კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ უნდა დააკვირდეთ ადამიანის თვალებს

ცხოვრება გვაძლევს შანსს, ვიყოთ ბედნიერები თუ უბედურები, წარმატებულები თუ წარუმატებლები, გააჩნია, ადამიანი რომელ გზას აირჩევს ან გაუცნობიერებლად რომელ გზას დაადგება. ამ გზაზე კი უნდა მოერიდოთ თქვენთვის არასასურველ ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება, მაგალითად, სიკეთის, ბოროტების, სიყვარულის, სიძულვილის, მწუხარების, შურის და სხვა. მთავარია, კარგად დააკვირდეთ მეორე ადამიანის თვალებს და ეს არ გამოგეპარებათ.
ადამიანის თვალისგან შეიძლება, ისეთი გამოსხივება მოდიოდეს, რომ ჰაერს მნიშვნელოვან მანძილზე მუხტავდეს. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას კი არა მარტო ბედნიერებისა და უბედურების მოტანა, ადამიანის ცხოვრებისა და ბედისწერის შეცვლაც შეუძლია. ბევრისთვისაა ნაცნობი, რომ ვინმე კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრას უიღბლო დღე, უსიამოვნებები, საქმის ცუდად წასვლა და ტრავმა მოჰყოლია. ასეთ დროს ხდება გათვალვა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშიშია გათვალვა და რა სავალალო შედეგამდე შეუძლია მას ნებისმიერი ჩვენგანის მიყვანა. თუ ადამიანს ესაუბრებით და მთქნარება დაგეწყოთ ან სისუსტე იგრძენით, ესე იგი, მისი თვალიდან წამოსული ენერგია უარყოფითად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და სასწრაფოდ გაეცალეთ მას – ეს თავის დაზღვევის ყველაზე მარტივი საშუალებაა. თუ ხალხმრავალ ადგილას იყავით ან არასასიამოვნო შეხვედრიდან დაბრუნდით და გრძნობთ, რომ ენერგია გეცლებათ, სასწრაფოდ მოუშვით ონკანი და ხელები ცივ გამდინარე წყალს შეუშვირეთ – ეს უარყოფითი ენერგიის განდევნისა და დადებითი ენერგიით დამუხტვის უმარტივესი მეთოდია. ავი თვალისგან სახლის დაცვაც უნდა იცოდეთ და ამას ადვილად მოახერხებთ, თუ ლარნაკში ჩააწყობთ პურის თავთავებს და გამოსაჩენ ადგილას, მისაღებ ოთახში დადგამთ. ასევე, კარგია, თუ ამ მიზნით გიშრის ქვას ჩამოკიდებთ კედელზე. უმჯობესია, ეს შესასვლელში გააკეთოთ.
გათვალვას, შესაძლოა, მოჰყვეს ხანგრძლივი დროით წარუმატებლობა საქმესა თუ პირად ცხოვრებაში, პრობლემები, გაუგებრობები, თავის ტკივილი, სისუსტე, ნერვული შეტევები, გაღიზიანება, ჯანმრთელობის გაუარესება, შრომისუუნარობა და ასე შემდეგ. შესაძლოა, ეს უსიამოვნებები წლობითაც კი გაგრძელდეს და ვერ მიხვდეთ, რომ ამის მიზეზი უეცარი გათვალვაა. ხანდახან, ქმრები ცოლებს უმიზეზოდ აგინებენ, სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ, მაინც უყვართ თავისი მეორე ნახევრები და მათ გარეშე ვერ ძლებენ. ესეც გათვალვის ბრალია, ოღონდ, ქალის თვალის. თუ ადამიანი შარს ეძებს, უმიზეზოდ ილანძღება და იგინება, ორი აზრი არ არის, ის გათვალვის მსხვერპლია. საერთოდ, გათვალული ადამიანი ძნელად ემორჩილება მკურნალობას, უჩივის უმადობას, უიღბლობას, უბედურია. ამის გამო, ბევრი ქალი გაუთხოვარი, კაცი კი დასაოჯახებელი რჩება. ძლიერი გათვალვა, შესაძლოა, ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეს და უიღბლო და წარუმატებელი დარჩეს, ვერ მიხვდეს საკუთარი უბედურებისა და ავადმყოფობის მიზეზს. მსუბუქი ფორმით გათვალვამ და თვალის აღებამ კი, შესაძლოა, სამ-ოთხ დღეში, მაქსიმუმ, ერთ-ორ კვირაში გაიაროს და ზიანის მოტანაც კი ვერ შეძლოს.
გათვალვა მხოლოდ ბოროტი ენერგიის მქონე ადამიანებისგან არ ხდება. უსიამოვნება, შეიძლება, იმ ადამიანის მზერამ და თვალმაც გამოიწვიოს, ვინც ერთი შეხედვით უწყინარი, მშვიდი და უბოროტოა. ხშირად გათვალვა ადამიანისგან დამოუკიდებლად ხდება. ამ დროს ადამიანის აურა მკვეთრად ზიანდება. დაჟინებული მზერა კი, ყველაზე საშიშია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაკვირდებათ ასე – ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი თუ უცხო პირი. დაჟინებული ცქერა და ამით გამოწვეული უარყოფითი ენერგიის ზემოქმედება დაკვირვების ობიექტზე, ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს იწვევს. ამიტომ, თუ ხშირად ხვდებით ისეთ საზოგადოებაში, სადაც სიტყვით გიწევთ გამოსვლა, ბევრი დაჟინებული მზერით გაკვირდებათ და გისმენენ, აუცილებლად გაიკეთეთ გიშრის სამკაული ისეთ ადგილას, რომ მათი მზერა მოხვდეს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვალს ადვილად იღებენ. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარ წარმატებაზე, შემოსავლებსა და პირად ურთიერთობებზე საუბარს. მაგრამ, როცა იცი, როგორ დაიცვა თავი სხვა ადამიანისგან წამოსული შესაძლო ცუდისგან და მისგან გამოწვეული შედეგებისგან, ადვილი ხდება, წარმატებით მართო საკუთარი კარიერაც, სასიყვარულო ურთიერთობაც და ოჯახური თანაცხოვრებაც. უბრალოდ, სახლიდან გასვლის წინ და უკან მობრუნებისთანავე, ონკანის გამდინარე წყალს შეუშვირეთ ხელები, დახუჭეთ თვალები და დაახლოებით ორი-სამი წუთი ასე იყავით. ამით სახლიდან გასვლამდე დადებითი ენერგიით დაიმუხტებით, შინ მობრუნებული კი, უარყოფით ენერგიას ჩამოირეცხავთ.скачать dle 11.3