კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ იქცა საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე აღვირახსნილ კამპანიად და რატომ არის საქართველო განწირული რევოლუციური სცენარის ამოქმედების შემთხვევაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ასეთი აღვირახსნილი წინასაარჩევნო კამპანია არ მახსენდება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ევროპარლამენტარებმაც კი დაგვიწუნეს ქალი კანდიდატის მიმართ გამოთქმული უხამსობები და ქცევის მანერა. სავარაუდოდ, კამპანიის ავტორებს უღირთ ჩიტი ბდღვნად, ანუ სკამი – აღვირახსნილობად, ამას დაემატა აქცია ატოცში (ცნობილი შიშველი უკანალების), რამაც გააჩინა კითხვები: მართლა გიჟები ვართ, თავს ვიგიჟიანებთ თუ ვის გაგიჟებას ვცდილობთ?!
რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ, თუ რა ტიპის წინასაარჩევნო ტექნოლოგიებია გამოყენებული და როგორ უნდა შევაფასოთ წინასაარჩევნო გარემო.

– ამჟამინდელი წინასაარჩევნო რბოლა თვისებრივად ახლებურია თუ რაც ყოფილა, იმ მიმართულების ორგანული გაგრძელებაა?
– მგონი, გაგახსენდებათ, რომ მსგავსი წინასაარჩევნო კამპანია ყოფილა, თუ ერთ მომენტს დააკვირდებით. 2003 წლის ვარდების რევოლუციის პერიოდში და მანამდეც, მართალია, ასეთი ლექსიკით არა და ასეთი აგრესიულობით, მაგრამ წინასაარჩევნო სულისკვეთება იგივე იყო – შევარდნაძისა და მისი გუნდის წევრების პიროვნული ლანძღვა, მათი მაქსიმალური დისკრედიტაცია. მაშინ ამ კამპანიამ შედეგი გამოიღო და საზოგადოებაში ისეთი განწყობა დამკვიდრდა, რომ შევარდნაძის დაცვასა და იმ რევოლუციურ მოძრაობაზე კრიტიკული აზრის გამოთქმას საზოგადოება ყალყზე შემდგარი ხვდებოდა. მიზანიც ეს იყო: საზოგადოებაში დამკვიდრებულიყო აზრი, რომ შევარდნაძე უნდა შეიცვალოს და შემცვლელები უნდა ყოფილიყვნენ რევოლუციის ავტორები.
– მაშინ ისინი იყვნენ ახალგაზრდა რეფორმატორები.
– სახელები კარგი დაირქვეს.
– იმის თქმა მინდა, რომ ახლა ისინი არც ახალგაზრდები არიან და საზოგადოებამაც იცის, როგორც მართავენ.
– მაგრამ ამოცანაა იგივე, მათ უნდათ, ხავერდოვანი რევოლუციით, როგორც თავად უწოდებენ, ხალხის ქუჩაში გამოყვანით შეცვალონ ხელისუფლება. ეს თქვა ვაშაძემ „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში და მისმა პიარჯგუფის ხელმძღვანელმა შკლიაროვმა „ეხო მოსკვისთან“, რომ დეკემბერში საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება რევოლუციით, არა შეიარაღებულით, არამედ მშვიდობიანით. ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ვარდების რევოლუციით.
– პიარი გულისხმობს ასეთ განცხადებებს?
– გააჩნია, ვის პიარად მიიჩნევთ შკლიაროვს.
– ვისიც არის, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის.
– საპრეზიდენტო კამპანიისთვის ეს ანტიპიარია, მაგრამ არის რუსეთის პიარის ინტერესი. ასეთი განაცხადის შემდეგ, რომელი ინვესტორი დააბანდებს ინვესტიციას?! ასე რომ, რუსული პოლიტიკის გატარების მხრივ, შკლიაროვი ადეკვატურად იქცევა. რატომ ვადარებ დღევანდელობას 2003 წელს: მაშინდელი რევოლუციაც (მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უჭერდა მხარს, დიდი სტაბილურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ის რევოლუციური ტალღა ევროპაზე ორიენტირებული იყო, დღევანდელი ნაკლებადაა) რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა – შევარდნაძე ჰყავდათ მოსაძრობი. იგივე ხდება ახლაც: რუსეთის ინტერესებს ემსახურება, სულ მცირე, იმ ჭრილში, რაც მოგახსენეთ. „ქართული ოცნება“ ხომ არ მოაწყობს ამ რევოლუციას? ესე იგი, აწყობს ვაშაძე და მას ამაში, ანუ გადატრიალების მოწყობაში შკლიაროვი ეხმარება. იგივე რეალობა იყო მაშინ, ოღონდ არსებითი გასხვავება იყო ის, რომ გადატრიალება ხელსაყრელი იყო ამერიკისთვისაც, იმიტომ რომ ბუშს ხავერდოვანი რევოლუციებით ავღანეთამდე მისვლის იდეა ჰქონდა, ამიტომაც დაუკრეს ტაში გადატრიალებას. ახლაც იგივე რეპერტუარია, ოღონდ ბუშის ტაშის დაკვრის გარეშე. ტრამპმა ტაშიც რომ დაუკრას, საქართველო მაინც განწირულია, იმიტომ რომ ეკონომიკურად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით – არავინ იცის, საით გაუხვევს ლარის კურსი და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით პოლიტიკურად, იმიტომ რომ რევოლუციით მოსული პოლიტიკური ჯგუფი ყოველთვის უმრავლესობას იკავებს. ასე იყო 2003-ში, ასე იყო 2012-ში, თუმცა არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რეალურად რევოლუციასავით მიმდინარე პროცესი იყო. და, თუკი ახლაც რევოლუციური ცვლა მოხდა, ისინი მოვლენ უმრავლესობით. რევოლუციურ სცენარზე ბევრი რამ მიუთითებს: როგორც 2003 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარად გამოყენება, ხელისუფლების სტრუქტურებში თავისიანების ძებნა, რაც გაადვილებულია, რადგან „ოცნებაში“ ბევრი პორტირებული „ნაციონალია“, საბოტაჟის ელემენტები... და პირველ ტურში ვაკვირდებოდით ასეთ საბოტაჟებს. თქვენ კი ამბობთ, ასეთი არაფერი მინახავსო.
– გავიმეორებ კიდეც, რომ ასეთი აღვირახსნილი არ მინახავს.
– აღვირახსნილობით უნიკალურია, მაგრამ, პოლიტიკური შინაარსით იგივეა, რაც 2003 წლის სცენარი.
– 15 წელიწადი ხომ ძალიან მცირე პერიოდია, რომ იგივე გაიმეორო? თუმცა რუსეთი, აგერ, წლებია, ერთსა და იმავე სცენარს იყენებს ჩვენთანაც, სხვაგანაც – სეპარატისტების შეგულიანება, რუსული პასპორტების დარიგება, მათი მხარდაჭერა და ბოლოს ტერიტორიის წართმევა. ანუ ისევ ბრძენი ქართველი ხალხის იმედია ბოლო?
– ბრძენი ქართველი ხალხის იმედი უნდა ვიქონიოთ, იმიტომ რომ ამ სცენარის ავტორებს ქართველი ხალხის იდიოტობის იმედი აქვთ. რეალურად, ეს სცენარი არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და თუკი ეს სცენარი არ გამოვიდა და მე მგონია, რომ არ გამოვა, ძირითადად, ისევ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.
– რატომ? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– ვერც ერთ თავყრილობაზე, მიტინგსა თუ საჯარო შეკრებებზე „ნაციონალებმა“ ხალხი ვერ შეკრიბეს.
– დიახ, უცნაურია, ხმებს იღებენ, ხალხს ვერ კრებენ.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ხალხი გაბრაზებულია ივანიშვილზე.  „ნაციონალებისთვის“ ხმის მიცემით, ივანიშვილს „ყვითელი“აუნთეს. ამიტომ მაშინ, როდესაც ადამიანი არ ჩანს და მან ხმის მისაცემ ადგილას ჩუმად უნდა შემოხაზოს ვინმე, ის არ აძლევს ივანიშვილს ხმას, რადგან ასეთ სიტუაციაში კიდევ სხვა მექანიზმები მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა და „ნაციონალების“ გვერდით დადგომა არ უნდა. ხალხი არ მიდის მათ აქციებზე, არ მიდის შვილმკვდარი მამების აქციაზეც, თუმცა ცდილობენ, გააღვივონ ხალხის უკმაყოფილება. იმიტომ რომ 2003 წელს იმუშავა ხალხის უკმაყოფილების მექანიზმმა, მაგრამ ხალხი ახლა არ მიდის სწორედ იმიტომ, რაც თქვენ ბრძანეთ: უკვე იციან, „ნაციონალები“ ვინ არიან, ანუ უნდობლობა აქვთ მათდამი და ამ ფონზე, როდესაც ხალხი არ მოდის, ვარდების რევოლუციას ვერ მოაწყობ. თან, ამისთვის იმდენი ხალხია საჭირო, ძალის გამოყენება რომ აზრს ჰკარგავს. ვარდების რევოლუცია მაშინ იძლევა შედეგს, როცა ხელისუფლებას თავში აზრად არ მოუვა ძალის გამოყენება, თორემ, თუ ხალხის რეგულაცია პოლიციის კორდონითაა შესაძლებელი, იქ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამიტომ მგონია, რომ მეორე ვარდების რევოლუცია არ მოხერხდება და მაქსიმუმ, რაც შეიძლება, მოახერხონ „ნაციონალებმა“, იქნება ამა თუ იმ ადგილას დესტაბილიზაციის კერების გაჩაღება.
– დესტაბილიზაციის მასშტაბი როგორ წარმოგიდგენიათ? მე არ ვუშვებ იმ აზრს, რომ არ აღელვებთ ქვეყნის ბედი და ოღონდ კი მიიღონ ხელისუფლება, სასწორზე შეაგდებენ ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, ამიტომ ვერ ვიგებ მათ მოტივაციას.
– მხოლოდ „ნაციონალებს“ ახსენებთ. გამოგრჩათ ერთი სუბიექტი: რუსეთი. რუსეთის მოტივაცია გესმით?
– რა თქმა უნდა, მათთვის იდეალური ვარიანტია და უამრავი ცუდი სცენარია მოსალოდნელი.
– თუკი რუსეთის მოტივაცია გესმით, ვაშაძე და დანარჩენები მხოლოდ შემსრულებლები არიან.
– მაგრამ აქ არის კიდევ ერთიც: ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა ოპოზიციურ ველზე მხოლოდ ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩენილიყო. თუმცა ამომრჩეველიც უცნაურია, ყვითელი ბარათი აუნთო „ოცნებას“ „ნაციონალებისთვის“ ხმის მიცემით, მათ შორის, იმიტომაც რომ „ნაციონალები“ დატოვა პოლიტიკურ ველზე.
– შემთხვევით არ გამივლია პარალელი 2003 წელთან: შევარდნაძის ხელისუფლებას არ ჰქონდა შეცდომები?! ჰქონდა და თან, ანალოგიური. არა მხოლოდ ქვეყნის მართვაში უშვებდა შეცდომებს, რითაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა რევოლუციას, არამედ თვითონ რევოლუციისადმი დამოკიდებულებაში დაუშვა შეცდომა. გაცილებით ადრე, ვიდრე რევოლუციის პროცესი ქუჩაში გაიშლებოდა, იცოდა, რაც მზადდებოდა, მაგრამ მორიგი უნიათობა გამოიჩინა. იმ მხრივ, რომ ურთიერთობა არ დაამყარა თავისი კაბინეტის წევრებთან, მობილიზაცია არ გააკეთა, ამიტომ მთელმა კაბინეტმა კვატივით გაყიდა და, ფაქტობრივად, რევოლუციონერებს ყველა ბარიერი მოუხსნეს. ანუ შიგნიდან გატყდა ციხე, იმიტომ რომ ციხის შიგნიდან გატეხვაზე მუშაობდნენ რვოლუციონერები და ციხის დასაცავად შევარდნაძის ხელისუფლება არაფერს აკეთებდა. ეს უნიათობის ნიშანიც იყო, თავმოუბმელობისაც, ხალხთან კონტაქტის დაკარგვისაც, კორუფციისაც. თავისი პოლიტიკური დაუდევრობით ამ მხარეებითაც წააგავს დღევანდელობას, მაგრამ ამავე დროს, გაჩნდა იმის გაცნობიერებაც, რომ პოლიტიკა მხოლოდ პარტიების ჭიდაობა არ არის, ქვეყნის ბედიც წყდება და მიუხედავად იმისა, არის თუ არა ერთი პარტია მეორეზე სუსტი, არჩევანი უნდა გააკეთო იმის მიხედვით, რა არის ხელსაყრელი ქვეყნისთვის და იმოქმედო აქედან გამომდინარე და ქვეყნის ბედი პარტიების საჯილდაო ქვად არ აქციო.
– მეორე ტური 2020 წლის რეპეტიციაა?
– რეპეტიციაც არ არის და ამაზე მიუთითებს როგორც თავად კანდიდატ ვაშაძის, ისე მისი პიარჯგუფის ხელმძღვანელის, შკლიაროვის განცხადებები. ისინი პროცესის დამთავრებას დეკემბერში გეგმავენ და 2020 წლამდე დაცდას არ აპირებენ. ჯერ ერთი, მათთვის ხელსაყრელია რევოლუციური სცენარი და მეორეც – თუ ახლა გაიმარჯვეს, ამ გამარჯვების ტალღაზე მათთვის ადვილია მოქმედება. ორ წელს თუ გაჩერდებიან, ეს ტალღა მინელდება, რაც ძალიან კარგად იციან, ამიტომ მათი ლოგიკა ლოგიკურია, არ უნდათ 2020 წელი, მათ ხელისუფლებაში მოსვლა ახლა სჭირდებათ.
– უცნაური გადაჯგუფებები მოხდა, მაგალითად, „რესპუბლიკელები“ თავიანთ ალიანსს „ნაციონალებთან“ იმით ამართლებენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს არანაირი უფლებამოსილება და, ამდენად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიკავებს ამ პოსტს.
– ახლა თვალებს ბევრი დაიბრმავებს, ვისთვისაც ეს ნაწილობრივ ხელსაყრელია. დავუშვათ, „ნაციონალურმა“ ოცნებამ აჯობა „ქართულ ოცნებას“ და მოვიდა ხელისუფლებაში, ხომ გაიყოლებენ მათ, რომლებიც მათთან მივიდნენ?! თუ „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა „ნაციონალურს“, ისევ დარჩებიან თამაშგარეთ. თუკი შუბლის ძარღვის არსებობას გამოვრიცხავთ, როგორ მოიქცევა „რესპუბლიკელი“ ან სხვა, საკუთარი მოტივებიდან გამომდინარე?!
скачать dle 11.3