კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „თავადი“ „ცეერუში“ მუშაობდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეერთებულ შტატებში გამოიცა წიგნი „საბჭოეთის საშავეთი“, რომლის ავტორიც უცხოეთში გაქცეული, ყოფილი „კანონიერი ქურდი“ ზურაბ ანდრონიკოვი, მეტსახელად „თავადი“, იყო. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს „თავადის“ ცხოვრებიდან (პუბლიკაცია დაწერილია პირველ პირში, „თავადის“ ენით).
„გაფუჭების“ პირას
1962 წელი იწურებოდა. სოლიკამსკში, ცნობილი „ბელი ლებედში“ ვიხდიდი „სროკს“ და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 37 წლის ვიყავი, ზურგსუკან სამი „ხოდკა“ (პატიმრობა) და 14 წელი მქონდა. მეოთხე „სროკი“ თოთხმეტწლიანი ამკიდეს და როგორც გამოუსწორებელი ქურდი-რეციდივისტი, „ბელი ლებედში“ გამამწესეს. იქ მხოლოდ შავები და ქურდები იყვნენ გამომწყვდეულები, პრინციპით – ერთმანეთი დაჭამეთო... ეს აქცია – „პრესტუპნი მირის“ ერთი ხელის დაკვრით მოსპობა, ხრუშჩოვის ახირება იყო. თუმცა, მოსალოდნელი შედეგები ვერ გაითვალისწინა, ანუ ის, რომ სინამდვილეში, ასეთი ქმედება პენიტენციალურ სისტემაში ტოტალურ ბუნტს გამოიწვევდა და ასეც მოხდა. ერთი სიტყვით, „ბელი ლებედში“ ბევრი ჩვენიანი გატყდა და შეწყალება დაწერა, რასაც პრესაში აქვეყნებდნენ და ამით ქურდებს სახელს გვიტეხდნენ. ხოლო ვისაც ამ მეთოდით ვერ მოგვერიენ, სხვა ხერხს მიმართავდნენ. მიუხედავად უმკაცრესი კონტროლისა, „ბელი ლებედი“ ჩვეული რიტმით ცხოვრობდა და რა თქმა უნდა, „ობშჩიაკიც“გვქონდა, რომელიც მე მებარა. „მაყუთს“ ნარის ბოძში ვმალავდი. ერთ დღეს რეჟიმის უფროსმა, პოლკოვნიკმა პაშკომ თავის კაბინეტში მიმიყვანა და მითხრა:
– პირდაპირ გეტყვი, „თავადო“, „დაგენძრა“ – მაინც მოვახერხეთ შენი „დათრევა“. ახლა ორი რამ დაგრჩენია: ან ჩვენთან ითანამშრომლო და შეწყალება დაწერო, ან თავი „დაიბრიდო“. მოკლედ, „მაყუთი“ ჩემთანაა, ესე იგი, შენ „ობშჩიაკი გაანიავე“. ეს კი „გაპეტუხებას“ გიქადის. იცი ეს შენ და ჩემგან არ გესწავლებაო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ობშჩიაკის“ სულ რაღაც, 320 მანეთი პაშკომ შემოგზავნილ ოპერს მოაპარინა და „გაფუჭების“ ზღვარზე დამაყენა. ამით მაშანტაჟებდა და მოკლედ, გამოსავალი არ მქონდა, თუმცა მაინც მოვნახე და პაშკოს ვუთხარი:
– ბაზარი არაა, ყურებით ვარ დათრეული და მაჯობე. თავს არ მოვიკლავ. შენთან ვითანამშრომლებ. მხოლოდ ფარულად. ასე უფრო მეტ სარგებელს მოგიტან. თანაც, ერთ საქმეს თუ გამაკეთებინებ, დიდ „მაყუთს“ ვიშოვით და შუაზე გავტეხოთ-მეთქი.
პაშკო იმით „დავაგოიმე“, რომ „ბელი ლებედიდან“ ¹ 13 ზონაში გადავაყვანინე თავი. იქ კი არონ ზონელფელდი „იჯდა“, რომელიც ძვირფასი თვლებით სპეკულაციაზე იხდიდა „სროკს“. პაშკოს ვუთხარი: მაგ „ბარიგას“ ორასი ათასს ავაფცქვნი და შუაზე გავიყოთ-მეთქი. პაშკომ იფიქრა, მთელ მაყუთს მე „დავითრევ“, „თავადს“ კი „ბელი ლებედში“ დავაბრუნებ და კარცერში ამოვალპობო. ამიტომ დამთანხმდა და ზონაში დამაბრუნეს. იქ კი „პადკოპი“ (გვირაბი) გვქონდა გამზადებული და „მოვხიე“... ასე „ვაჭამე“ პაშკოს, ამ საქმიდან გამოვძვერი და „გაფუჭებასაც“ გადავრჩი.
თხუთმეტი წელი „კანტორაში“
¹13 ზონიდან „მტვირთავთან“, კოლია კვიტკოსთან, ერთად გავიქეცი, რომელიც სინამდვილეში, ამერიკული დაზვერვის თანამშრომელი აღმოჩნდა. კოლია საბჭოთა კავშირში იყო გამოგზავნილი კრიმინალის ლეგენდით. სწორედ კვიტკომ გადამიბირა და დამითანხმა მასთან ერთად მუშაობაზე. მითხრა:
– „თავადო“, უკან დასახევი გზა რომ არ გაქვს, ჩემზე უკეთ იცი. დიდხანს ვერ დაიმალები და რომ აგაგდებენ (დაგიჭერენ), ხომ იცი, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ, სიკვდილი მოგენატრება. მე კი საიმედოდ დაგმალავ. შემდეგ შტატებში გაქცევაშიც დაგეხმარები. მანამდე  კი ერთ რამეში დამეხმარე და ყველაფერი კარგად იქნებაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მდგომარეობა ავწონ-დავწონე და კვიტკოს თანხმობა ვუთხარი. ჩვენ მოსკოვში ჩავედით და ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბობოლა“ თანამშრომელი გავიტაცეთ. მას საჭირო ინფორმაციები გამოვძალეთ. შემდეგ კი დავაშანტაჟეთ – აქ (საბჭოთა კავშირში) არ დაგედგომებაო და შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე  დავითანხმეთ. სხვათა შორის, ამერიკელებმა სამივე ერთად გადაგვიყვანეს საზღვარზე და 1963 წლის მარტის მიწურულს უკვე სამშვიდობოზე ვიყავით. „ბობოლა“ მეცნიერი თავის ამერიკელ კოლეგებთან წაიყვანეს და ის მეტი აღარ მინახავს. მე და კვიტკო კი ერთმანეთს „ლენგლში“ („ცეერუს“ შტაბ-ბინა) დავშორდით ერთმანეთს და მხოლოდ ათი წლის მერე შევიტყვე, რომ ის პოლონეთში ერთ-ერთი სპეცდავალების შესრულებისას დაიღუპა. მე „ცეერუში“ ხანგრძლივი დამუშავების პროცედურა გავიარე, რომელიც თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა. ალბათ, ათასჯერ შემამოწმეს პოლიგრაფზე (სიცრუის დეტექტორი) და როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ შეგზავნილი საბჭოთა აგენტი არ ვიყავი, „ცეერუში“ მუშაობა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი...
მე საბჭოთა განყოფილებაში გამამწესეს და  მზვერავთა სპეცსკოლაში მიმავლინეს. აქ კი ჩემ მიერვე სპეციალურად შერჩეულ კონტინგენტს საბჭოთა შავი სამყაროს წეს-ჩვეულებებს ვასწავლიდი, ანუ – საბჭოეთში გადასასროლი აგენტურა კრიმინალებად იყვნენ შენიღბულები და 1963-1978 წლებში, „ცეერუში“ ჩემი თხუთმეტწლიანი მუშაობის განმავლობაში, არცერთი ჩემ მიერ მომზადებული აგენტი არ ჩავარდნილა. 1978 წელს 43 წლის ასაკში დამსახურებულ პენსიაზე გავედი და მხოლოდ ამის მერე დამრთეს ნება დამეწერა მემუარები, რომელშიც შევეცადე, გამეხსნა საბჭოური დამპალი სისტემა, რომლის ერთ-ერთი ბურჯი „შავი სამყარო“ იყო...
P.S. 1980 წელს „თავადზე“ თავდასხმა განხორციელდა, თუმცა „კაგებემ“ მისი მოკვლა ვერ მოახერხა და ამის მერე ყოფილი „კანონიერი ქურდი“ ამერიკელებმა ისე გადამალეს, რომ მის გზა-კვალს ვერავინ მიაგნო.
скачать dle 11.3