კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩვენი წინაპრების საფლავის გვერდით, რომელიც ფუნდამენტითა და რკინის მესერით არის შემოსაზღვრული, არის თავისუფალი ადგილი. შეიძლება თუ არა, ფუნდამენტი გაითხაროს და თავისუფალი ადგილის ხარჯზე საფლავი გაფართოვდეს?
პასუხი:
თუ ადგილი მართლაც თავისუფალია და არავის ეკუთვნის, შეგიძლიათ, გაადიდოთ საფლავი. სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, არანაირი წინააღმდეგობა ან აკრძალვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ცრურწმენაა, როდესაც რომელიმე ოჯახის წევრის გარდაცვალებას საფლავების გაფართოებას უკავშირებენ. ეს არასწორია.
კითხვა: დაკვირვებული ვარ, რომ ზოგიერთი ადამიანი თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ღმერთს იფიცებს. შეიძლება თუ არა ღმერთის დაფიცება?
პასუხი:
დაფიცებას უფალი კრძალავს და გვეუბნება, რომ ჩვენი ჰო იყოს ჰო და არა – არა. მით უმეტეს, მიუღებელია უფლის სახელის დაფიცება. ვინც უფლის სახელს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად იფიცებს, უნდა აუხსნათ, რომ როცა ღმერთს ვიფიცებთ, მის ნებას გადავდივართ.
კითხვა: ჩემი შვილი ვერაფრით დავარწმუნე, რომ თანამედროვე ესტრადის ზოგიერთი ნიმუში, სადაც ბილწსიტყვაობა და ქუჩური ჟარგონებია ჩართული, უფლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. არსებობს თუ არა ამ თემაზე რაიმე საეკლესიო განსაზღვრება?
პასუხი:
როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: „სადაც ურცხვ სიმღერებს მღერიან, იქ იკრიბებიან დემონები და საპირისპიროდ – სადაც აღევლინება სულიერი გალობა, იქ გამოდის სულიწმიდის მადლი, რომელიც განწმენდს ადამიანის სულს“.
კითხვა: მე და ჩემი მეუღლე ვართ ხანშიშესული ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი. როგორც გავიგეთ, ჩვენი ცოლქმრობა ჯვრისწერის გარეშე ღმერთისგან არ არის ნაკურთხი. ამას განვიცდით. შეიძლება თუ არა ამ ასაკში ჯვრისწერა და ეს რიტუალი მაინცდამაინც ეკლესიაში უნდა შესრულდეს?
პასუხი:
ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის კავშირი მართლაც არ არის უფლის მიერ ნაკურთხი. ჯვრისწერა აუცილებელია და თქვენი ასაკი არანაირად არ არის დამაბრკოლებელი. რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა შესრულდეს ჯვრისწერის საიდუმლო, ის მართლაც ეკლესიაში უნდა აღესრულოს, რადგან რჯულის კანონში წერია, რომ ჯვრისწერა მხოლოდ იქ აღესრულება, სადაც არის ტრაპეზი, ანუ იქ, სადაც უფლისთვის წირვა და ლოცვა შეიწირება.
კითხვა: შეიძლება თუ არა სიწმიდეთა გამოყენება მკურნალობის მიზნით მათთვის, ვინც მოუნათლავი და ურწმუნოა?
პასუხი:
არც მოუნათლავთათვის და არც ურწმუნოთათვის სიწმიდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, არ არის მიზანშეწონილი. სიწმიდეს რწმენითა და სასოებით უნდა მიეახლო, რომ კურნება მიიღო.скачать dle 11.3