კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ ემუქრებოდა მიშა ანდღულაძეს დედა დაჭერით და ვის ვერ შეედრება ის სასიყვარულო სიგიჟეებში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

„კომედი შოუს“ მსახიობი მიშა ანდღულაძე, პროფესიით სტომატოლოგია. მართალია, კბილები ჯიბით დაჰქონდა, მაგრამ ამ განხრით არასოდეს უმუშავია. როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო და ამის გამო ხიფათშიც ხშირად ეხვეოდა. ახლა კი, დადინჯდა და საკუთარი ემოციების მართვა ისწავლა. ხოლო, როგორი ქმარია ის, რატომ ვერ შეედრება გივი სიხარულიძეს და რატომ ხტებიან ახლობლები მისი მანქანიდან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიშა ანდღულაძე: აუტანელი, ცელქი, მძიმე ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბოროტი – არა. ყველაფერს ვაფუჭებდი და მეტსახელად „მავნეს“ მეძახდენენ. სახლში სულ მინებს ვლეწავდი. დედაჩემი დარდობდა, ამბობდა, რა მეშველება, რა ნერვიულიაო. ერთხელ, არ დამავიწყდება, ძალიან გავნერვიულდი, დავიწყე ლეწვა-მტვრევა და დედამ რომ ვერ დამაწყნარა, მითხრა: ახლა თუ არ გაჩერდები, მილიციაში დავრეკავ, მოვლენ და წაგიყვანენო. აიღო ტელეფონი და დაიწყო რეკვა. დავიჯერე, შემეშინდა, დავისტრესე. ვიფიქრე, მართლა რეკავდა. ვეცი, წავართვი ტელეფონი, მოვიქნიე და დავლეწე. მერე ვეცი და მინებს დავუწყე ლეწვა. ხელები დამესერა და კარგა ხანი, გადაბინტული დავდიოდი. ერთხელ კი, დედაჩემის ხალიჩაზე მოვფსი. რომ გაქრა მოფსმული ხალიჩიდან, ვიფიქრე, ვა რა მაგარია, არ ჩანს-მეთქი, მომეწონა, დავამუღამე და ამის მერე, შევიპარებოდი დედაჩემის საძინებელში და ვფსამდი ხალიჩაზე. ერთ დღესაც დედამ შემომისწრო და მაგრად მომარტყა. გავვარდი გაბრაზებული და ძალიან მაღალ შუშას დავარტყი მუშტები. ჩაიმსხვრა და ხელები გადამისერა, თავი გადამირჩა (იცინის). კარგა ხანი ისევ გადაბინტული დავდიოდი. რომ გავიზარდე, ჩემი ისტერიული ნერვიულობის მიზეზის კვლევა დავიწყე, მაგრამ ვერ ამოვხსენი (იცინის).  ახლა ნერვიული არა, მაგრამ უფრო დეპრესიული  ფსიქოტიპი ვარ.
– რომ გაიზარდე, ხიფათებში აღარ ეხვეოდი?
– როგორ არა. იპოდრომზე დავდიოდი, ცხენები ძალიან მიყვარდა და ვაჭენებდი. კი გამაფრთხილეს, არ არის მშვიდი ცხენი, არ დაგემორჩილება და არ გადმოგაგდოსო, მაგრამ არ დავუჯერე. მოკლედ, გავაჭენე, არ დამემორჩილა, გადმომაგდო და ხელი ვიღრძე. ერთი კვირა ვმალავდი გასიებულ, გადაბინტულ ხელს. მერე გამიგეს და გადაირივნენ (იცინის). ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, ფული შევაგროვე და მანქანა ვიყიდე. მართვის მოწმობა არ მქონდა და საჭესთან სხვა დავსვი. წინ ჩემი ძმა იჯდა, უკან მე. ჩამთვლიმა და პარლამენტარ ვახო ჩიგოგიძის დიდ „ჯიპს“ ისე შევასკდით ჩემი „გოლფით“, უკან ჩაძინებულს გიჟივით გამომეღვიძა. 140-ით მივქროდით, ჩემს ძმას ღვედი არ ეკეთა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, თუმცა სახეზე მინის ნამსხვრევები მოხვდა და სერიოზული ჭრილობა ჰქონდა, მე მხარი ამომივარდა. მძიმე ავარია იყო, ნამდვილი „ექშენი“ (იცინის).
– მერე, გაუკეთე პარლამენტარს მანქანა?
– რა გავუკეთე? სად მქონდა მაგის ფული. კიდევ კარგი, დაზღვეული ჰყავდა. მერე შემხვდა და გამახსენა, გახსოვს, როგორ დამიმტვრიე მანქანაო. მე კიდევ, ვუპასუხე: შენ რა გიჭირს, ჩემო კარგო, ჩემი თავი იკითხე, სესხი რომ დამრჩა დასაფარი-მეთქი (იცინის).
– ერთხელ თქვი: ჩვენ, გენიოსები, პერიფერიებიდან მოვდივართ და ჩემს თავს აინშტაინს ვამსგავსებო. პერიფერიაში რას გულისხმობდი და აინშტაინს რაში ჰგავხარ – გარეგნობით,  ენის მოყვანილობით თუ ჭკუა-გონებით?
– დიახ, გენიოსები პერიფერიებიდან მოდიან და მეც სამსახურში გლდანის ავტონომიური რესპუბლიკიდან მოვდიოდი ყოველ დილით (იცინის). აინშტაინს კი ვგავარ გაჩეჩილი თმით და გამოკვეთილი, მრავლისმთქმელი ენის მოყვანილობით (იცინის).
– მიშა, როცა ქუჩაში გცნობენ, რა რეაქცია აქვთ უცხო ადამიანებს შენი დანახვისას?
– რომ ვაკვირდები, ცნობადობა იმის მიხედვით იცვლება, რაც ქვეყანაში ხდება. ანუ, პოლიტიკური მოვლენები ჩემს ცნობადობაზეც მოქმედებს. მაგალითად, როცა ცხელი პოლიტიკური ამბავია, სხვანაირი რეაქციები აქვთ. ერთხელ, პოლიტიკური დაძაბულობა იყო და მახსოვს, ვიღაც ქალები დაეტაკნენ ჩემს თანამშრომელს: არ ვნახოთ, მიშა ანდღულაძე აქ გამოჩენილი, ეგ არ იყო გეებს რომ აკეთებდა და მათ პროპაგანდას ეწეოდაო? (იცინის). გამოდის, რომ რა პერსონაჟსაც ვაკეთებ, იმით მცნობენ (იცინის). სხვათა შორის, რაული არის რეალური პერსონაჟი, სულით ნარცისი, ჯიბეგამოტყაული, რომელსაც ბებია ჰყავდა უკრაინელი, ყოფილი სპორტსმენია, კარგი მსმელი, მერე ცეკვავდა და ახლა უმუშევარია. სულ მხვდებოდა ქუჩაში, ჩანთაგადაკიდებული, ტრაკაწეული, ბრეტელებიანი მაიკით.
– ისე კარგად შედიხარ ამ როლში, რომ ბევრს არატრადიცული ორიენტაციისაც კი ჰგონიხარ.
– მე არ ვიცი, ვის რა ვგონივარ – გადახრილი თუ გადმოხრილი, მაგრამ ჩემთვის გადახრა, სტერეოტიპებით აზროვნებაა – გულწრფელობის შიში, უსექსობა და  ვნებების გამოუხატველობა.
– ახლა, არ მითხრა, სომეხი კარენაც რეალურად არსებობს და ნანახი მყავსო, ასეა?
– კი ბატონო, მიბრძანდით „პირიმზეში“ და იქ ზის (იცინის). რომ მივდივარ, სულ აშაყირებენ: კარენ, შენი ძმა მოვიდაო და ბრაზდება, მორჩით ახლაო (იცინის). ხშირად მეკითხებიან სომხები: შენ სომეხი ხარ, არა? მეც ვპასუხობ, კი კი, აბა, რა... თუ დამჭირდა, სომეხიც ვარ, უკრაინელიც, რუსიც და ჰოლანდიელიც. მოკლედ, ისეთი პროფესია მაქვს, თუ დამჭირდა, ყველა გენეტიკა უნდა იჯდეს ჩემში.
– რახან პროფესია ვახსენეთ, ბევრმა არ იცის, რომ სტომატოლოგი ხარ. თუმცა, ადამიანებს ვერც პირი დააღებინე და ვერც ნოტებზე ამღერე. შენი სპეციალობით რატომ არ მუშაობ?
– სულ მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, თუმცა დედა მყავს კბილის ექიმი და მისი რჩევით, სამხატვრო აკადემიის მაგივრად, სტომატოლოგიურზე ამოვყავი თავი. პროთეზებს კი ვამზადებდი, მაგრამ მივხვდი, კბილის კეთება, ჩემი საქმე არ იყო. კბილები ჯიბითაც დამქონდა (იცინის).
– როგორი ქმარი ხარ? ერთხელ თქვი, მე ლიბერალი ვარ და ცოლს ყველგან ვუშვებო. რომანტიკული თუ ხარ, უკეთებ სიურპრიზებს საყვარელ ქალს?
– ჩემი ცოლი ზრდასრული ადამიანია და რა უფლება მაქვს ვუთხრა, იქ არ წახვიდე, აქ წადი-მეთქი? მისი გადასაწყვეტია, სად ივლის. ეჭვიანი ყველა ადამიანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოლს რამე მიუთითო. ეჭვიანი ქმრობა ჩემთვის არ „მოსულა“, უფრო ყურადღებიანი და რომანტიკული ვარ. თუმცა, მთლად გივი სიხარულიძე ვერ ვარ, მას ვერ შევედრები სასიყვარულო სიგიჟეებში (იცინის). დინჯი გურული ვარ. მეექვსე სართულზე ყვავილებით ხელში არ შევსულვარ აივნიდან, მაგრამ ჩემი ცოლისთვის საგზური მიჩუქებია ევროპაში, თავის საყვარელი მომღერლის კონცერტის ბილეთი, რომელიც გერმანიაში ტარდებოდა და ისეთ შოკში იყო, ძლივს მოვიდა გონზე. ასე რომ, კარგად ვიცი, როგორ მივაღებინო, საყვარელ ქალს, ყვავილების და აივნებზე ძრომიალის ნაცვლად, სასიამოვნო შოკი (იცინის). ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ, ბედნიერი. ადვილად არაფერი მოდის, უბრალოდ, ვიცი როგორ ვიყო ბედნიერი. ბედნიერება არ ნიშნავს კონკრეტულ კომფორტს, ის შენ უნდა მოიფიქრო. მე ჩემი ბედნეირება მოფიქრებული მაქვს.
скачать dle 11.3