კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რა უსიამოვნება მოჰყვება ცოლ-ქმრის სარეცელზე არათუ სხვის დაძინებას, არამედ მასზე ჩამოჯდომასაც კი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

როგორც ცნობილია, ვისაც უძილობა აწუხებს სრულფასოვანი ცხოვრების უნარი დაქვეითებული აქვს და არ შესწევს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს სერიოზულ გამოწვევებს. უძილობის მიზეზთაგან კი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცუდი სიზმარია, რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება შრომის უნარსა და გუნება-განწყობაზე. შესაბამისად, ყველა ცდილობს, კარგად გამოიძინოს და დაისვენოს, რაც მხოლოდ მყუდრო და მოხერხებულ საწოლში შეიძლება. სწორედ ამიტომ იყო, ალბათ, რომ საწოლის, მის ქვეშაგებისა თუ თეთრეულის შესახებ, უხსოვარი დროიდან შეიქმნა და გავრცელდა ხალხში ბევრი სხვადასხვა მინიშნება და ცრურწმენა. თუ რატომ არ შეიძლება სხვის ლოგინში დაძინება; რა დანიშნულება ჰქონდა ძველად მზითევში ქვეშაგების გატანებას და რა მინიშნებები უნდა დავიცვათ დღესაც საწოლთან დაკავშირებით, რომ სერიოზულ უსიამოვნებებს ავარიდოთ თავი, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა ტ.
– უპირველესად, მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება სხვის საწოლში დაძინება, რადგან თავადაც არაერთხელ მქონია ანალოგიური შემთხვევა, როცა სტუმრად ვყოფილვარ, იქ ღამის გასათევადაც დავრჩენილვარ და დილას თითქმის გამოუძინებელი ავმდგარვარ.
– ცოტა შორიდან დავიწყებ. ყველამ კარგად იცის, მით უმეტეს საქართველოში, რა მნიშვნელობა ჰქონდა ძველად ქალის მზითევს, რომლის უპირველესი შემადგენელი სწორედ ლოგინი გახლდათ, ანუ ქვეშაგები, შესაბამისი ატრიბუტებით. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, არც დღეს ამბობენ ამაზე უარს, მხოლოდ პრიორიტეტები შეიცვალა. მაგალითად, თუ მაშინ პრესტიჟული იყო, რამდენი ხელი ლოგინის გატანება შეეძლო პატრონს პატარძლისთვის, ახლა ეს ბინამ და მანქანამ ჩაანაცვლა, რომელსაც ლოგინი თავისთავად მოჰყვება. ეს, კარგი განწყობისთვის და ახლა ისევ ძველ საქორწინო ტრადიციას მივუბრუნდები. მოგეხსენებათ, ადრე, უმეტესობა, ანუ უბრალო ხალხი, მართლაც უბრალოდ ცხოვრობდა, თან მრავალშვილიანიც იყო და იშვიათად, რომ სახლში ახალდაქორწინებული შვილისა და მისი მეუღლისთვის სულ ახალი სარეცელი ჰქონოდა გამზადებული. სხვის ლოგინში ძილი კი, როგორც აღვნიშნეთ, ცუდის ნიშანია – შეიძლება, სხვა ადამიანის, ანუ მისი ყოფილი მფლობელის, ყველა უბედურება, ავადმყოფობა თუ გაჭირვება შენზე გადმოვიდეს. თუ, რატომ? – ამას ცალკე მოგახსენებთ. მაგრამ, სწორედ ხალხში გავრცელებული და ღრმად ფესვგადგმული, ხსენებული გადმოცემისა თუ ცრურწმენის გამო დამკვიდრდა, მზითევში სულ მცირე, ერთი ხელი ლოგინი მაინც გაეტანებინათ. მინიშნების მიხედვით, თუ სხვის საწოლზე საკუთარ ლეიბს, საბანს, ბალიშსა და თეთრეულს დააფენ, მაშინ ყველა მოსალოდნელ უბედურებას თავს აარიდებ.
– დავუბრუნდეთ ისევ სხვის ლოგინში ძილის პრობლემას...
– როგორც აღვნიშნე, საერთოდ, სხვის საწოლში ძილი ცუდის ნიშანია და უშუალოდ თქვენს თავდაპირეველ კითხვას რომ ვუპასუხო: რატომ ვერ იძინებთ ნორმალურად სტუმრად ყოფნისას, გეტყვით, რომ ეს ფაქტი არასასურველია სტუმრისთვისაც და მასპინძლისთვისაც. პირველს ეს შეიძლება, ავადმყოფობის ფასად დაუჯდეს, მეორისთვის კი – ჩხუბი და კონფლიქტის საწინდარია. ამიტომაც ჰქონდათ უწინ ტრადიციად, რომ ყველაზე ძვირფას სტუმარსაც კი, სათივეში აწვენდნენ. რა თქმა უნდა, დღეს ეს ნამდვილად არ გამოგადგებათ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, სტუმარი გასაშლელ სავარძელზე ან გასაბერ ლეიბზე მოასვენოთ.
– ლოგინის გასწორებასაც თუ აქვს მნიშვნელობა?
– აქვს და საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ამბობენ, ეშმაკი და ბნელი ძალა თეთრეულის ნაკეცებში იმალებაო. ამიტომ, საჭიროა, საწოლი ყოველთვის საგულდაგულოდ გაასწოროთ. უწესრიგო ადამიანი თავად დამართებს თავს ყველა უბედურებას, იქნება ეს სკანდლი, ღალატი თუ ჯანმრთელობის პრობლემები.  ამიტომ, თეთრეულის სისუფთავეზეც განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ. გაამზეურეთ და დაფერთხეთ ლეიბი, საბანი და ბალიშები. დარეცხილი ზეწრები და კონვერტები კი, შეინახეთ სპეციალურ სათავსოში ან კარადის თაროებზე. სარეცხი გასაშრობად აუცილებლად სუფთა ჰაერზე გაფინეთ, რომ თეთრეულს სასიამოვნო სუნი ჰქონდეს. ახალი, სუფთა, ქათქათა თეთრეული ძალიან მოსწონს „სახლის სულს, მბრძანებელს“ (დამავოის). გადმოცემების მიხედვით კი, სწორედ ასეთი უბრალო რიტუალებით შეიძლება, მისი კეთილგანწყობის მოპოვება.
– გამიგია, რომ არსებობს საწოლის მცველი, რომელზეცაა სწორედ დამოკიდებული ღამეული ზმანებები...
– ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ყოველ საწოლს თავისი მცველი ჰყავს და სწორედ ამიტომაც კრძალავდა ხალხური გადმოცემები ლოგინში ჭამას. მათი რწმენით, ეს კეთილ სულებს აბრაზებს, რის გამოც მერე უარს ამბობენ თქვენი ძილის დაცვაზე. ამიტომაცაა, კარგად გამაძღარს ღამით კოშმარები რომ აღარ გასვენებთ.
– რა მინიშნებები არსებობს კიდევ ღამის კოშმარებთან დაკავშირებით და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან?
– ასეთი უამრავია და რა თქმა უნდა, საწოლსა და ლოგინის თეთრეულს უკავშირდება. მინიშნებების მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როდის გამოცვლით თეთრეულს. ეს კი აუცილებლად შაბათი უნდა იყოს, რადგან თუ ამას სხვა დღეს გააკეთებთ, განსაკუთრებით კი კვირას, მთელი მომდევნო კვირა კოშმარები გაგტანჯავთ. საბნის შალითა (კონვერტი) და ბალიშისპირი უნდა გარეცხოთ მხოლოდ ამობრუნებული – შიდა მხრიდან გარეთ და ასეთივე გაფინოთ გასაშრობად. სხვა შემთხვევაში, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება მას, ვინც შემდეგ დაიძინებს ამ თეთრეულდაგებულ საწოლში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ ისაა და ეს უმეტესობამ არც იცის, რომ ცოლ-ქმრის სარეცელზე არათუ სხვისი დაძინება, არამედ მასზე ჩამოჯდომაც კი არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წყვილს შორის ჩხუბისა და კონფლიქტის მიზეზი გახდება.
– რა მინიშნება უკავშირდება პატრონის საწოლთან შინაური ცხოველის ძილს? მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ეს განსაკუთრებით კატებს უყვართ.
– კატების ამბავი ყველამ იცის და თავადაც ბევრს გამოუცდია, ალბათ, როგორ შემხტარა ძილში, როცა მოულოდნელად, საწოლში ნებიერად მწოლიარეს, ფეხებთან რაღაც რბილი და ღუნღულა შეხებია. ასეთმა მოულოდნელობამ შეიძლება დაგაფრთხოთ, მაგრამ ფეხებთან თუ არა, საწოლის გვერდითაც რომ სძინავს კატას, ეს ძალიან კარგია თქვენთვის. ფისოს თანაბარი კრუტუნი თქვენი ღრმა ძილის გარანტია, ხოლო – მშვიდი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ირგვლივ მყუდრო გარემო და სასიამოვნო ატმოსფეროა. მაგრამ, თუ ცხოველმა, რომელსაც მუდმივად თქვენი საწოლის გვერდით ეძინა, ადგილი შეიცვალა, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მათ შორის, სულიერ მდგომარეობასაც. ასე რომ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და იძინეთ მშვიდად.
скачать dle 11.3