კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ ვერ აქცევდა გიორგი ორბელაძე მეუღლეს ყურადღებას და როგორ დარჩნენ ის და ნინი უფულოდ კვიპროსზე

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილემ, გიორგი ორბელაძემ, შეუძლებელი შეძლო და ამ საკონკურსო პერიოდში, ბოდიბილდერების ყველაზე დიდი ჩემპიონატიდან „მისტერ ოლიმპიადან“ ვერცხლის მედლით დაბრუნდა, როგორ მოახერხა გიორგიმ ეს ყველაფერი, ამას თავად და მისი მეუღლე, ნინი მასპინძელაშვილი გვიამბობენ
გიორგი: როდესაც  მივიღე შემოთავაზება ტელეკომპანია „იმედიდან“, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიმეღო მონაწილეობა, რადგან სჭირდებოდათ, განსხვავებული გარეგნობის, ათლეტური აღნაგობის ბოდიბილდერი, რომელიც ხალხს გააკვირვებდა, რომ ცეკვა შეეძლო, სიმართლე გითხრათ, ამისთვის მზად არ ვიყავი. ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად დრო მოეცათ. ყოველთვის მქონდა ცეკვის კომპლექსი, ერთადერთხელ ვიცეკვე ვალსი – ქორწილში, ჩემს მეუღლესთან ერთად. ისიც, ცოტა ხნით მასწავლებელი ავიყვანეთ და რაღაცნაირად შევძელი, რომ მეცეკვა. პროექტში კი ბევრად რთული ცეკვების შესრულება მომიწევდა, ამიტომ არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული. გარდა ამისა, ვემზადებოდი შეჯიბრებისთვის, რომელზე გასვლაზეც სულ ვოცნებობდი. დღეში ორჯერ ვარჯიში, დიეტა, რომელიც საკმაოდ რთულია, პლუს ამას, ყოველდღიური რეპეტიციები, სამსახური... წარმოდგენა არ მქონდა, ყველაფერს ერთად  როგორ შევძლებდი. თუმცა, დედაჩემმა ძალიან მთხოვა, რომ მონაწილეობა მიმეღო. როგორც აღმოჩნდა, დედაჩემი ყოველ სეზონზე აქტიურად ადევნებდა თვალს ამ პროექტს, გულშემატკივრობდა მონაწილეებს და  ერთი დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ მისი შვილი აქ ენახა... და ასევე, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ შევძლებდი და უნდა მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში.
ნინი: ვიცოდი, რომ  გიორგი „იმედზე“ მიდიოდა რაღაც გასაუბრებაზე და როცა დაბრუნდა, მითხრა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღება შემომთავაზესო. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ გიორგი და ცეკვა ერთად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ხელი არ შემიშლია და არ მითქვამს, არ გახვიდე-მეთქი. ერთადერთი, ის ვუთხარი, შეჯიბრებისთვის ემზადები და ან ერთი აირჩიე, ან მეორე, იმიტომ რომ შეიძლება, ასეთ დატვირთვას ფიზიკურად ვერ გაუძლო-მეთქი. მან ორივე აირჩია. მსოფლიო ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწია და დარწმუნებული ვარ, „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“ ფინალამდე ან ნახევარფინალამდე მაინც მივალთ.
– გიორგი, რთული აღმოჩნდა შენთვის ცეკვა, მით უმეტეს, ამ მძიმე რეჟიმის დროს?
გიორგი: ამჟამად ას ორი კილოგრამი ვარ, მთლიანად კუნთის ხარჯზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სხეულს კარგად ვფლობ, ცეკვის დროს ამხელა წონის კონტროლი მაინც ძალიან რთულია. ცეკვას სპეციფიკური დგომის, ნაბიჯების მანერა სჭირდება, ხერხემალი როგორ დაიჭირო. თანაც, ვცეკვავ პარტნიორთან ერთად. ცეკვის დროს ყოველთვის მამაკაცია წამყვანი, ქალს მამაკაცი უნდა მართავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტნიორი პროფესიონალია, ბევრი რამ ჩემზე არის დამოკიდებული. ერთი ზედმეტი მოძრაობა და ამხელა მასა ამ პატარა გოგონას ისე დაუკარგავს კოორდინაციას, რომ ამის შემდეგ მისთვის ცეკვის გაგრძელება საკმაოდ რთული იქნება. ბევრად უფრო მძიმე ვარ, ვიდრე ჩემი პარტნიორი და ცოტა გადახრა-გადმოხრაზეც შეიძლება წავაქციო. თავიდან, როდესაც სწორად ნაბიჯების გადადგმაც კი არ ვიცოდი, ბევრი კურიოზული მომენტი იყო. ყველა ცეკვას თავის ნაბიჯები აქვს და პირველად სწორედ ამას ვსწავლობდი, როგორ უნდა მევლო და თავი როგორ დამეჭირა. თუმცა ჩემი პლუსი ის არის, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ვარ ძლიერი, ადვილად შემიძლია პარტნიორის ხელში აყვანა და ეს მეხმარება, რომ უფრო შევფუთო. მაინც ძალიან რთული გამოვიდა, დამღლელი იყო. რეალურად დრო და ენერგია არ მყოფნიდა – დღეში ორჯერადი ვარჯიში დარბაზში და პლუს სამსააანი ცეკვის ვარჯიში. ძალიან დიდი დრო და ნებისყოფა დასჭირდა. თუმცა საბოლოო ჯამში, მივედი შეჯიბრებამდე. ამ ყველაფერს გავუძელი და ბედნიერი ვარ, ვერცხლის მედალი ჩამოვიტანე. ახლა უფრო მეტი დრო მექნება, ჩემს მეუღლეს, სამსახურს, რეპეტიციებს დავუთმო.
ნინი: ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს და ეს ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ არა უშავს, ერთობლივად გადავლახავთ ამ პერიოდს, ეს დროებითია. ისევ ჩემთან იქნება და მომაქცევს იმ ყურადღებას, რასაც ვიმსახურებ.
–  რამდენად კომფორტულად ხარ ახალ პარტნიორთან?
გიორგი: ხუთი კვირის განმავლობაში მყავდა უკრაინელი პარტნიორი, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ იყო ჩამოსული, შემდეგ უკრაინელი
ქორეოგრაფების და მოცეკვავეების ჯგუფი პროექტს გამოეყო და, შესაბამისად, ჩემი პარტნიორიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში. მეც ახალი შემირჩიეს. ჩემდა სასიხარულოდ, ამ ცვლილებამ გაამართლა – ახალ პარტნიორთან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ენის ბარიერიც არ მაქვს, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თავის საქმეში პროფესიონალი, კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ძალიან მეხმარება, შევისწავლო ახალი ცეკვა და საინტერესო შოუ ვაჩვენოთ მაყურებელს.
– ნინი, გიორგის თაყვანისმცემლები მოემატა, ცეკვის დროს ეუბნებიან, რომ კარგი წყვილია, ეჭვიანობის მომენტები ხომ არ გაქვს?
ნინი:
ეჭვიანობა არ მომმატებია, პირიქით, დარწმუნებული ვარ გიორგიში, ვენდობი. მეწყვილეც იმდენად კარგი და საყვარელი გოგონა ჰყავს, შეუძლებელია, მასზე იეჭვიანო. უკრაინელი გოგონაც, მანამდე გავიცანი, სანამ გავიგებდი, რომ გიორგის მეწყვილე იქნებოდა.
გიორგი: მე ვთვლი, რომ როდესაც გყავს მეუღლე, მაშინ მთავარი ფაქტორი არის, როგორ შეგიწყობს ის ხელს. მეუღლეს სჭირდება ყურადღება, მით უმეტეს, როდესაც ახალი შექმნილი ოჯახია, როდესაც შენ ძალიან დაკავებული ხარ, ემზადები, ცეკვავ, მუშაობ, არ გცალია შენი პირადი ცხოვრებისთვის,  ეს ყველაფერი რომ გაგიგოს, ძალიან რთულია მეუღლისთვის. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ შენი წარმატება, იგივე შენი და შენი მეორე ნახევრის წარმატებაა. ნინის ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, მეხმარებოდა ყველანაირად, საჭმლის მომზადებაშიც, რაც დიეტისთვის მჭირდებოდა. გაგებით ეკიდებოდა იმისაც, რომ არ მქონდა დრო, რომ მისთვის დამეთმო. ნინის დილით ვნახულობდი და ღამით, როცა ერთად გვეძინა. შეჯიბრებამ ჩაიარა, ახლა უფრო მეტი დრო მექნება, მეუღლეს დავუთმო, შემიძლია ვჭამო, რაც მინდა და მეტი ხალისია.
– გიორგი, მოგვიყევი შეჯიბრების შესახებ, რომლიდანაც ვერცხლის მედლით დაბრუნდი.
– შეჯიბრება ტარდებოდა, იტალიაში ვენეციასთან, ეს არის „მისტერ ოლიმპია“, ამ სფეროში, მსოფლიოში ყველაზე ელიტური სახეობის შეჯიბრებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე მაღალი რანგის. მთელი მსოფლიოდან სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას და უდიდესი კონკურენცია იყო. სანამ სცენაზე გადიხარ, გიწევს ეგრეთ წოდებულ, „ფამფინგ რუმსში“ შესვლა, სადაც ყველა ემზადება, შეჯიბრებისთვის იღებება, პატარა ვარჯიშებს აკეთებენ, ხურდებიან... დიდი დარბაზი იყო, მაგრამ იმდენი მონაწილე, ძლივს ერთი ადგილი ვიპოვე, რომ სადმე ჩავკვეხებულიყავი. ყველა მონაწილე ძალიან კარგად იყო მომზადებული და ჩემი პირველი ემოცია ის იყო, რომ ამდენ ხალხში ჭიდაობა გამიჭირდებოდა. შემდეგ, როდესაც ტოპ 5-ეულში გამომაცხადეს, იმედი მომეცა. მსაჯები სხეულის ყველა დეტალს აკვირდებიან, როგორი ნაშრომი გაქვს. ყველაფერს გენეტიკა წყვეტს, იმიტომ რომ იქ ყველა მონაწილეს ნაშრომი აქვს, ყველას – დიდი და მშრალი კუნთი. საბოლოო ჯამში, მაინც ესთეტიკა იგებს, ვიწრო წელი, განიერი ბეჭები, მთლიანი რელიეფი და ფორმა. დავიკავე მეორე ადგილი და ვიყავი გულდაწყვეტილი, იმიტომ რომ შემეძლო მოგება. გამარჯვებულს რომ ვუყურებდი, არაფრით იყო ჩემზე უკეთესი. ამ შეჯიბრებაზე პირველად ვიღებდი მონაწილეობას. საერთოდ, საქართველოდანაც პირველად ჩავიდნენ სპორტსმენები. ამ ყველაფრის ფონზე, რომ პირველად გამოვჩნდი, ეს უდიდესი გამარჯვებაა. ჩემთან ერთად ორი სპორტსმენი იყო – ვახტანგ კოპაძე და გიორგი ოქროპირიძე. სხვა კატეგორიებში მონაწილეობდნენ და მათაც ვერცხლი ჩამოიტანეს.
ნინი: დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა, ვეუბნებოდი, აუცილებლად ჩემპიონი ჩამოხვალ-მეთქი და მართლაც ჩემპიონი ჩამოვიდა.
– გიორგი, შეჯიბრების შემდეგ პირველად რა შეჭამე?
– პირველად, რა თქმა უნდა, პიცა შევჭამე. წავედი იტალიურ რესტორანში, სადაც მივირთვი ძალიან დიდი პიცა,  დიდი თეფშით პასტა და გავაკვირვეთ იქაური მიმტანები. გვეკითხებოდნენ, კიდევ ვინმეს ხომ არ ველოდებოდით. მინდა გითხრათ, რომ ნინი აკეთებს მაგარ პიცას და იმდენად მიჩვეული ვიყავი, იქაური პიცა სულ არ გამკვირვებია.
–  დაქორწინებამ რა შეცვალა თქვენს ურთიერთობაში?
–  პიროვნებასთან დამოკიდებულებაში ქორწინება არაფერს ცვლის – როგორც გვიყვარდა ერთმანეთი, ისე გვიყვარს. ალბათ, ცვლის ცხოვრების წესს. ვთქვათ, აქამდე თუ მთელ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ახლა მეტ დროს ოჯახს ვუთმობ. აქამდე თუ ცალ-ცალკე დავდიოდით სამოგზაუროდ, ახლა ერთად დავდივართ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ  სანამ შეყვარებულები ვიყავით, მშობლებისა და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ერთად სადმე წასვლას ვერ ვახერხებდით. ახლა ვახერხებთ და მინდა, რომ ჩვენი ქორწინების ეს პირველი პერიოდი უფრო გართობისთვის გამოვიყენოთ, ერთად მეტი დასამახსოვრებელი გავაკეთოთ.
ნინი: აქამდე რამდენიმე მოგზაურობა მოვახერხეთ – ეგვიპტეში გატარებული თაფლობის თვის შემდეგ მეგობრებთან ერთად კვიპროსზე წავედით. რვა კაცი ვიყავით ერთი კვირის განმავლობაში, ძალიან კარგი დრო ვატარეთ. იქ უფრო ღამის ცხოვრება იყო და ისე გავერთეთ, რომ რაც გვქონდა დაგეგმილი, განსაზღვრული, ამ „გულაობით“ ყველას ბიუჯეტი ამოვწურეთ, ბოლო ორი დღე უფულოდ დავრჩით და ძმაკაცს ვესესხეთ. ძალიან დასამახსოვრებელი იყო.
скачать dle 11.3