კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 შინაური მკვლელი


დეშილ ჰემეთი  


ჩეპლი 45 წლის იქნებოდა. უბედურად გამოიყურებოდა, თითქოს რაღაც აწუხებდა ან შიშს აეტანა.  ხელში  ფურცელი ეჭირა –  წერილი იყო:
„მარტინ ჩეპლ! თუ გინდათ, თქვენი ცოლი ცოცხალი ნახოთ, ზუსტად შუაღამით ლარკინ-სტრიტის კუთხეში მოდით და 5 000 დოლარი აგურების გროვის ქვეშ დადეთ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ ან პოლიციას შეატყობინებთ, მიიღებთ წერილს შეტყობინებით, სად შეიძლება თქვენი ცოლის გვამის პოვნა.“
დეტექტივმა წერილი მაგიდაზე დადო – მითხარით, მისის  ჩეპლი   თეატრში მარტო წავიდა?
– არ ვიცი,  როცა სადილის შემდეგ ოფისში წასვლას ვაპირებდი, მითხრა, რომ თეატრში წავიდოდა. მაგრამ არ უთქვამს, ვისთან ერთად და რომელ სპექტაკლზე.
– ბოდიში, მაგრამ მომიწევს რამდენიმე არაკორექტული შეკითხვა დაგისვათ. ისე თუ მომხდარა, თქვენს ცოლს ღამე სახლში არ გაეთიოს?
– არა,  მე ყოველთვის ვიცოდი, სად იყო. არასოდეს მქონია მიზეზი, მეფიქრა, რომ იგი სადმე ჩემგან მალულად დადის. თქვენ სწორედ ამის გაგება გინდოდათ, არა?
– მოკლედ, გამოსასყიდი უნდა გადაიხადოთ. ეს უსიამოვნოა, მაგრამ ასეთია გამტაცებლებთან მოქცევის ერთადერთი ხერხი, თუ მსხვერპლის გადარჩენა გინდათ. მაგრამ მათ  ფულის მისატანად არც ისე ჭკვიანურად შეარჩიეს უკაცრიელი ადგილი. იქ მათი დაჭერა თავისუფლად შეიძლება. ჩვენ ვალდებულები ვართ, პოლიცია საქმის კურსში ჩავაყენოთ. ახლა მე აქ ინსპექტორ კალაგენს ფილდინგს მოვიპატიჟებ.
...თორმეტის ნახევარზე ჩეპლი სახლიდან რუხ ქაღალდში გახვეული 5 000 დოლარით გავიდა. პირველის ოც წუთზე კი დაბრუნდა აკანკალებული, პერანგი ოფლისგან დასველებოდა.
– ფული დავდე, – მაგრამ არავინ დამინახავს.
მისის ჩეპლი  არ გამოჩნდა.
დილით ცხრაზე ტელეფონმა დარეკა. ინსპექტორს ურეკავდნენ.
– ფული ჯერაც არავის წაუღია, – თქვა მან.
ჩეპლმა თვალები გადმოკარკლა:
– ესე იგი, იმ ადგილს უთვალთვალებდით?
- რა თქმა უნდა, – ჩვენ მეზობელ შენობებში საველე დურბინდებით აღჭურვილი მოთვალთვალეები დავაყანეთ.
ჩეპლის განწირული სახე ჰქონდა. ამ დროს კარზე დარეკეს. კურიერმა წარილი მოიტანა.
„მარტინ ჩეპლ! ფული მივიღეთ, მაგრამ ამაღამ,  იმავე დროს და იმავე ადგილზე თქვენგან კიდევ  ამდენივე უნდა მივიღოთ. გპირდებით, თქვენს ცოლს ცოცხალს გამოვუშვებთ. თუ ერთ სიტყვას მაინც აცნობებთ პოლიციას, იცით, ეს რითიც დასრულდება.“
– ჯანდაბა! – დაიღრინა კალაგენმა.
– მე მზად ვარ ყველაფერი გავცე, ბოლო ცენტამდე, ოღონდ ცოლი ცოცხალი დაბრუნდეს, – თქვა ჩეპლმა.
...შუაღამეს ნახევარი საათი უკლდა, ჩეპლმა ფული წაიღო და  დაბრუნებულმა განაცხადა:
– გუშინდელი ფული გაქრა.
ამ ღამემაც ჩაიარა. ჩეპლს ცოლის დაბრუნების იმედი გადაეწურა. დილით კიდევ ერთი წერილი მოვიდა.
„მარტინ ჩეპლ! ჩვენ გაგაფრთხილეთ, რომ პოლიცია არ ჩაგერიათ. თქვენ არ დაგვემორჩილეთ. ახლა გააგზავნეთ პოლიცია სასტუმროში, პოსტ-სტრიტის 895-ში, 303-ე ოთახში. იქ დაპირებულ გვამს იპოვით.“
... წითელთმიანი ქალი იატაკზე იწვა.  სახის ფერზე ეტყობოდა, რომ დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. ეტყობოდა, რომ იგი სცემეს და შემდეგ დაახრჩვეს.
დიასახლისმა თქვა, რომ ნომერი იქირავა კაცმა, რომელსაც ჰარისონ  როკფილდი ერქვა და  სამი თვე მარტო ცხოვრობდა. არასოდეს უნახავს მისის ჩეპლი. სავარაუდოდ. მისის ჩეპლი იმავე ღამეს მოკლეს, როცა დაიკარგა.
სამეთვალყურეო პოსტზე მყოფი პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ იქ არავინ გამოჩენილა, რომ აგურების გროვასთან ახლოს ძაღლიც კი არ მისულა.
უცებ ჩეპლმა დარეკა.
– იმათ დარეკეს, – ამოიხროტინა მან, – მითხრეს, რომ ახლა უკვე ჩემამდეც მოაღწევენ. ახლა შენი რიგიაო.
კალაგენი მოიღუშა:
–  საქმე გიჟ მკვლელთან გვაქვს, – ჩაიღრინა მან, – მაგრამ თითის ანაბეჭდების პატრონი დავადგინეთ,  ისინი დიკ მოლის ეკუთვნის.
მოლი მოთამაშე იყო და სხვადახვა სკანდალურ ისტორიაში ხშირად ეხვეოდა. როცა ჩეპლს ეს ინფორმაცია მიაწოდეს, მას სახე სიბრაზისგან გაუშავდა, ხმა აუკანკალდა.
– გსმენიათ რამე ამ კაცის შესახებ?
მან თავი გააქნია.
– მე ვიცი, სად შეიძლება მოლის ნახვა.  იჩქარეთ, ის დამპალი  არ გაგექცეთ...
ინსპექტორი გაურკვეველმა ეჭვმა შეიპყრო. არსად წასულა, იქვე სახლის კუთხეში მიიმალა.
...ოცი წუთის შემდეგ ვიღაცამ ჩეპლის სახლის კიბეზე აირბინა და ზარი დარეკა. ეს დიკ მოლი იყო, იგივე ჰარისონ როკფილდი. ვიდრე  ინსპექტორი კიბეზე ასვლას მოასწრებდა, კარს იქით სროლის ხმა გაისმა.  კალაგენმა პისტოლეტის ტარით კარის მინა ჩაამსხვრია, მარცხენა ხელი გადაყო და საკეტის ძებნა დაიწყო.
კიდევ გაისმა გასროლის ხმა. ტყვია კარის მინის გადარჩენილ ნაწილს მოხვდა. ინსპექტორმა კარს ხელი ჰკრა და რადენჯერმე ალალ-ბედზე გაისროლა. სიბნელეში რაღაც გამოძრავდა. რაღაც დაეცა. ინსპექტორმა ისევ გაისროლა.
– საკმარისია! – გაისმა სახლის სიღრმიდან, – შეწყვიტეთ სროლა. მე ჩემი პისტოლეტი დავკარგე.
ეს ხმა ჩეპლს არ ეკუთვნოდა.
დიკ მოლი ოთახის ბოლოში იატაკზე იჯდა და ხელს ჭრილობაზე იჭერდა.
კალაგენი  ახლოს მივედი. პისტოლეტი შემართული ჰქონდა.
– ფეხზე ჭრილობა უმნიშვნელოა, შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, რა თქმა უნდა, თუ ჩეპლი არ მოკალით.
დიკმა ჩაიცინა:
– ვშიშობ, რომ მოვკალი. ეჭვი მეპარება თავში ორი ტყვიით ცოცხალი დარჩენილიყო, – ეს საუკეთესო სამუშაოა, რომელიც ოდესმე შემისრულებია, – დაიტრაბახა მან.
 –  მხოლოდ ჩეპლის მორიგ ნაბიჯს ველოდი, რათა იგი საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის დამეპატიმრებინა. თქვენ კი აქ მოსვლით ყველაფერი გააფუჭეთ, – გააგრძელა  კალაგენმა, – დააშავეთ, რომ გაიქეცით, როდესაც თქვენს ნომერში ლიზა ჩეპლის გვამი იპოვეთ. ფიქრობდით, რომ თქვენი წარსულის გამო ვერ გამოძვრებოდით. ხოლო როდესაც რადიოთი მოისმინეთ, ბრალს რაშიც გდებდნენ, გონება საერთოდ დაკარგეთ და აქ მოვარდით.
– შეიძლება, თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს... მას საკადრისი მივუზღე.
– ისედაც ციხეში აღმოჩნდებოდა. უტვინოდ მოიქცა. მისთვის თავი რომ დაგენებებინათ, გაასამართლებდნენ.  დიდხანს იყავით მისი  ცოლის საყვარელი?
– მხოლოდ რამდენიმე თვე, მაგრამ იგი ჩემთვის არ იყო მორიგი ქალი. მე მას სერიოზულად ვუყურებდი.
– როგორ მოხდა, რომ მან ცოლი თქვენს ნომერში მარტო გამოიჭირა?
მან თავი გადააქნია:
– ეტყობა, უთვალთვალებდა. შეიძლება მე მითვალთვალებდა, როდის გავიდოდი სასტუმროდან. მხოლოდ ერთი საათით გავედი საქმეზე. როდესაც დავბრუნდი, გვამი  უკვე გაცივებული იყო. თქვენ ფიქრობთ, თავიდანვე ამ გეგმის მიხედვით მოქმედებდა?
– არა მგონია. ვფიქრობ, ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე, აღელვებულმა მოკლა და მხოლოდ შემდეგ მოიგონა მთელი ეს ისტორია ფულის გამოძალვაზე და გამტაცებლებზე.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ    
    
скачать dle 11.3