კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 გამარჯვება ყველას უნდა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

უნებლიეთ პირველები

​არჩევნები ისეთი რამაა, გამარჯვება რომ ყველას უნდა, იმის მიუხედავადაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სკამი ერთადერთია.
ამიტომაც გაერთიანებულად წოდებული ოპოზიციის კანდიდატის გარშემო ბევრნი (და მერე რა, რომ დამოუკიდებლად ვერც ერთ არჩევნებში ვერასდროს გადალახეს საარჩევნო ბარიერი?!) შეიკრიბნენ – რევოლუციური შემართებით, რიგგარეშე საპარლამენტოს ჩატარების იმედით, სადაც უფრო ბევრი სკამია და იქნებდა, მათაც შეხვდეთ.
ჰოდა, სავარაუდოდვე, ამ მოტივებით, აცხადებენ, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუმცა დასავლელები უკვე მიესალმნენ არჩეულ პრეზიდენტს, ავანსცენაზე „ნატოს“ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელიც გამოჩნდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ანუ ჯეიმს აპატურაი და სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა (მოუთმენლად ველოდები, როდის შევხვდებით ერთმანეთს და მუშაობას განვაგრძობთო). აშშ-ს ადმინისტრაციამაც შემოგვაწია მზადყოფნა სათანამშრომლოდ, საფრანგეთის პრეზიდენტს ხომ ვერავინ დაასწრო მისალოცი ბარათი.
ერთი სიტყვით – არჩევნები თავისუფალი და კონკურეტუნარიანი იყოო  –ბრძანეს დასავლეთიდან. მეორე მხრივ, ამის მიუხედავადაც, ქართული ოპოზიციის ნაწილს, რომლებიც თანაუგრძნობდნენ რა გრიგოლ ვაშაძეს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალსაც იბევებდნენ (ასეთი მერკანტილურია მშობლიური პოლიტიკა), ბუნებრივია, აქვს უფლება, არ დაეთანხმოს დასავლეთს და დაუჯეროს რუს პიარკონსულტანტ ბ-ნ შკლიაროვს (რომელმაც არჩევნებამდე დაგვიანონსა რევოლუცია დეკემბერში). ოღონდ ისე მოხდა, რომ ამ ჩვენმა ქვეყანამ უნებლიეთ მაინც მოახერხა გამოჩინებულიყო რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბოლოს და ბოლოს, ქალი აირჩია პრეზიდენტად, რაც, ცხადზე უცხადესია, ქვეყნის იმიჯისთვის ფრიად და ფრიად დადებითი კომპონენტია. -

скачать dle 11.3