№48 ეს საინტერესოა
* „ფიფქიას“ მთავარი გმირის პროტოტიპი გერმანელი გრაფის, ფილიპის შვილი, 1553 წელს დაბადებული გოგონა, მარგარეტი იყო. ის დედინაცვალმა მოწამლა, რის გამოც ციხეში ჩასვეს და იქ გარდაიცვალა.
* მუსლიმან ქალს ეკრძალება უცხო მამაკაცთან ერთად მარტო ყოფნა. ეს მხოლოდ მაშინაა დაშვებული, თუ ქალი მამაკაცს ხუთჯერ აჭმევს საკუთარ რძეს, რითაც ის შვილობილი ხდება.
* ვატიკანის მეთექვსმეტე საუკუნეში შედგენილ ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ბარაბას (ბარ რაბა – რაბინის ვაჟს) თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი მებრძოლად მოიხსენიებენ.
* რეჟისორთა გილდიის გადაწყვეტილებით, ვისაც არ უნდა, თავისი სახელი ტიტრებში მოიხსენიებოდეს, იწერება, როგორც ალან სმიტი. ამ გამოგონილ სახელსა და გვარს უკვე 80-ზე მეტი რეჟისორული ნამუშევარი მიეწერება, 9 – მსახიობური, 18 – სცენარისტის, ოპერატორის, მხატვრის... და ეს რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს.