკუთრებით შამპანური.
კუჭის აშლილობის დროსსასარგებლოა მთრიმლავი ნივთიერებით მდიდარი წითელი (შავი) „საფერავი“, „კაბერნე“.
ანემიის დროს რეკომენდებულია სუფრის წითელი ღვინოები – დღეში ორი ჭიქა, ჭამის დროს.
ათეროსკლეროზის დროს – მშრალი, თეთრი ღვინო მინერალურ წყალთან ერთად – ნახევარი ლიტრი დღეში.
გრიპის, ბრონქიტის, ფილტვების ანთების დროს – ცხელი წითელი ღვინო შაქრით.
ნაწლავური ინფექციების დროს – ნახევრად წყალგარეული ღვინო.
ღვინო კლავს ნაწლავის ჩხირებს და თვით ქოლერის ვიბრიონებსაც კი.
ტუბერკულოზის დროს სასარგებლოა სუფრის წითელი ღვინო მცირე დოზირებით.
ღებინების შეჩერება შეიძლება ძლიერ ჩაციებული შამპანურით.