№48 ბრძნული აზრები
კოელიო: ჯერ ვცდილობთ შევცვალოთ სამყარო, შემდეგ საკუთარი თავი, მაგრამ როდესაც მივხვდებით, არცერთის შეცვლა არ შეიძლება, ვიწყებთ ცხოვრებას.
შოუ: ეცადეთ, მიიღოთ ის, რაც გიყვართ, თორემ შეგიყვარდებით ის, რაც მიიღეთ.
რიკოვერი: თუ საქმე ცუდად მიდის და არ შეგიძლია, ამაზე პასუხისმგებელი ადამიანისკენ გაიშვირო თითი, მაშინ რეალურად არც არავინ გყოლია პასუხისმგებელი.
ტვენი: თუ დადებ პირობას, რომ რაღაცას არ გააკეთებ, ყველაზე უტყუარი საშუალებაა, ზუსტად ამ რაღაცის გაკეთება მოგინდეს.
კატონი: ნუ ეტყვი ხალხს, როგორ აკეთონ საქმეები. უთხარი, რა უნდა აკეთონ, დაე გაგაკვირვონ შედეგებით.
პოლ ვალერი: ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
კონფუცი: სხვისი სამი ცოდვა თუ დაინახე, შენი ერთი ცოდვა მაინც უნდა გამოასწორო.
დარვინი: ხის დარგვის კარგი დრო იყო ოცი წლის წინ, შემდეგი კარგი დრო არის დღეს.
ნიცშე: რაც უფრო ფართოდ გაშლი მოწყალების ხელებს, მით უფრო ახლოს ხარ ჯვარცმასთან.
არისტოტელე: ჭკვიანი სიამოვნებებს კი არ ეძებს, უსიამოვნებებს გაურბის.
ფორდი: თუ პრობლემას ფული აგვარებს, ეს პრობლემა კი არა გასავალია.
ჟუბერი: იმის მაგივრად, რომ ვარდებზე ამოსულ ეკლებზე ინერვიულო, სჯობს ეკლებში ამოსული ვარდების გამო ისიამოვნო.
ვოლტერი: ჩვენ ვერ ვიტანთ ჩვენნაირი ცუდი ჩვევების მქონე ადამიანებს.
განდი: სჯობს, არ ილაპარაკო, სანამ არ შეგეკითხებიან, ვიდრე ილაპარაკო, სანამ გაგაჩუმებენ.
აინშტაინი: წარმატებისთვის კი არ უნდა იღვწოდეს ადამიანი, არამედ იმისთვის, ცხოვრებას რომ აზრი ჰქონდეს.
ლეონარდო და ვინჩი: არაფერი ისე არ გვატყუებს, როგორც საკუთარი აზრი.
ეშენბახი: კარგად აღზრდილი ადამიანები საზოგადოებაში ამინდზე და რელიგიაზე არ საუბრობენ.
ეჟი ლეცი: როდესაც ვუყურებ F=mc2 განტოლებას, მრცხვენია, ჩემი მჭევრმეტყველების გამო.
როულენდი: ნამდვილი სიყვარული ის კი არ არის, ხანგრძლივი დაშორება აიტანო, არამედ ხანგრძლივი სიახლოვის ატანაა.
შაილდი: ქალი არ გაპატიებს არც დამოუკიდებლობას და არც დამოკიდებულებას.