№49 გვერდებსა და მუცელზე ცხიმების მოსაცილებელი ერთკვირიანი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია
ეს დიეტა, მართალია, მკაცრად დასაცავია, სამაგიეროდ, მუცლის არეში და წელზე ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ, საერთო ჯამში კი, კვირაში 3-დან 5 კილომდე დაიკლებთ. დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ უშაქრო ჩაი ან ყავა, მაგრამ არანაირი ტკბილეული, ცომეული და გაზიანი სასმელი. აუცილებელია მარტივი, წოლითი ვარჯიშების გაკეთებაც.
9 საათზე: ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი. შემდეგ კი, მიირთვით 1 ულუფა შვრიის (ჰერკულესის) ფაფა მარილის, შაქრისა და ცხიმის გარეშე, 2 კოვზი თაფლითა და 5 ცალი ნიგოზით.
12 საათზე: 1 ჭიქა იოგურტი, 1 ცალი ფორთოხალი.
3 საათზე: 250 გრამი მოხარშული თევზი, ცოცხალი ბოსტნეულის სალათა მწვანილებით, ანანასის ახალგამოწურული წვენი.
6 საათზე: 150 გრამი ხაჭო, ანანასი.
დაძინებამდე 1 საათით ადრე: კეფირი.