№48 ანეკდოტები
მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს:
– ესე იგი, თქვენ აღიარებთ, რომ ტაფა თავში ჩაარტყით დაზარალებულ ქალბატონს.
– დიახ, ბატონო მოსამართლევ, ოღონდ, ფეხები მანამდეც დაბრეცილი ჰქონდა.
***
– 45 წლამდე ფული არ გექნება, – ეუბნება მკითხავი სტუდენტს.
– 45 წლის მერე?
– მერე მიეჩვევი.
***
– რატომ თქვი ჩემზე, კრეტინიაო? – მივარდა ჭიჭიკია ბიჭიკიას.
– უი, მაპატიე, სიმონ, არ ვიცოდი, თუ მალავდი.
***
სვანი სირაქლემაზე ნადირობს. სასროლ მანძილზე რომ მიუახლოვდება, სირაქლემა ქვიშაში ჩაფლავს თავს.
– ისევ დაიმალა, მე თმის...
***
ორი მეგობარი საუბრობს:
– გახსოვს, ტიპი რომ მეთხუთმეტე სართულიდან გადმოვარდა?
– კი, როგორ არა. მერე რომ ადგა, ტაქსი დაიჭირა და საავადმყოფოში მივიდა...
– აბა, ბიჭო, რა ქნა იმ დედააფეთქებულმა, „ლურჯი ვეშაპი“ დახურა.
***
სარეკლამო განცხადება:
„ჩვენ შევაკეთებთ იმას, რაც თქვენმა ქმარმა გაარემონტა“.