კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ აკონტროლებს რამაზ ლაზარიშვილი თბილისის საჰაერო სივრცეს და როგორ დარჩა ორი კურდღლის მადევარი მარტო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რამაზ ლაზარიშვილი მაყურებელმა ცეკვებით გაიცნო და ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით მფრინავია. სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი საქმიანობა – ავიამეთვალყურეობაც შეითვისა და ახლა თბილისის ავიამისადგომებს აკონტროლებს.
რამაზ ლაზარიშვილი: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ეს სეზონი ჩემთვის მეოთხეა და ერთგვარი დაბრუნება, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთოდ დანებებული მქონდა თავი ცეკვისთვის. პროექტში მონაწილეობის მიღებაზეც ბევრი ვიფიქრე. ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ძველებურ ფორმაში აღარ ვიყავი, პროფესიონალი მოცეკვავის რანგში ყოფნა კი დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ ბევრი ვივარჯიშე და ფორმა აღვიდგინე. პაუზის შემდეგ მივხვდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილია, ეს არის ჩემთვის ბედნიერებისკენ მიმავალი ძალიან მოკლე გზა. თუმცა ეს სამი წელი სამსახურთან დაკავშირებული ამბების მოგვარებას დავუთმე და ახლა სამსახურიც მაქვს, ცეკვაც და თავს იდეალურად ვგრძნობ.
– ამ სეზონზე რას ფიქრობ?
– მიხარია, რომ არცერთხელ არ გამოვვარდნილვარ საწყის ეტაპზე, შუამდე მაინც მივდივართ ხოლმე და ამჯერადაც ასე მოხდა. რაც შეეხება ნინოს, ძალიან კარგი და იუმორით აღსავსე ადამიანია. თავიდან ძალიან უჭირდა ცეკვა, მაგრამ ამდენხნიანი ვარჯიშის შემდეგ გაიწაფა. ძალიან დიდი ამბიცია არ გვქონია, ჩვენთვის მთავარი იყო ყოველ ჯერზე კარგი ნომერი შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის.
– გასულ სამ წელს დავუბრუნდეთ, რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– 17 წლის ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე, მაგრამ პროფესია 14 წლის ასაკში უკვე არჩეული მქონდა. მივხვდი, რომ ცეკვა პროფესიონალის დონეზე მინდოდა, მაგრამ არა, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო. თან, ჩემი პროფესია – ავიაცია ძალიან მიყვარდა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მამაკაცური საქმეა და ჩემს ხასიათშიც ჯდება. ამ პროფესიას დეტალებზე ორიენტირება, დროის შეგრძნება და მოწესრიგებულობა სჭირდება, რაც ჩემი პლუსებია. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში მარტო ცეკვა ან მარტო ავიაცია ვერ იქნებოდა. სამი წლის წინ ცეკვას გამოვეთიშე და „აირზენაში“ პრაქტიკანტად დავიწყე მუშაობა – საავიაციო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული საფრენოსნო მიმართულებით. პილოტი ვიყავი და ავიამეთვალყურედ მუშაობა ვერ წარმომედგინა, რადგან ეს ორი პროფესია ერთმანეთთან კატა-თაგვებივით არიან, სულ ერთმანეთს კბენენ და თან, უერთმანეთოდ მათი არსებობა წარმოუდგენელია (იცინის). ისე გამოვიდა, რომ მე პილოტიც ვარ და ავიამეთვალყურეც. ავიამეთვალყურის ვაკანსიის შესახებ რომ გავიგე, ვიფიქრე, მოდი, საკუთარ თავს შევამოწმებ და ბოლომდე თუ მივაღწიე, მერე დავფიქრდები, ნამდვილად მინდა თუ არა ეს საქმე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ამ პოზიციისთვის 1 500 კაცი „იბრძოდა“, მათგან 12 აგვარჩიეს, შვიდი – თბილისში და მე ამ შვიდეულში მოვხვდი. შოკში ვიყავი და იმხელა სტიმული გამიჩნდა, რომ მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი, საფიქრალი აღარაფერი იყო – მე ეს პროფესია მინდოდა. სხვათა შორის, კონკურსის პრონციპი ჩემზე დადებითად მოქმედებს, ცეკვამაც ასე ჩამითრია. თავიდან იმიტომ შევედი ცეკვაზე, რომ მინდოდა ტანგო მესწავლა და შეყვარებულისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. ორი კვირის მისული ვიყავი, როცა მასწავლებელმა მითხრა, კონკურსზე გამოდიო. მორიდებული ბავშვი ვიყავი და უარი ვერ ვუთხარი (იცინის). გამოვედი და მეშვიდე ადგილი ავიღე. იმხელა ადრენალინი ვიგრძენი, გადავწყვიტე, ზაფხულში პირველი ადგილი ამეღო. ასე დამემართა ამ ვაკანსიის შემთხვევაშიც. ძალიან ბევრი ეტაპი და სწავლება გავიარე, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მომიწია, რომ ავიამეთვალყურე გავმხდარიყავი.
– რა შედის ახლა შენს მოვალეობებში?
– მე ვარ თბილისის მისადგომის მეთვალყურე. უკეთ რომ აგიხსნათ, მაგალითად, თბილისის აეროდრომზე ერთდროულად მოდის ხუთი თვითმფრინავი. მე მევალება, რომ ხუთივე მათგანი ოპტიმალური დისტანციით დავსვა. საჭიროების შემთხვევაში, ისე შევუცვალო მიმართულება, რომ ყველა უსაფრთხოდ, სწრაფად და სწორად დაჯდეს.
– საქართველოს საჰაერო სივრცეს აკონტროლებ, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია და ალბათ, საკმაოდ სტრესულიც.
– კი, ძალიან სტრესულია. არის მომენტები, როცა არაფერი ხდება და დუნდები, მაგრამ მერე, უცებ, შეიძლება, ძალიან ბევრი თვითმფრინავი მოგაწყდეს; ან ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდიოდეს და უცებ ისეთი პრობლემა შეექმნას თვითმფრინავს, რომ შენი, წყნარად და მშვიდად დაწყობილი გეგმები თავდაყირა დაგიყენოს – წამებში უნდა შეცვალო მდგომარეობა, ისე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ეს ძალიან  სტრესულია, მაგრამ ამ დროს იმდენ ადრენალინს გამოვყოფ, რომ თავს საოცრად ვგრძნობ. წამიერად შიში გიპყრობს, მაგრამ უცებ უნდა მოახერხო შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავება. აი, ყველაფერს რომ მოაგვარებ, მერე ნასიამოვნები სახით გადაწვები სავარძელში და ღრმად ამოისუნთქავ (იცინის).
– ოჯახზეც ვისაუბროთ, როგორც ვიცი, საქართველოში არ გყავს...
– ბავშვობიდან მარტო ვიზრდები. თორმეტი წლის ვიყავი, როცა დედა იტალიაში წავიდა. ჩვიდმეტი წლისას მამა გარდამეცვალა. ჩემი და საფრანგეთში ცხოვრობს, ბაბუა ამერიკაშია. აქ მხოლოდ ერთი და მყავს. მამის გარდაცვალების შემდეგ მეც წავედი, მინდოდა, იტალიაში დედასთან ერთად მეცხოვრა, მაგრამ სამეგობროს, აქაურ გარემოს ვერ შეველიე და დავბრუნდი.
– როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს?
– დედა ძალიან ძლიერი ქალია და ის რომ არა, დღეს შემდგარი ადამიანი ვერ ვიქნებოდი. გულწრფელად რომ ვთქვა, გამიხარდა კიდეც რომ წავიდა,
რადგან ოჯახში არ გვქონდა ჰარმონიული სიტუაცია. ფინანსურ პრობლემებს ბევრი უსიამოვნება მოჰვება, ამიტომ ვერ ვიტვი, მისი წასვლა არ მინდოდა-მეთქი. ვაცნობიერებდი, რომ ასე იყო საჭირო და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არცთუ ისე დიდი ვიყავი, ემოციები თითქოს გვერდზე გადავდე. სხვათა შორის, ბავშვობიდანვე ძალიან სერიოზული ვიყავი. მის გარეშე გამიჭირდა, მაგრამ დედა იმდენად დამოუკიდებლად მზრდიდა, რომ ბევრი რამისთვის თავის გართმევა უკვე შემეძლო.
– მამას რა დაემართა?
– ფილტვის კიბო ჰქონდა. საერთოდ არაფერი აწუხებდა, ერთხელ გაცივდა, ხველებამ ძალიან შეაწუხა და ექიმთან მივიდა. მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და სამ თვეში გარდაიცვალა. იმ პერიოდში, ფაქტობრივად, მარტო დავრჩი და ისევ დედის დამსახურებაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ფეხზე მყარად ვიდექი. სხვათა შორის, იმ მომენტში ძალიან დამეხმარა ცეკვა – შრომა და შედეგზე ორიენტირება მასწავლა.
– ბავშვობაში უფრო სერიოზული ვიყავი და ახლა უფრო ბავშვური გავხდიო, მითხარი...
– იყო პერიოდი, როცა ძალიან კარიერისტი ვიყავი და მიღწეული არასდროს მაკმაყოფილებდა. მერე გამოცდილმა ადამიანებმა მითხრეს, თუ ასე გააგრძელებ, წინ წახვალ, მაგრამ უკვე მიღწეულით სიამოვნებას ვეღარ მიიღებ. ტკბობის უნარს დაკარგავ და სიცოცხლის ბოლოს, ცხოვრებას რომ თვალს გადაავლებ, მიხვდები, რომ სიამოვნება არ მიგიღია და ბედნიერი არ ყოფილხარო. უკან რომ გავიხედე, მართლა ასეთი შეგრძნება დამეუფლა და გადავწყვიტე, უფრო მსუბუქად შემეხედა ყველაფრისთვის. თან, ცეკვისთვის თავის დანებების გარდა, ბევრი ისეთი ამბავი გადამხდა, რამაც ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინა. ცეკვასთან ერთად სამეგობროსაც ჩამოვშორდი, შეყვარებულს დავშორდი და მარტო დავრჩი – ყველაფერი ერთად დიდი სტრესი იყო. ამის შემდეგ დავაფასე, რამდენად მნიშვნელოვანია სამეგობრო. მივხვდი, რამდენად მაგარი იყო, ის, რაც მანამდე მქონდა და ვერ ვაფასებდი. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ სრული ტრანსფორმაცია განვიცადე.
– შეცდომაც ბევრი იქნებოდა.
– კი. არ დავაფასე ადამიანი, რომელიც ჩემთვის ნამდვილად ძვირფასი იყო. წეღან ვახსენე, რომ შეყვარებულის გამო მივედი ცეკვაზე, მაგრამ შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა. ის დამშორდა – ერთმანეთს რომ ამოწურავ, ეგ მომენტი გვქონდა. მაგრამ შეცდომა დავუშვი, მეგობრობა გავაგრძელეთ – ზღაპარი (იცინის). ამ პერიოდში უკვე ჩემს მეწყვილესთან ერთად ვიყავი.
– და ძველ შეყვარებულთან მეგობრობდი. მერე რა მოხდა?
– კი. საზიზღარი ბიჭი ვიყავი (იცინის). მერე ის, რომ როგორც იციან ხოლმე გოგოებმა – ამჭრეს. გაურკვევლობა შეიქმნა, დავიბენი, აღარ ვიცოდი, საით ვიყავი. საბოლოდ, ორი კურდღლის მადევარი რომ ვერცერთს დაიჭერს, ისე დამემართა და ორივე დავკარგე.
– რა გინდოდა?
– სამეგობროც მეჩხუბებოდა: ჩამოყალიბდი, რა გინდა, ვინ გინდაო. ვერ ჩამოვყალიბდი და საბოლოოდ მარტო დავრჩი. განა ისინი დამშორდნენ, ორივეს მე დავშორდი – ვერ გავაკეთე არჩევანი. მოკლედ, საზიზღარი ბიჭი ვიყავი, მაგრამ შევიცვალე, ცხოვრებამ ჭკუა მასწავლა. ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, რომ ერთი მართლა მიყვარდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ვეცადე, გადამეტანა და ჭკუა მესწავლა. დღეს მსგავს რამეს არ გავიმეორებ.
– კარიერაში ყველაფერი იდეალურად არისო და პირადი ცხოვრება როგორ დალაგდა, დღეს როგორი გოგონები მოგწონს?
– ვისწავლე ურთიერთობების გაფრთხილება და ადამიანების დაფასება. ახლა არის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ვარ, მაგრამ არ ვჩქარობ. გამოცდილებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ გოგო, რომელიც მომეწონება, ხელოვანი უნდა იყოს და სპორტი უყვარდეს. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების იმდენად დიდ ნაწილს შეადგენს, რომ გამიჭირდება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისგანაც ეს ძალიან შორსაა. ვფიქრობ, მთავარია, ადამიანს ხასიათით როგორ შეეწყობი. გარეგნობაში კი, მგონია, ყველაზე მიმზიდველი ეშხია. „კურნოსა“ ცხვირი და დიდი ტუჩები აუცილებელი არაა, ყველაზე სექსუალური ქალში ჩემთვის ტვინია.
скачать dle 11.3