კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რომელ რეჟისორს აწამებდნენ სხვადასხვა სტრუქტურაში გრიგოლ კოსტავას გამო

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

მსახიობ გროგოლ (გრიშა) კოსტავას შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. მასზე თეატრალური წრიდან თუ გაიგებთ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი ათამდე ფილმშია გადაღებული, მისი სახე მაყურებელს უფრო ფილმ „ნინოდან“ დაამახსოვრდა. შესაძლოა, იცოდეთ ისიც, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალის, მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე და მერაბ კოსტავას ბიძა გახლდათ. ამიტომ, დღეს მის დღიურებს წარმოგიდგენთ.
გრიგოლი ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრის, ჭიათურის, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. მცირე ხნით თოჯინების თეატრის მსახიობიც იყო, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. სამამულო ომის დროს არალეგალური ორგანიზაცია „ხსნის კომიტეტი“ შეიქმნა, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს, გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. კრემლში პოლიტპატიმართა ბედს ვინმე ულრიხი წყვეტდა, რომელთან შეხვედრასაც, თურმე, მთელი ექვსი თვე ელოდა კოსტავას მეუღლე – მედეა ჯაფარიძე. სწორედ, მისი სილამაზისა და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების დამსახურებაა, რომ გრიგოლს დახვრეტა 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.  გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა. კინოში გრიგოლ კოსტავა რეზო ჩხეიძის ფავორიტი მსახიობი იყო, ბუნებრივია, როგორც ნიჭიერი, საინტერესო სახე და მამამისის, მწერალ დავით (დია ჩიანელი) ჩხეიძის მეგობარი, რომელიც  დახვრიტეს. ფილმში „ღიმილის ბიჭები“ გრიგოლ კოსტავა, იმ დროისათვის, მღვდლის წარმოუდგენლად ადამიანურ და არაგროტესკულ სახეს განასახიერებს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, კოსტავა რეზო ჩხეიძის ფილმებს განსაკუთრებით მაინც მწერლისა და მსახიობის მეგობრობის ფაქტორით შემორჩა. უნდა აღინიშნოს, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მსახიობს არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. რეჟისორი ლეო ესაკია მას ყველა თავის ფილმში მხოლოდ იმის გამო იღებს, რომ ანაზღაურება ჰქონდეს. „ბაში-აჩუკში“ იგი ეპიზოდურ როლს თამაშობს, მაგრამ მეტი ჰონორარისთვის, მის როლს, როგორც მთავარს, ისე აფორმებს. გიგა ლორთქიფანიძემ კი, რაც იმ დროს მისი მხრიდან ძალიან დიდი გამბედაობა იყო, სამუშაოდ აიყვანა მაშინ, როდესაც ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და პროპაგანდისტული მიმართულების დაწესებულებებში, მათ შორის, თეატრში მუშაობა. გრიგოლ კოსტავას, მსახიობობის გარდა, ქანდაკებების შექმნის ნიჭიც ჰქონია და ერთხანს, იაკობ ნიკოლაძის მოწაფეც ყოფილა. მისი ჩამოსხმული ბიუსტები წლების განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის ფოიეს ამშვენებდა. მისი პატიმრობის წლებიდან ცნობილია ერთი ამბავი: როდესაც დედამისს მასთან ლობიოს შეჭამანდი მიჰქონდა, გრიგოლი ქვაბს უკან აბრუნებდა და შიგნით ლობიოს რამდენიმე მარცვალს ტოვებდა, შემდეგ თხელი პერგამენტის ფურცელზე დაწერილ წერილებს მარცვლებში დებდა. ამ გზით იგებდნენ მსახიობის ოჯახის წევრები მის ამბებს.  
1955 წელს გრიგოლ კოსტავა გადასახლებიდან დაბრუნდა. 1956 წელს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ახალი შენობა გაიხსნა. მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიგა ლორთქიფანიძე მუშაობდა და საპრემიეროდ ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუას“ ამზადებდა. ერთ დღეს თეატრის ძველ შენობაში მასთან წვერგაუპარსავი კაცი მივიდა და გრიშა კოსტავად გაეცნო. გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: „...გამარჯობაო, – მეუბნება. რა თქმა უნდა, მეც მივესალმე. „თქვენ ალბათ, არ მიცნობთ, მე გრიშა კოსტავა ვარ“, – ამბობს უცნობი. გრიშა კოსტავა მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე გახლდათ, ყმაწვილობაში ბევრჯერ მყავდა ნანახი სპექტაკლებში. შესანიშნავი მსახიობი, ნიჭიერი, განათლებული, წარმოსადეგი, ულამაზესი კაცი, მაგრამ იმდენად შეცვლილიყო, რომ ვეღარ ვიცანი. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, – ქართული თეატრის ლეგენდა ხარ-მეთქი, – ვუთხარი. ჩემს კაბინეტში
ავედით და დიდხანს ვისაუბრეთ. ომის დროს თბილისში დისიდენტებს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ჩამოუყალიბებიათ და წევრად გრიშა კოსტავაც შეუყვანიათ. ეს ამბავი გამჟღავნდა, ყველანი დააპატიმრეს და გადაასახლეს. თერთმეტი წლის წინ დაპატიმრებულ და გადასახლებიდან დაბრუნებულ მსახიობს ძველი სილამაზის კვალიც კი აღარ ემჩნეოდა. მძიმე წლებს თავისი დაღი დაესვა მისთვის, ამიტომაც გამიჭირდა მისი ცნობა. მაშინ ასეთი კანონი იყო: გადასახლებიდან დაბრუნებულებს ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ. პასპორტში კი ეწერათ: აკრძალული აქვს სანახაობრივ ორგანიზაციებში მუშაობა, ესე იგი, თეატრში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, მით უმეტეს, მსახიობად. მაშინ ახალგაზრდა კაცი ვიყავი, არაფრის მეშინოდა, ანგარიშს არაფერს ვუწევდი, თამამი გახლდით და გრიშა კოსტავას უყოყმანოდ შევთავაზე ახალ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი. არ მოელოდა, იმდენად გაუხარდა, რომ განცხადების წერის დროს ხელი აუკანკალდა. ერთი სიტყვით, თეატრში მივიღე და გაიოზ გადალენდიას როლზე დავამტკიცე. აი, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი წამება. ხან რაიკომში მიბარებდნენ, ხან ქალაქკომში, ხან – „კაგებეში“, ინაურმაც გამომიძახა და მეუბნება, გრიშა კოსტავა თეატრიდან უნდა გაუშვაო. მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი, მაგრამ რახან დავნიშნე როლზე, უკან აღარ დავიხევ-მეთქი, – ვუპასუხე. ძალიან ბევრი მძიმე საუბარი მქონდა სხვადასხვა სტრუქტურებში, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე და გრიშა კოსტავა თეატრში დარჩა. დადგა პრემიერის დღე, თბილისიდან ბიუროს მთელი შემადგენლობა ჩამოვიდა. დაიწყო სპექტაკლი. პირველი რეპლიკა გრიშა კოსტავასი იყო: „ერთი ეგ თოფი მომაწოდე!“ – ამბობს სცენაზე გაიოზ გადალენდია. წამით პაუზამ დაისადგურა, შემდეგ კი ტაშის გრიალი გაისმა, მხოლოდ ბიუროს წევრები ისხდნენ გაუნძრევლად. ტაშისცემა გაძლიერდა და პროტესტის ფორმა მიიღო. სწორედ მაშინ დაუკრა ვასილ მჟავანაძემ ტაში და ბიუროც აჰყვა, აი, ასე მოხდა გრიშა კოსტავას რეაბილიტაცია. სპექტაკლის შემდეგ ვასილ მჟავანაძე პირადად მესაუბრა და მითხრა: „ძალიან მომეწონა. კარგი სპექტაკლია, ყოჩაღ!“ მისმა შექებამ მეტი სითამამე შემძინა, შემოქმედებითი საქმიანობის სტიმული მომცა და საკუთარი თავის რწმენა გამიღრმავა.“
ქუთაისიდან გრიგოლ კოსტავა თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა. აკაკი კვანტალიანმა შალვა ღამბაშიძის დადგმული, პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ აღადგინა და ლომკაცას როლი გრიგოლ კოსტავას მისცა. აღსანიშნავია, რომ მაშინვე, 1956 წელს გრიგოლ კოსტავა „ბაში-აჩუკში“ გადაიღეს. 1957 წელს გრიგოლ კოსტავამ ფილმში „მე ვიტყვი სიმართლეს“ ითამაშა. 1958 წელს „მამლუქში“ და „ფატიმაში“ გადაიღეს. 1959 წელს მხატვრულ ფილმში – „ნინო“, მთავარი გმირის, ნინოს მეუღლე განასახიერა. „ნინოს“ „მაია წყნეთელი“ და „გლახის ნაამბობი“ მოჰყვა.

скачать dle 11.3