კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რას ფიქრობენ თქვენზე

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ყველა ადამიანს აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე გარშემო მყოფები. ეს მარტივი ტესტი ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს თქვენს  ცნობისმოყვარეობას. იყავით გულახდილი,  ამოირჩიეთ სამი ვარიანტიდან ერთი პასუხი, შემდეგ შეკრიბეთ შესაბამისი ქულები და გაიგეთ, რას ფიქრობენ თქვენზე.
1. საყვარელი ადამიანი შემთხვევით გაანაწყენეთ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია:
ა) ბოდიშს მოუხდით – 1;
ბ) იფიქრებთ, რომ მაინც გაპატიებთ – 3;
გ) დანაშაულის გრძნობა დიდხანს შეგაწუხებთ – 2.
2. თქვენს მეგობარს დაბადების დღის მოლოცვა დაავიწყდა:
ა) დაელოდებით, იქნებ გაახსენდეს – 2;
ბ) დაურეკავთ და გულახდილად ეტყვით, რასაც ფიქრობთ – 1;
გ) განაწყენდებით, მაგრამ არ აგრძნობინებთ – 3.
3. ყოველთვის ახერხებთ შეინარჩუნოთ თქვენი დამოკიდებულება და აზრი?
ა) რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი ვარ – 3;
ბ) ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის კამათის მიზეზი – 1;
გ) ცდილობთ, გაიღიმოთ და ისე შეინარჩუნოთ თქვენი პოზიცია – 2.
4.  თუ თქვენს ზურგს უკან ჩურჩულებენ:
ა) ისეთ სახეს მიიღებთ, თითქოს არაფერი გესმით – 2;
ბ) შენიშვნას მისცემთ და როცა შესაძლებლობა გექნებათ, სამაგიეროს გადაუხდით – 3;
გ) შეეცდებით, გაიგოთ, რა დგას ამის უკან – 1.
5. თუ თქვენი პარტნიორი პაემანზე არ მოვიდა, იფიქრებთ:
ა) „ამაზრზენი ტიპია“ – 1;
ბ) „ალბათ, დაავიწყდა, რომ უნდა შემხვედროდა“ –  2;
გ) „ალბათ, გადამიყვარა“ – 3.
6. სად გირჩევნიათ შეხვდეთ დღესასწაულს?
ა) ფეშენებელურ რესტორანში – 3;
ბ) პიკნიკზე – 2;
გ) სახლში, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში – 1.
შედეგები:
6-9 ქულა – არ ცდილობთ, ყველასთვის მოსაწონი იყოთ.  იქცევით სამართლიანად და ისე, როგორც მიგაჩნიათ, საჭიროდ. ალბათ, სწორედ ეს არის თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო.
10-14 ქულა – ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, თქვენზე რომ ცუდი თქვას. თუმცა ცდილობთ, ადამიანებთან ურთიერთობისას „დისტანცია“ შეინარჩუნოთ, რადგან აუცილებლობად არ მიგაჩნიათ, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ.
15-18 ქულა – თუ ისეთი გზით ივლით, როგორითაც აქამდე დადიოდით, წარმოუდგენელია, რომ წინააღმდეგობები არ შეგხვდეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ კოპრომისზე წასვლა არ ნიშნავს საკუთარი თავის გაყიდვას. ურთიერთობას ვერავისთან შეინარჩუნებთ, რადგან ადამიანებს თავკერძა  ეგოისტი  ჰგონიხართ.
скачать dle 11.3