კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ვინ დაადო შუბლზე იარაღი გია ნიკოლაძეს და რის გამო იკლავდა თავს ზღვაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

იშვიათად მინახავს ისეთი ხიფათიანი და ამავდროულად, იღბლიანი, ცხოვრების მოყვარული ადამიანი, როგორიც გია ნიკოლაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ სიკვდილს თვალებში ჩახედა, მაინც არ ეშინია და როგორც თავად ამბობს, მიქელგაბრიელს დაუძმაკაცდა. ფაქტია, მისი ანგელოზის მფარველობა რომ არა, დღეს ამქვეყნად არ უნდა იყოს. მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველაფერი ბედისწერის ნებაა და თუ ადამიანს სიკვდილი არ გიწერია, ნებისმიერ განსაცდელს, უვნებელი ასცდები.
გია ნიკოლაძე: ბედს არ უნდა ერჩოდე, რაც იყო, იმას გაუმარჯოს, რაც არის – იმასაც და რაც იქნება – იმასაც. როგორც ამბობენ, ომში ზოგი სანგარში იმალება და ტყვია მაინც პოულობს, ზოგი კი, სულელივით დარბის სანგარიდან სანგარში, მაგრამ ტყვია არ ეკარება. ცხოვრებაში, რაიმეს შექმნისას, წვალება არ მიწევს, ყველაფერი თავისით ხდება. მაგრამ დავაკვირდი და სამწუხაროდ, შექმნა კი არა, ცხოვრების გატანაა სირთულე. თუმცა, როგორც იტყვიან, ჩემს იღბალს რევოლვერის ტყვია ნაწვალებ შრამებად ატყვია.
– ბევრჯერ გადაურჩი სიკვდილს. რას განიცდიდი, როცა სიკვდილს თვალებში უყურებდი და გრძნობდი, ცხოვრების დასასრული დგებოდა?
– ძალიან ბევრჯერ ჩამიხედია სიკვდილისთვის თვალებში, იმდენად ბევრჯერ, რომ შევეჩვიე და უფრო მეტიც, დავუძმაკაცდი კიდეც. მოკლედ, ჩემთვის, იარაღი რამდენიმეჯერ აქვთ თავზე მოდებული. დიდი შანსი იყო ესროლათ, მაგრამ ცოცხალი ვარ. მახსოვს, როცა იარაღი თავზე მომადეს, ვუთხარი: მაგით ვერ შემაშინებთ-მეთქი. მერე, კიდევ რომ მომადეს, ისევ ვუთხარი: ვინც არ მესროლოს, იმის დედა მ...ნ-მეთქი.
– ამ სიტყვების მერე ხომ უფრო დიდი შანსი იყო, რომ ესროლათ?
– დიახ, ეს, პროვოცირებას უწევს იარაღის წართმევის შიშით დამფრთხალ მოწინააღმდეგეს და სროლას აიძულებს. მე არ შემშინებია და გადავრჩი კიდეც. თუმცა, ერთმა მესროლა, სასწაულად გადავრჩი და იმ წამს მივხვდი, მფარველი ანგელოზი რეალურია და ის გვიცავს. ერთხელ, მაგარი ნასვამი ღამის სამ საათზე აბობოქრებულ ზღვაში შევედი. რაღაც სისულელეზე გავბრაზდი და ზღვას მივენდე, თუ დამნაშავე ვარ, დამახრჩოს-მეთქი. როცა შევედი, მერე გავიაზრე, რა საშინელი შტორმი იყო. თან, კოკისპირულად წვიმდა. აი, მაშინ ყველაზე ახლოდან ჩავხედე სიკვდილს თვალებში. სარეცხი მანქანასავით ჩამიხვია, მატრიალა და დავნებდი. გონს რომ მოვედი, ნაპირთან ვიყავი, ძალა საერთოდ აღარ მქონდა. უზარმაზარი ტალღა წამოვიდა და უკან შეთრევა დამიპირა, იდაყვით ძელივით ჩავერჭე კენჭებში და თან, ალბათ, თავადაც დამინდო – ჯერ ადრეაო და აღარ წამიღო. ტანსაცმელი, მობილური და საფულე წამართვა. წარმოიდგინეთ, ზღვიდან შორს დავდე და იმხელა შტორმი იყო, იქამდე ამოსულა. ის ღამე გასაბერ კარავში გავათენე. კოკისპირულად წვიმდა და ვფიქრობდი, ზღვა არა, მაგრამ ფილტვების ანთება მომკლავს-მეთქი. დილით კი, სპორტსმენივით ჯანმრთელი ვიყავი და ბათუმიდან გონიომდე ფეხით ჩავედი ჩემს ნათლულთან, ვითომც არაფერი (იცინის). მაშინ მივხვდი, ღმერთის სიყვარულით, ნიკოლაძე თანახმაა, სპორტული სიარულით დედამიწა მოიაროს (იცინის). პატარა რომ ვიყავი, მეგობარს ბაბუაჩემის თოფი გაუვარდა. სკამზე იდო, ბაბუას გადატენილი დარჩენია და ბეწვზე ამცდა. იმ ტყვიის ზუზუნის ხმა არ დამავიწყდება, სულ ყურში მესმის. რაც თავი მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები სიმაღლეებზე დავძვრებოდით – მთებზე, კლდეებზე... სიმაღლეებიდან ხტომაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ექსტრემის მოყვარულ წრეში გავიზარდე. იქაც ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს. ამიტომ ვამბობ, სიკვდილს შევეჩვიე, მიქელა ჩემი ძმაკაცია (იცინის).
– რაც წლები მოგემატა, ცხოვრება თუ გადააფასე და არის ისეთი მომენტები, რასაც შეცდომად მიიჩნევ და გონებიდან ამოშლიდი?
– სიცოცხლეში კი არა, სიცოცხლის ბოლოს მივხვდებით, რა გვეამა და რა გვეწყინა იმ განვლილ გზაზე, რაც ცხოვრებაში გამოვიარეთ. ამიტომ, ჯერ ვერ გეტყვით, რომელი საქციელი იყო შეცდომა და რომელი – მართებული. ბევრია ისეთი ეპიზოდი, რისი გახსენებაც ადამიანს არ უნდა და არც იხსენებს. მეც, ასე ვარ. თუ შინაგანად მონანიებული გაქვს, მაშინ უფრო გიადვილდება. ზოგადად, არის ცხოვრების გარკვეული ეტაპები, რომლებიც გონებიდან უნდა ამოიღო, რათა ცხოვრებას კარგი მიმართულება მისცე და დასახულ მიზანსაც ასე მიაღწევ, მიზანს, რომელიც სიცოცხლეზე და ყველაფერზე მეტია. ამ მიზნის გარეშე ცხოვრება მხოლოდ ყოფითი მხარეა. იდეაა მთავარი და კაცმა მისი რეალიზებისთვის უნდა იცხოვროს. ასე მგონია, რაც იყო, უნდა ყოფილიყო. ივანე კოტორაშვილივით უნდა გაჰყვე მდინარეს, რაც გასმევს და გაქეიფებს, გაშიმშილებს და გიმკურნალებს. ეს თავისით ხდება, მთავარია, ის მდინარე დაინახო, რომ გაჰყვე და გატაროს.
– გია, როგორც ვიცი, ერთი პერიოდი, საკმაოდ ბევრ ალკოჰოლურ სასმელს სვამდი, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნა და C ჰეპატიტის გამო, მკურნალობის კურსის ჩატარებაც მოგიხდა. ახლა როგორ გრძნობ თავს?
– მკურნალობამ მაგრად გამომაცოცხლა, თავს კარგად ვგრძნობ. უბრალოდ, მკურნალობის მერე, ნერვები რომ დამეცხრო, სმა მომიწია. მკურნალმა პრეპარატებმა ძალიან ნერვიული გამხადა, თუმცა, ღირდა. საკმაოდ კარგი პროგრამა ჩაატარეს და მინდა ამის გამო, ბევრი ადამიანისა და ჩემი სახელით, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ეს მოიფიქრა.
– თქვი, მკურნალობის მერე, ცოტა ნერვიული გავხდიო. საკუთარ თავშიც ხომ არ ჩაიკეტე?
– არა მგონია, ჩაკეტილი ვიყო, ძალიან დიდ ხორუმში ვარ ჩართული (იცინის). ბავშვობაში ქარსაც ვეწინააღმდეგებოდი, 40-ის რომ გავხდი, ასე მგონია, ქარი ვიცანი. ასე რომ, ახლა იმას ვემორჩილები, რასაც ბავშვობაში ვერჩოდი. ეს ორმოცი წლისამ ვიგრძენი, მანამდე, ასე არ იგრძნობოდა. ცხოვრება სულ ბეწვის ხიდზე მატარებს, ხელში მიჭირავს სასწორი, წონასწორობის დამცავი და არა, რამის ამწონი. და, თუ სულ ასე მომიწევს წონასწორობის ტარება, თუნდაც ცერებზე მიწიოს, მაინც არ დამეზარება... ცხოვრება წუთში ეტევა, ასეა ღმერთის ნება, მხოლოდ, სურათი დარჩება, ჩიტი კი გაფრინდება... ცხოვრების ვადა წუთია, სიყვარულის კი – ერა, თუ გეწვია და დაგტოვა, გერჩივნოს მისი ქება... გახსოვდეს, სიძულვილია, იქვე რომ იმალება... რაც დაგიტოვა, იკმარე, რომ დაბრუნება სურდეს... გიჯობს, რაც იყო, გიყვარდეს, ვიდრე რაც არის – გძულდეს. ა, ბატონო, ლექსად გამოვთქვი (იცინის).
скачать dle 11.3