კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 მტრის ხრიკები მათ წინააღმდეგ, ვინც გამოსწორების გზას დაადგება

მას შემდეგ, როდესაც ქრისტიანი გადაწყვეტს დაუტეოს ცოდვილი ცხოვრება და იქცევა კიდეც ასე, მტერი მის წინააღმდეგ საბრძოლველად ისეთ ადგილს ამოირჩევს, რომ ხელი არავინ შეუშალოს. ამას წარმატებით ახერხებს მაშინ, როდესაც კეთილ გზაზე შემდგარ ადამიანს ჩააგონებს, იმოქმედოს საკუთარ თავზე მინდობით, რჩევისთვის კი არ მიმართოს ეკლესიის მოძღვართ. იმათ, ვინც ყოველ საქმეს და სულიერ მოძრაობას მოძღვარს ანდობს, მტერი ვერ მიუახლოვდება. რაც უნდა ჩააგონოს მან, გამოცდილი თვალი მყისვე შენიშნავს, საით იხრება მისი აღსაზრდელი და გააფრთხილებს. ამგვარად, მისი ყოველი მანქანება განქარდება, ხოლო, ვინც არ ემორჩილება მოძღვარს, ეშმაკი მყისვე აუბნევს თავგზას და გზიდან გადააცდენს. მას მრავალი ხრიკი აქვს, რომელიც ერთი შეხედვით, უხიფათოდ გამოიყურება, სწორედ მათ ჩააგონებს გამოუცდელ ახალბედას და ისიც ეთანხმება და ხვდება მახეში, სადაც უამრავი ხიფათი დაატყდება თავს ან საერთოდ დაიღუპება.
ხიბლის შედეგად ზოგიერთები თავს იდებენ იმგვარ ღვაწლს, რომელიც მათ ძალებს ბევრად აღემატება, ან შეუფერებელ დროს აღასრულებენ. ენერგიის ძლიერი მოზღვავება თავიდან აძლევს ძალას, თავის თავზე მინდობით აღასრულონ ღვაწლი მცირეოდენი დროის განმავლობაში. შემდეგ მათი ძალები განილევა და იმდენიც კი არ რჩება, რომ თუნდაც ზომიერად იღვაწონ და არცთუ იშვიათად, ამაზეც კი ამბობენ უარს. მეორენი სხვათა შეწევნის გარეშე განაცხოველებენ ძალებს და ისეთ თავდაჯერებულობას აღწევენ, რომ თავისთვის ყველაფერს დასაშვებად თვლიან. ასეთ აღგზნებულ მდგომარეობაში დამღუპველ ნაბიჯებს დგამენ: ვარდებიან გამომშრალ ჭებში ან კლდიდან იქვე, სადაც ცხოვრობენ, უარს ამბობენ საზრდელის მიღებაზე და სხვა. ამ ყოველივეს ცდუნებულთათვის შეუმჩნევლად აწყობს ეშმაკი.
სხვები, ხიბლის შედეგად, საკუთარ თავს მიაწერენ რა თავიანთ წარმატებებს, მოდუნებისა და შეღავათების უფლებას აძლევენ თავს. არის ისეთი ხიბლიც, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მკვიდრდება რაიმე ახალი, მაგალითად, მონანულისთვის. მაშინ მას დღეები თვეებად ეჩვენება, ხოლო კვირები – წლებად. მცირეოდენი ღვაწლის შემდეგ მტერი ჩასჩიჩინებს ასეთ ოცნებებს: რაოდენი ვიშრომე, ხანგრძლივად ვიმარხულე, ღამით ვმღვიძარებდი, შემიძლია, დავისვენო კიდეც. – დაისვენე, – ეუბნება მტერი, მოასვენე სხეული, გართობაც შეგიძლია და სხვა ამის მსგავსი. როგორც კი ახალბედა დაეთანხმება ამ აზრებს, შეღავათს შეღავათს მოაყოლებს, ვიდრე საბოლოოდ არ აღირევა ღმრთივსათნო ცხოვრების წესი და იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელიც დაუტევა და კვლავ დაუდევარ და უზრუნველ ცხოვრებას იწყებს.
მსგავსი ცდუნებებით – რომ განიშოროს სხვათა რჩევა და ხელმძღვანელობა, წარმატება საკუთარ თავს მიაწეროს, იზრახოს გადაჭარბებული ღვაწლი ან საერთოდ მოდუნდეს, მტერი არა ოდენ სათნო ცხოვრების დასაწყისში მიუხდება ქრისტეს მებრძოლთ, არამედ ცდილობს, მსგავსი ჩაგონებით აცდუნოს საერთოდ  მის განმავლობაში. ალბათ, თვითონაც ხედავ, რაოდენ აუცილებელია ყოველივე აღასრულო რჩევის საფუძველზე. არავითარი მიღწევა, თუნდაც სულ მცირე, არ მიაწერო საკუთარ თავს, საკუთარ ძალებსა და მცდელობას, ერიდე, როგორც განსაკუთრებულ ღვაწლს, ასევე მოდუნებას, წარმართე ცხოვრება თანაბრად, მაგრამ ენერგიულად და ცოცხლად, ერთხელ არჩეული წესის მიხედვით და იმ წმიდა მამების მიბაძვით, რომლებიც შენამდე ცხოვრობდნენ ან შენი თანამედროვენი არიან.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიскачать dle 11.3