კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია


კითხვა: დისკომფორტს განვიცდი იმის გამო, რომ სახეზე ძალიან ბევრი შავი წერტილი მაქვს. მირჩიეთ, როგორ მოვიშორო, მართალია, რომ ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ამ წერტილების გამრავლებას?
პასუხი:
კანის ფორებში მოხვედრილი მტვერი, ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება „შავი წერტილები“, ანუ კომედონები. თუ სახეზე ასეთი შავი წერტილები და ფერიმჭამელები გაქვთ, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ, სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს, ასევე, აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი, რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რაც შეეხება ყავას, ის არ უწყობს ხელს კანზე შავი წერტილების გაჩენას.
კითხვა: ელექტროეპილაციის შემდეგ ყოველთვის მრჩება ნანემსრები. რა საშუალებით შეიძლება მათი მოცილება და რა სახის მკვებავს და დამატენიანებელს მირჩევთ?
პასუხი:
ნემსით ეპილაციის შემდეგ ყოველთვის რჩება ნანემსრები, მაგრამ რამდენიმე დღეში, უკვალოდ ქრება. კარგი იქნება, თუ ეპილაციის შემდეგ რომელიმე ანტისეპტიკურ მალამოს წაისვამთ. რაც შეეხება დამატენიანებელს და მკვებავს, ეს უნდა შეირჩეს კანის ტიპიდან გამომდინარე.
კითხვა: მაქვს კომბინირებული, ცხიმიანი სახის კანი. მაინტერესებს, ჩემი ტიპის კანს მაკიაჟის მოსაცილებლად რომელი უხდება – ტონიკი თუ რძე?
პასუხი:
თქვენს შემთხვევაში, მაკიაჟის მოსაცილებლად რეკომენდებულია შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკი.

скачать dle 11.3