№48 რას წარმოადგენს შუნტირების უსისხლო მეთოდი კლინიკა „მარჯში“
პროფესორი ლერი ლაფანაშვილი (გულისა და სისხლის მიმოქცევის სამკურნალო-კვლევითი ცენტრის, „მარჯის“ ხელმძღვანელი): ათეროსკლეროზი ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიაა, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვებში „ფოლაქების“ ჩალაგება. სწორედ ათეროსკლეროზი იწვევს გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა, მძიმე პათოლოგიას. გულის პათოლოგიებიდან ყველაზე რთულად სამკურნალო ქრონიკული უკმარისობაა.
– რა აწუხებს გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს?
– ჩივილები იწყება ჰაერის უკმარისობით და სწრაფი დაღლით. როცა ამ ჩივილებს თან ერთვის ქოშინი, კიდურების შეშუპება, „წყლის“ ჩადგომა, ეს უკვე გულის უკმარისობის მძიმე ფორმებია. მესამე-მეოთხე სტადიის გულის უკმარისობის დროს, გულის გადანერგვის საკითხიც კი დგება.
– როგორ ვუშველოთ ჩვენს გულს?
– კლინიკა „მარჯში“ არსებობს გამოსავალი გულის უკმარისობით გატანჯული პაციენტებისთვის. ეს არის კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი. სპეციალური აპარატის მეშვეობით ვეხმარებით გულს, დიდი დატვირთვის გარეშე უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევა. როგორც კი აპარატი ჩაირთვება, სამ-ხუთ წუთში დატვირთვის მაჩვენებელი 20-25 პროცენტით იკლებს. ანუ ამ პროცედურის დროს გული ისვენებს, რაც აძლევს მას საშუალებას, აღიდგინოს თავისი თავი. არაინვაზიურობისა და მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე, ამ მეთოდს უსისხლო შუნტირების მეთოდიც უწოდეს.
კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხო, არაინვაზიური და უმტკივნეულოა. კლინიკა „მარჯში“ ყველა საჭირო გამოკვლევა არსებობს. ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება, მისი პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და ინიშნება მკურნალობა.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტები შვებას უკვე მეორე-მესამე პროცედურაზე გრძნობენ. იხსნება ჩივილები. აღარ აღინიშნება ქოშინი. კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა ნებისმიერი პათოლოგიის დროს. პროცესი რაც უფრო შორსაა წასული, მით უფრო თვალსაჩინოა მკურნალობის ეფექტი. გულის მესამე ხარისხის უკმარისობა რომ აღმოვფხვრათ, მკურნალობის რამდენიმეთვიანი კურსია საჭირო. პროცედურები უმტკივნეულო და უსისხლოა. პაციენტების უმეტესობა პროცედურის დროს კომფორტულად გრძნობს თავს.
კარდიოვიზორი – აპარატი, რომელიც გულის პორტრეტს იძლევა, საშუალებას გვაძლევს, გულის მუშაობაში ისეთი უმნიშვნელო ცვლილებაც კი აღმოვაჩინოთ, რომელიც ჩვეულებრივ კარდიოგრამაზე ჯერ არ ჩანს. მეთოდი იმდენად მგრძნობიარეა, რომ დატვირთვის ტესტიც აღარ არის საჭირო, რაც გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საკმაოდ შემაწუხებელია.
კარდიოვიზორით კვლევა საკმაოდ ხელმისაწვდომია, არ არის დაკავშირებული დიდ თანხასთან და გულის მდგომარეობის სრულყოფილ სურათს იძლევა.
– შუნტირებული და სტენტიანი პაციენტების რეაბილიტაცია...
– ამ ოპერაციების შემდეგ ბევრი პაციენტი ამბობს, რომ ისევ აქვს ჩივილები და უკმაყოფილოა. საქმე ისაა, რომ ოპერაციის დროს აღმოიფხვრა ერთი კონკრეტული უბნის დაზიანება, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, ათეროსკლეროზი უკვე სხვა უბანს დააზიანებს. კუნთოვანი კონტრპულსაციით ხდება გულის არააქტიური სისხლძარღვების „გამოღვიძება“ და კაპილარული ქსელის განვითარება, რაც პაციენტს თავიდან ააცილებს სისხლის ნაკადის შეჩერება-შეგუბებას გულის რომელიმე უბანზე, ასევე, შემდგომ გართულებებსაც. კუნთოვანი კონტრპულსაციის მეთოდი გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნების რეალური საშუალებაა.
საკონტაქტო ტელეფონი:
597 03 31 73.