კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მაზლის ცოლმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია

მშობლები მკაცრად მზრდიდნენ, ყველაფერს მიკრძალავდნენ. რვა საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. არ მქონდა უფლება, მეგობრებთან ერთად სადმე გამესეირნა. რაც მე მომწონდა, იმას არ მაცმევდნენ. დათო რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მის გვერდით იმხელა სითბო და თავისუფლება ვიგრძენი, ვიფიქრე, რაც მშობლებმა დამტანჯეს, ამის გვერდით გავიხარებ-მეთქი. დათო ჩემი მეზობლის ნათესავია და მასთან ხშირად მოდიოდა. პირველად იქ ვნახე. მერე ჩუმად დავიწყეთ შეხვედრები და ცოლად მალევე გავყევი. მის ცოლობას ნამდვილად არ ვნანობ, არც დედამთილ-მამამთილი მყავს ცუდი, მაგრამ მაზლის ცოლმა დამაგლიჯა ნერვები. მასწავლებელია, მოვა სამსახურიდან, გადაიდებს ფეხი-ფეხზე და უნდა ემსახურო. სახლი დალაგებული, საჭმელი – მომზადებული, ბავშვი ნამეცადინები უნდა დავახვედრო, თორემ იწყებს ცხვირის აბზუებას და ბუტბუტს: უსწავლელი რომ ხარ ადამიანი, არც სამსახური გაქვს და არც ცოდნა, სახლის საქმე მაინც გააკეთეო. პირში არ მეუბნება, მაგრამ რომ ლაპარაკობს, ხომ ვხვდები, ჩემზე ამბობს. დიახ, არ მაქვს განათლება, რადგან ჩემს მშობლებს არ დავუჯერე და ადრე გავთხოვდი. ამის გამო, დღესაც მსაყვედურობენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ვინმეს მონა ვიყო? არ ვიცი, რატომ, მაგრამ თავი ისე უჭირავს, სიტყვასაც რომ ვერ გაუბედავ. საუკეთესო უნდა ეცვას, რადგან სამსახურში დადის და დასასვენებლადაც აუცილებლად უნდა იაროს ზამთარ-ზაფხულს. მე კი ხმა ვერ ამომიღია. დედამთილიც მის მხარეს იჭერს. ჩემი მაზლი არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ ისიც დაიმონა. ისე გვაზის თავზე, აბა, რამე აკადრე და გაუბედე. ერთხელ კი ვუთხარი ჩემს ქმარს, ნეტავ ბინა გვქონდეს ან ქირაობის შესაძლებლობა, ცალკე გადავიდოდით-მეთქი. მაგრამ ამას როგორ შევძლებთ. საკმაოდ დაბალი ანაღაურება აქვს და ფაქტობრივად, ჩემი მამამთილის კისერზე ვართ. ის გვაჭმევს და გვასმევს. ამას წინათ, ორივე რძალს ერთნაირი კოფთები მოგვიტანა. სიხარულით მორბოდა, რომ გავეხარებინეთ და უნდა გენახათ ჩემი მაზლის ცოლის რეაქცია: უი, ერთნაირები? მე ასეთებს არ ვიცვამ, რატომ გადაყარეთ ტყუილად ფულიო. ვიფიქრე, ახლა ამას ვეცემი თმებში და გავცლი, კაცს სიხარული ჩააშხამა-მეთქი. მაგრამ, რად გინდა, არავის არაფერი უთქვამს – ქმარიც, დედამთილიც და მამამთილიც გაისუსნენ. თავად ერთი შვილი ჰყავს და მე მეუბნება, რად გინდოდა ორს რომ აჩენდი, შენნაირი უსწავლელები რომ გამოვიდნენო? ამაზე სულ ვგიჟდები. არ ვიცი, რა რჯულია, რანაირი გულის ადამიანი. ასეთი უხეში და უტაქტო არავინ მინახავს. დილით, სახლში რომ არ არის, ვისვენებ. როგორც კი კარს შემოაღებს, მაშინვე ნეგატივი შემოაქვს. დედა უცხოეთში ჰყავს და ამას წინათ დაურეკა, ბინის ფული მოგიგროვე და გიყიდიო. ამის იმედიღა მაქვს. იქნებ, ისევ დედამისმა მიშველოს, უყიდოს ბინა და გადაბრძანდეს ქალბატონი თავისი ქმარ-შვილით. იქ ვინ ეყოლება მოსამსახურე, ეგაა საკითხავი, თორემ, მე კი დავისვენებ მისი „სწერვული“ გამოხდომებისგან.
ლიკა, 24 წლის.скачать dle 11.3