კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დეპრესია (დეპრესიული სინდრომი) ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება  ფიზიკური (ზოგადი ტონუსის დაქვეთება, მოძრაობების შენელება, საკვების მონელების შენელება) და ფსიქიკური (დათრგუნული გუნება-განწყობა, შენელებული ფსიქიკური პროცესები) დარღვევებით. ეს სიმპტომები შესაძლებელია სხვადასხვანაირად გამოვლინდეს – დათრგუნული გუნება-განწყობით – სევდიანობით, ინტერესების დაკარგვითა და ღრმა მწუხარებით; მძიმე შემთხვევებში – საკუთარი სიკვდილის სურვილით;  ფსიქიკური პროცესების შენელება ვლინდება აზროვნების შენელებით, აზროვნების „გაყინვისა“  და გონებრივი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის განცდით; მოძრაობათა შენელებით – უმნიშვნელო, რთულად შესამჩნევი უხალისობითა და ერთ პოზაში საათობით გაშეშებით.
ცალკეული დარღვევების გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ რბილ ან უხალისო დეპრესიასა და აჟიტირებულ დეპრესიას, რომლის დროსაც სევდას თან ახლავს „მოძრაობითი ქარიშხალი“, სასოწარკვეთის აფეთქებები.
გარემო ფაქტორებით განპირობებული ფსიქოფიზიკური ტონუსის პერიოდული შემცირებისგან განსხვავებით, რაც დამახასიათებელია როგორც ჯანმრთელი, ასევე ავადმყოფი ადამიანებისათვის, დეპრესია წარმოადგენს მდგრად მტკივნეულ მდგომარეობას, რომელიც გრძელდება გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგადაც. ასეთ მიზეზებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ქრონიკული გადაძაბვა, ფსიქიკის ტრავმული სიტუაციის გახანგრძლივება (ეგრეთ წოდებული, გამოფიტვის დეპრესია), ასევე გადატანილი სტრესი (რეაქტიული დეპრესია).
ასაკოვან ადამიანებში დეპრესია შესაძლოა, განვითარდეს  ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ. ასევე, ექიმის კონტროლის გარეშე  მედიკამენტების მიღებამ, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ, შესაძლებელია გამოიწვიოს ხანგრძლივი დეპრესიული მდგომარეობა.
დეპრესია უმნიშვნელო მიზეზის შემდეგაც კი ადვილად ვითარდება ფსიქიკურად დასუსტებულ ან არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანებში (ნევროზების, ფსიქოპათიების, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული ან  სისხლძარღვოვანი დარღვევებისას, ასევე ქრონიკულ ალკოჰოლიკებში, კლიმაქტერულ პერიოდში მყოფ პირებში და სხვა). დეპრესია  ხშირად გამოვლინდება სენილური ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს,  ის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის ერთ-ერთი ფაზაა.
სუსტი ხარისხის დეპრესიაც, რომელიც, როგორც ზოგჯერ ფიქრობენ, „თავისით გაივლის“, ადამიანს ართმევს სიხარულს, ხელს უშლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, იწვევს ცხოვრებისეული პოზიციების დაკარგვას. გარემოს აღქმისა და შეფასების განსაკუთრებული ხასიათი ავადმყოფს ძლიერ მგრძნობიარეს ხდის. ამ დროს ყველაფერი „მუქ ფერებში“ ჩანს, უმნიშვნელო მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს თვითკონფლიქტი, ურთიერთობების გაწყვეტა ახლობლებთან და სუიციდიც კი. დეპრესიის სიღრმის ზრდასთან ერთად თვითმკვლელობის ალბათობა მცირდება (ავადმყოფის მოძრაობითი დამუხრუჭების გამო), თუმცა სევდის განცდა კვლავ მძიმეა.
პრესენილური ფსიქოზის დროს დეპრესია ან შიზოფრენია  ახლობლებისთვის საშიშია ეგრეთ წოდებული ალტრუისტული მკვლელობის ჩადენის საშიშროების გამო, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ მის, არამედ მისი ახლობლების სიცოცხლესაც აზრი არ აქვს.
იმ ავადმყოფებს, ვისაც გამოხატული აქვთ დეპრესია, როგორც წესი, სტაციონარში მკურნალობენ. ამბულატორიული მკურნალობის დროს აუცილებელია შესრულდეს ექიმის დანიშნულება წამლების მიღებისა და კვების რეჟიმის სრული დაცვით. ასეთ შემთხვევებში დანიშნული  მრავალი პრეპარატის  (ანტიდეპრესანტები) მიღება შეუთავსებელია ზოგიერთ საკვებ პროდუქტთან ერთად (ყველი, ყავა, ნაღები).  წამლების მიღების პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის დალევა, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის – კოლაფსის განვითარება. ზოგიერთი ანტიდეპრესანტის მიღებისას შესაძლებელია აღქმისა და საპასუხო რეაქციების პროცესების შენელება, ამიტომ ავადმყოფებისთვის იკრძალება სატრანსპორტო საშუალებების მართვა.скачать dle 11.3