№48 ძველი ქართული ზომა-წონის ერთეულები
საპალნე: აქლემის – 224-294 კილოგრამი, ცხენის – 147 კილოგრამი, ვირის – 65 კილოგრამი.
ფუთი – 16 კილოგრამი;
კოდი – საშუალოდ, 4 ფუთი;
ნაოთხალი – 1/4 კოდი, რაჭაში – 8,10 კილოგრამი;
ოყა – 1,36 კილოგრამი;
ნიტრა – 10 კილოგრამი;
ბათმანი: ირანული – 3 კილოგრამი, ოსმალური – 7,3 კილოგრამი;
კოკა – 12 ლიტრი;
ხელადა – 2,3 ან 4 ლიტრი;
თუნგი – 4, 5, 6 ან 8 ლიტრი;
ჩაფი – 16 ლიტრი;
მანძილი – 15,5 კილომეტრი;
საჟენი – 2,134 მეტრი;
ადლი – 2 წყრთა – 101,15 სანტიმეტრი;
არშინი – 0,7112 მეტრი;
წყრთა – 51-52 სანტიმეტრი;
მტკაველი – 2 ციდა (სიგრძე გაშლილ ცერსა და ნეკს შორის) – 25,3 სანტიმეტრი;
გოჯი – 4,445 სანტიმეტრი;
ქცევა – 3 600 კვადრატული მეტრი.
დღიური – 0,39-0,5 ჰექტარი.