კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ უნდა შეარჩიოთ თმის შეჭრისა და შეღებვის დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით

გრძელთმიანი ადამიანები გაცილებით უფრო ენერგიულები არიან, ნაკლებად იღლებიან და ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. გარდა ამისა, ისინი უკეთ ინახავენ ენერგიას. როდესაც ადამიანი თმას იჭრის, ენერგიას კარგავს. თმა აუცილებლად უნდა დაიბანოთ, თუ რამე სანერვიულო შეგხვდათ. ის ჩამოგაცილებთ სტრესს და ნეგატივისგან გაგწმენდთ. დაღლილობის მოხსნა შესაძლებელია ხის სავარცხლით თმის ვარცხნითაც. თმა ჯერ უკან უნდა გადაივარცხნოთ, მერე უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ბოლოს კი მარცხნიდან მარჯვნივ. სასურველია, ეს პროცედურა, დღეში ორჯერ ჩაიტაროთ. ზოგადად, ადამიანის თმა კოსმოსიდან იღებს ენერგიასა და ინფორმაციას, შემდეგ კი, მისი მფლობელის სასიკეთოდ იყენებს. თმის შეჭრა და მოვლა სასურველია მთვარის კალენდარს შეუსაბამოთ. მთვარის დღეები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე და აგრეთვე, მომხიბვლელობასა და სილამაზეზე. ამიტომ, სასურველია, სწორედ მთვარის კალენდრის მიხედვით, სწორად შეარჩიოთ დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა, შეღებვა ან თმაზე სხვა მანიპულაცია.
მთვარის ფაზები გავლენას ახდენს თმის ზრდაზეც. სავსემთვარეობის და მზარდი მთვარის პერიოდში თმა უფრო სწრაფად იზრდება და ჯანსაღდება, ხოლო  კლებადი მთვარის პერიოდში –  პირიქით, ანელებს ზრდას. მაგალითად, ვისაც თმის სწრაფად გაზრდა სურს, თმა უნდა შეიჭრას მზარდი მთვარის პერიოდში. ხოლო ვისაც, მოკლე თმა მოსწონს, უნდა, რომ მისი ზრდა შენელდეს, რათა ვარცხნილობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს, თმა უნდა შეიჭრან კლებადი მთვარის პერიოდში. თმის შეჭრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში.
კვირის ყოველ დღეს ჰყავს თავისი მფარველი პლანეტა, რომელიც კვებავს მას საკუთარი ენერგეტიკით და ყველაფერზე ტოვებს კვალს, რასაც კი ადამიანი დღის განმავლობაში აკეთებს. იგივე ეხება თმის შეჭრის პროცესსაც. თუ იცით, რომელ დღეს დაიბადეთ, ნუ შეიჭრით თმას იმ დღეს, რადგან ამით შეეწინააღმდეგებით საკუთარ ბედს და წინ აღუდგებით ბედნიერებას. გთავაზობთ თმის შეჭრის რეკომენდაციებს კვირის დღეებისა და საკუთარი დაბადების დღის გათვალისწინებით:
ორშაბათი (მთვარე) – კარგი დღეა თმისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩასატარებლად. შეგიძლიათ, თამამად შეიჭრათ თმა, შეიცვალოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. ამით შეძლებთ მოიშოროთ ყველა ნეგატივი და პრობლემები უკან მოიტოვოთ. ორშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას დაბადებულთათვის.
სამშაბათი (მარსი) – თმის შეჭრა ახალი ენერგიით  აღგავსებთ, მოგანიჭებთ ძალასა და გამბედაობას, გახდებით უფრო აქტიური, რითაც შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სასურველია, ამ დღეს თმა შეიჭრან სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა. სამშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათსა და პარასკევს დაბადებულთათვის.
ოთხშაბათი (მერკური) – ამ დღეს თმის შეჭრა მიზანშეწონილია, თუ გსურთ ცხოვრება გახდეს მეტად საინტერესო, გქონდეთ მეტი სიახლე, შეიძინოთ მეტი ახალი მეგობარი. ამ დღეს თმის შეჭრა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და ლოგიკური აზროვნების უნარს. ოთხშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ხუთშაბათს დაბადებულთათვის.
ხუთშაბათი (იუპიტერი) – ამ დღეს თმა შეიჭერით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოაგვაროთ სოციალური პრობლემები, შეცვალოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან. თუ თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ, გაზარდოთ საკუთარი წარმატების შანსი. ხუთშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის.
პარასკევი (ვენერა) – თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. ამ დღეს ორგანიზმში შენელებულია ბიოქიმიური პროცესები. თმის შეჭრით თქვენ იცვლით არა მხოლოდ ვარცხნილობას, არამედ გარეგნობასაც. ამიტომ, თუ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, უმჯობესია, თმის შესაჭრელად სხვა დღე აირჩიოთ. ზოგადად, პარასკევს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და იცვლის სტრუქტურას. პარასკევს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს დაბადებულთათვის.
შაბათი (სატურნი) – საუკეთესო დღეა თმის შეჭრისთვის. ამ დღეს შეჭრილ თმასთან ერთად, სუფთავდება კარმა, აღდგება თქვენი ბიოველი და თავისუფლდებით ნეგატიური გავლენებისგან. ძლიერდება საკუთარი თავის რწმენა. ამასთან, აღდგება დაზიანებული თმის სტრუქტურა და თმა უფრო მაგარი და ჯანმრთელი ხდება. შაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული კვირას დაბადებულთათვის.
კვირა (მზე) – ცუდი დღეა თმის შესაჭრელად, შეიძლება, ზურგი შეგაქციოთ იღბალმა და კეთილდღეობამ. კვირას თმის შეჭრა განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის.скачать dle 11.3