კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ მოსწონს დაუკანონებელი სიყვარული მარიტა როხვაძეს და რის გამოა მისი გაბრაზება სასიკვდილოდ საშიში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მარიტა როხვაძე მისმა რჩეულმა მამაკაცმა, ბუბა ჟორჟოლიანმა, თვეების წინ დანიშნა. ყველა ელოდებოდა, რომ მარიტა თეთრ კაბას მალევე ჩაიცვამდა და საკუთარ ქორწილში სცენიდანაც იმღერებდა. თუმცა, როგორც თავად მომღერალი ამბობს, საყვარელ მამაკაცთან ცხოვრებისა და საკუთარი ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ქორწილი და ფურცელზე ხელმოწერით ამ სიყვარულის დაკანონება და გაოფიციალურება. რატომ მალავდა ამ ურთიერთობას მარიტა დიდი ხანი, როდის გადაწყვიტა მან საყვარელ მამაკაცთან თანაცხოვრება, აპირებს თუ არა საქართვლოს დატოვებას და უცხოეთში კარიერისა და ოჯახური ცხოვრების გაგრძელებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიტა როხვაძე: ეს წელი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, როგორც კარიერული, ისე პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩემი პროდიუსერის წყალობით, არ მომკლებია კონცერტებსა და საღამოებზე გამოსვლა და თან, საყვარელ ადამიანთან ერთად ერთ ჭერქვეშ დავიწყე ცხოვრება.
– ესე იგი, საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ?
– დიახ, მესამე წელია, ჩვენი ურთიერთობა სტაბილურად მიდის და გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. მართალია, ეს წელი ქორწილით ვერ დავაგვირგვინე, მაგრამ ოჯახი შევქმენი (იცინის). მინდა, რომ მომავალი წელი უფრო წარმატებული იყოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მეტი გასვლები მქონდეს.
– თქვი, ამ წელს ვერ მოვახერხე ქორწილის გადახდა და თეთრი კაბის ჩაცმაო. მომავალი წლისთვის დაგეგმეთ?
– შეიძლება, 2019 წელსაც არ ჩავიცვა თეთრი კაბა, მაგრამ ყველანაირად დავაკანონო ურთიერთობა. თეთრი კაბის ასაკიდან გამოვედი (იცინის). მთავარია, საყვარელ ადამიანთან თავს ბედნიერად გრძნობდე და ამისთვის ფურცლებზე ხელმოწერები და დაკანონებები სულაც არ არის აუცილებელი. მე ამ ადამიანის გვერდით კარგად ვგრძნობ თავს, ურთიერთობაში პრობლემა არ გვაქვს და პირადი ცხოვრება წესრიგში რომ გქონდეს, თეთრი კაბის ჩაცმა სულაც არ არის აუცილებელი.
– საყვარელი ადამიანის, ბუბა ჟორჟოლიანის ვინაობას, მკაცრად ასაიდუმლოებდი. დანიშნულები რომ იყავით, მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. ამბობდი, ისეთი გამოცდილება მაქვს, არ მინდა, თვალი მეცესო. ახლა ავი თვალის, ცუდი ენებისა და ნეგატიური ენერგეტიკის ზემოქმედების აღარ გეშინია?
– საყვარელ ადამიანს არ ვმალავდი – ბუბასთან გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ვდებდი. უბრალოდ, ჩვენი ურთიერთობის შესახებ ჟურნალისტებთან არ ვსაუბრობდი. თვითონაც ისეთი ადამიანია, არ უყვარს ზედმეტი ყურადღება, ურჩევნია მშვიდად იყოს. თან, ამ მხრივ, გამოცდილებაც მაქვს. ბევრი ცდილობს, ცხვირი იქ ჩაყოს, სადაც საჭირო არ არის. ვფიქრობ, ამას ისინი აკეთებენ, ვისაც საკუთარი, პირადი ცხოვრება არ გააჩნია. ამიტომ, ჩემი გამოცდილებიდან ყველას ვურჩევ: თქვენი პირადი შეინახეთ თქვენთვის და ნუ გახდით განხილვის საგნად, რადგან, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც,  ვისაც მოუნდება, ჩაერიოს და  გაგიფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ასეთი კი ბევრი იქნება, დამიჯერეთ. რაც შეეხება ცუდ ენერგეტიკას, ავ თვალსა და ჭირიკანა ენებს, ისინი ვერაფერს დამაკლებენ. არასოდეს არავისი შემშურებია და არ დამიწყია სხვების პირად ურთიერთობებში ცხვირის ჩაყოფა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცუდი ენერგეტიკა ჩემამდე ვერ მოვა და ზიანს ვერ მომაყენებს. ამას ვაბალანსებ. მაგრამ თუ ვიღაც ცუდად შემეხო და გავბრაზდი, ამ შემთხვევაში სხვა ადამიანი ვხდები, ბოლომდე კბილებით გავიტან ჩემს სიმართლეს და მეც ცუდად შევეხები. ადამიანს, ვინც მიბოროტებს და რაც არ მეკუთვნის იმას მაკადრებს, არ დავადგები და არ მოვკლავ, მაგრამ სამაგიეროს გადახდა ცუდად ვიცი.
– მარიტა, როგორია, საყვარელ მამაკაცთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება? შეგცვალა სიყვარულმა და ოჯახურმა თანაცხოვრებამ?
– ბუბა სულ დაკავებულია და მეც. საქმის გამო ხშირად უწევს თბილისიდან გასვლა, ამიტომ, შეიძლება, ერთი კვირა გავიდეს და ერთმანეთი ვერ ვნახოთ. ამის გამო ყოველდღიურად ვერ ვართ ერთად და შესაბამისად, არც თავს ვაბეზრებთ (იცინის). ვიცი წყვილები, რომლებიც იმდენად სულ ერთად არიან, ბოლოს სიყვარული ნათესაურ ურთიერთობაში გადადით. ჩვენ ასე არ ვართ. ჩვენთვის ერთკვირიანი განშორების მონატრებები აუცილებელია.
– ცოლისა და დიასახლისის როლი როგორ მოირგე?
– სამწუხაროდ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დიასახლისის როლს ვერ ვირგებ, თორემ ცოლი კარგი ვარ (იცინის). შეყვარებულის სტატუსი უფრო მომწონს, ვიდრე ცოლისა და დიასახლისის და ჩვენც გვინდა, რომ  მუდამ ასე  იყოს. ერთმანეთს ვანებივრებთ და ცალმხრივი არაფერი არსებობს. თუ მე დავასწარი ადგომა, მე ვუმზადებ ყავას, თუ ბუბამ – ის. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში რვა კილო მოვიმატე და ჩემი მეორე ნახევრის დამსახურებაა. ისეთ გემრიელობებს აკეთებს, თავს ვერ ვიკავებ და მადას ვერ ვთოკავ. ბუბა სულაც არ აქცევს ყურადღებას ჩემს ზედმეტ კილოგრამებს, მაგრამ აუცილებლად დავიკლებ, ეს არ გამიჭირდება.
–  გავიგე, ერთად სანადიროდაც დადიხართ. სვანი კაცისგან არ მიკვირს, მაგრამ შენგან, სიმართლე გითხრა, გამიკვირდა. იარაღის ჭერა და სროლა იცი? მიზანში არტყამ?
– ბავშვობიდან მიყვარს ნადირობა და კარგადაც ვისვრი. ასე რომ, ჩემი გაბრაზება არ სცადოთ – თუ გადამებინდა და გამოვკარი იარაღს ხელი, მტრისას (იცინის). მე და ბუბა ერთად სანადიროდაც დავდივართ და სათევზაოდაც. ნადირობის სეზონზე კურდღელი და მწყერი მოვკალი და გემრიელადაც მივირთვი. ბუბა კი ძალიან მაგარი მონადირეა.
– მისგან აკრძალვები გაქვს? რა დათმე სიყვარულის გამო?
– სიყვარულის გამო არაფერი დამითმია. მე ვისაც ვიცნობ, ყველა სვანი თანამედროვეა (იცინის).
– ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისი გეშინია?
– არაფრის. ადრე ობობების მეშინოდა და ახლა არც მათი მეშინია და არც ადამიანების დაკარგვის. იქით ეშინოდეთ ჩემი დაკარგვის. უფრო დღევანდელი დღით ვცხოვრობ. თუ ადამიანი საკუთარი თავისთვის არ არის, მისთვისაც არავინ იქნება.
– მართალია, რომ მალე აპირებ საქართველოს დატოვებას და კარიერის უცხოეთში გაგრძელებას?
– დიახ, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად სულ მალე წავალ საქართველოდან და უცხოეთში გავაგრძელებ კარიერას. თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით, სად წავალ. ამაში ჩემი პროდიუსერი კახა ხოშტარია მეხმარება.
скачать dle 11.3