კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 საყვარელმა მამაკაცმა ორსული მიმატოვა და აღარც მკითხულობს

დღეს თითქოს არავის არაფერი უკვირს, მაგრამ, როგორც კი სალაპარაკო მიეცემათ, მაშინვე მიწასთან გაგასწორებენ, გაგთელავენ და ეცდებიან, ისეთი რამ გაკადრონ, რისი ღირსიც არ ხარ. არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი, როცა საყვარელ მამაკაცთან დავწექი და ბავშვს ველოდები. ვფიქრობ, ეს ბავშვი, ღმერთის საჩუქარია და მას ღირსეულ დედობას გავუწევ. თუმცა, მამამისმა როგორც კი მისი არსებობის შესახებ გაიგო, მაშინვე ხელი მკრა, მიმატოვა და აღარც კი მოვუკითხივარ. ახლობელ-ნაცნობ-სანათესაოს კი სალაპარაკო თემა მიეცათ და ჩემზე ათას სისულელეს ვიგებ. არასდროს მიფიქრია, ორსულობა დამემალა, ეს არ არის დასაძრახი, მით უმეტეს, გააზრებულ ასაკში. უბრალოდ, გული მწყდება, მამაკაცი, რომლის გვერდით დგომის იმედიც მქონდა, ციყვივით დაფრთხა, უარი თქვა მის სისხლსა და ხორცზე და არც კი უფიქრია იმაზე, რამხელა ცოდვას სჩადის. დედაქალაქში რომ ვცხოვრობდე, ალბათ, ასე აქტიურად არ იქნებოდა ჩემი სიყვარულის ამბავი განხილვის თემა, მაგრამ ერთ-ერთ პატარა რაიონში ვცხოვრობ და აქ ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ნათესავი და „გულშემატკივარია“. პირადად რომ შემხვდებიან, ვითომ გული სტკივათ, ვიშვიშებენ, ეს რა დაგემართა, მაგრამ არა უშავს, მაგარი გოგო ხარ, ბავშვს გააჩენ და ცხოვრების სტიმული და მიზანი გექნებაო. როგორც კი გაივლიან, ზურგს უკან ქილიკობენ: ბოზი, გათახსირებული, ბავშვით ცდილობდა იმ ბიჭს შეტენოდაო. არა უშავს, ამასაც გადავლახავ. იჭორაონ და იფხანონ ენები. მე მათგან კი არა, საყვარელი მამაკაცისგან მწყინს ასეთი გულცივობა. არც მისი ცოლობა მითხოვია და არც ძალა დაუტანებია, მინდოდა და ვიყავი მასთან. მაგრამ, ბავშვი ჩადგა ჩვენ შუაში და რასაკვირველია, მას ჩვენი სიყვარულის ნაყოფი ვარჩიე. ამას წინათ, მეზობლის ქალმა მითხრა, მე ვიცნობ იმ ბიჭის ოჯახს და შენ თუ ნებას მომცემ, დაველაპარაკებიო. ვიუარე. თუ მას არ ვუნდივარ, დედამისს და მამამისს რა უნდა ვუთხრა? რა მჭირს შესახვეწი? დედობა სირცხვილი არ არის და თუ მას ჩვენი არსებობა არ უნდა, ძალით ვერ შევეტენები. ახლა, რაც გავიგე, რომ ორსულად ვარ, უფრო მეტი სტიმული მაქვს, მეტად მობილიზებული გავხდი და საზრუნავიც გამიჩნდა. მინდა, მომავალში, ყველას დავანახვო, რომ თუ კაცს არ უნდიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ დეპრესიაში უნდა ჩავარდე, ლოგინში ჩაწვე და ცხოვრება დაასრულო. პირიქით, ყველას დავუმტკიცებ, რომ მარტოს, დამოუკიდებლადაც შემიძლია ცხოვრების გაგრძელება, კარგი დედობა და ქალობა. თავიდან ოჯახის წევრები გაღიზიანებულები იყვნენ, მაგრამ მერე ვიგრძენი, ჩემი მხარე დაიჭირეს და დღესაც გვერდით მიდგანან. უბრალოდ, ხანდახან წუწუნებენ: ხომ შეიძლება, შენც გყოლოდა ოჯახი, გათხოვილიყავი და ჩვენი ოჯახი სალაპარაკო არ გამხდარიყოო. არ ვსაყვედურობ, მართლები არიან, მაგრამ მიყვარდა და ამიტომ არ მიფიქრია, რომ შვილის გამო მიმატოვებდა. ახლა ბედნიერი ვარ და მინდა, ყველა მარტოხელა და მიტოვებულ ქალს ვუთხრა, რომ არცერთი მამაკაცი არ ღირს ჩვენს ცრემლებად. რაც არ უნდა გიყვარდეს, ერთ დღესაც, რამეს მოიმიზეზებს და წავა, შვილი კი, სულ გვერდით გეყოლება. ამიტომ, სჯობს, უმჯობესია, უაზრო ვაი-ვიშის და ჭორებზე აყოლის მაგივრად, ცხოვრება ვისწავლოთ და დავუმტკიცოთ მამაკაცებს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. იმედი მაქვს, ერთ დღესაც, გამოჩნდება ის მამაკაცი, ვისაც მართლა გულით ვეყვარები და ჩემი შვილი ამ გრნობის ბარიერი არ აღმოჩნდება.
ნინი, 29 წლის.скачать dle 11.3