კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ იკითხება რუსული კვალი ქართველი სამხედროების დაპირისპირების მცდელობაში და შეასრულებს თუ არა „ქართული ლეგიონი“ ნაღმის როლს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თუმცა საქართველოს საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრი აკრძალული ილეთი გამოიყენა ერთ-ერთმა მხარემ, კერძოდ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“, ფორმალურად კი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ყველაზე უსიამოვნო (მე ვიტყოდი, ამორალური) მაინც სამხედროების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობაა, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატის (კერძოდ, გრიგოლ ვაშაძის) მომხრე სამხედროები კონკურენტ კანდიდატს უპირისპირდებოდნენ, მოტივით, რომ არ აღიარებდნენ მთავარსარდლად (რაც, პესიმისტური სცენარით, ფაქტობრივად, სამხედრო დაპირისპირების მანიშნებლადაც შეიძლება, განვიხილოთ). შეიარაღებული ძალები ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი სუსტი წერტილიცაა და 1991-1992 წლების მოვლენების კვალიც ცხელია (მათი პირდაპირი გამოძახილია ორი სეპარატისტული რეგიონის დაკარგვა). რა განზრახვა ამოძრავებთ პოლიტიკოსებს და რატომ უღირთ სკამი ასეთ სახიფათო თამაშად, როგორ შეიძლება, გავიგოთ სამხედროების ნაწილის შეკვეთა, რომ, თუკი გრიგოლ ვაშაძე ვერ გაიმარჯვებს, სხვა მთავარსარდალს არ დაემორჩილებიან, ანუ არის თუ არა ეს ამბოხის მუქარა? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ გახდა აუცილებელი სამხედრო ფაქტორის გამოყენება და რატომ წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ ვა-ბანკზე?
– „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანია აგებულია, ერთი მხრივ, ძალის დემონსტრირებაზე და, მეორე მხრივ, პატრიოტულ რიტორიკაზე. მათთვის დამახასიათებელია ეს ფსევდოპატრიოტული რიტორიკა და საერთოდაც, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ფსევდოპატრიოტიზმი ან აგრესიული პატრიოტიზმი არის შედეგის მიღწევის გზა არჩევნებიდან არჩევნებამდე, თორემ არჩევნებს შორის პატრიოტიზმი ყველას ავიწყდება.  აი, ამის შემადგენელი ნაწილია ჯარი. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ლოგიკაც არ დარჩენოდა, რომ არ გამოეყენებინა ძალის ფაქტორი. მაგრამ საინტერესოა, ვინ გამოიყენა. მათ გამოიყენეს ის ხალხი, რომელთა ნაწილი არ არის თავდაცვ?ს სამინისტროს თანამშრომელი. ანუ იმდენი ტვინი ეყოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან არავინ გამოეყენებინათ. სამხედროების ნაწილი, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, უკრაინაში სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას, ზოგი წამოწოლილია მხართეძოზე. მეორე ნაწილია ვეტერანები, რომლებიც თბილისში არიან, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან.
პირადად მე ასეთი ნაბიჯი დევი ჭანკოტაძისგან გამიკვირდა, იმიტომ რომ მისგან სხვანაირი საუბარი მახსოვს და მისი დღევანდელი პოზიცია ჩემთვის რთული დასაჯერებელია, ასევე, იმიტომ რომ მე ის მახსოვს აფხაზეთიდან და მხოლოდ დადებით კონტექსტში. მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი: ეს, რაც გამოიყენეს საჯაროდ და არის ის, რაც გამოიყენეს არასაჯაროდ. და აი, ეს არის ზუსტად თქვენი კითხვის პასუხი. ანუ თავდაცვის სამინისტროში არიან ადამიანები, მათ შორის, ეროვნულ გვარდიაში, იმ იდეით გამსჭვალულები, რაც ითქვა სატელევიზიო ეთერიდან. არ არის ლაპარაკი იმაზე, რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ვინ დაიწყო ომი და რა კარგია მიშა, ვგულისხმობ იმას, რომ ის ადამიანები არიან ძველი ხელისუფლების მომხრეები და მისი დაბრუნების მსურველნი. აქედან გამომდინარე, უკვე ითვლება, რომ სამხედროების ერთი ნაწილი ჩართულია პოლიტიკაში, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სახიფათო ტენდენციაა და შეიძლება, ცუდი შედეგით დამთავრდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დანაშაულია, რომ ჯარს თავიდანვე პოლიტიკური მიზნით იყენებდა. გაიხსენეთ შვიდი ნოემბერი, საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ ქუჩაში ჯარის გამოყვანა.
– მახსოვს, მოსახლეობის დასაშინებლად. არადა, მარტივი ლოგიკაა – ჯარი, რომელიც ცემს ან აშინებს თავის მოსახლეობას, აღარ შესწირავს თავს იმ მოსახლეობის დაცვას.
– პოლიტიკაში ჯარის ჩართვა, როგორც წესი, საბოლოოდ სამხედრო ამბოხს იწვევს ხოლმე. თუ შენ პოლიტიკურ ელფერს აძლევ ჯარს, ის პოლიტიკის ფაქტორი ხდება და მას პოლიტიკური ამბიციები უჩნდება. უამრავი მაგალითის გახსენებაა შესაძლებელი: არგენტინა, საბერძნეთი, ჩილე და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჯარის ფუნქციაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ქვეყნის დაცვა ზოგადად და, თუ, მაინცდამაინც, ქვეყნის ინტერესების დაცვა საზღვრების გარეთაც, მაგრამ ჯარის საქმე არ არის პოლიტიკის კეთება და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ასეც ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც განვითარების დაბალი დონეა, ჯარის პოლიტიკაში ჩართულობა აუცილებლად იწვევს ექსცესს. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, საპასუხოდ გამოეყვანა სამხედროები. წავიკითხე ეროვნული გვარიის თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგია, რომელსაც სდევნიდნენ. ის ხალხი სამსახურში მიდის და მათთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები არიან, აქვთ დაძაბული ურთიერთობა. ეს ცუდია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამორალობა ისაა, რომ ჯარის შიგნით აპირისპირებს ერთმანეთს ადამიანებს.
– როგორია ომში ერთად წასვლა ასეთ დროს, როდესაც თანამებრძოლს არ ენდობი.
– ის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან სამუშაო ადგილზე. სხვა საქმეა, როდესაც არჩევნებზე მიდიან.
– რა თქმა უნდა, და სხვაა, როდესაც ფორმა აცვია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
– ეს უკვე იწვევს ჯარის გაუცხოებას: როცა ერთი ბატალიონი ამბოხს იწყებს, მეორე კი მხარს არ უჭერს.
– ვარდების რევოლუციის დროს მახსოვს მოწოდებები, რომ აი, ესა და ეს სამხედრო ნაწილი გადავიდა ხალხის მხარეს, მაგრამ აქ ხალხი არ ჩანს, პირდაპირ პოლიტიკური ნიშნითაა მოწოდება; მეორე მხრივ, ჩვენ არ გვყავს სამხედრო ელიტა, მაგალითად, როგორიც იყო თურქეთში, რომლებიც იცავდნენ თურქეთს, როგორც საერო სახელმწიფოს და, ფაქტობრივად, განადგურდნენ. იმას ვამბობ, რომ პოლიტიკური განცხადებებისა და შეკვეთის მორალური უფლებაც უნდა გქონდეს და ეს უფლება სამხედრო მიღწევებით მოიპოვება.
– მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ესეც არ გამოგვადგება. სამხედროებს აქვთ თავიანთი საქმე და არ შეიძლება, ამ ჩარჩოდან გავიდნენ. „ნაცმოძრაობა“ კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოხდეს. 1991 წელს დაუღვინებელი ქვეყანა ვიყავით და კიტოვანმა და სხვებმა თავიანთ ახირებებს გადააყოლეს ქვეყანა. ახსენეთ ვარდების რევოლუცია. იმ დღეებში სულხან-საბას ქუჩაზე ვიყავი და ვნახე, რა დღეში ჩაყარეს დემონსტრანტებმა შინაგანი ჯარი: აფურთხებდნენ, აგინებდნენ, ეს კადრები მხოლოდ „მეცხრე არხს“ აქვს. ანუ, თუ ჯარი მათი მომხრეა, კარგია, თუ არ არის მათი მომხრე, მტერია.
– არსებობდა მოსაზრება, რომ „ქართული ლეგიონი“ შეიქმნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სამხედრო დასაყრდენი და არა მხოლოდ უკრაინელთა ბედნიერებისთვის. ბოლო მოვლენები ადასტურებს ამ მოსაზრების მართებულობას?
– „ქართული ლეგიონის“ ნაწილი პოლიტიკურად აბსოლუტურად ანგაჟირებულია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირადი რაზმი. ბევრნი არ არიან, მათი ერთი ნაწილი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, მეორე ნაწილი, საკმაოდ ბევრნი, მართლაც გმირულად იბრძვიან და, ამას გარდა, უკრაინაში არიან მებრძოლები, რომლებიც თავიანთი სულის გამოძახილით მოქმედებენ და არც პოლიტიკა აინტერესებთ, არც ბიზნესი. „ქართული ლეგიონი“, ძირითადად, იმისთვის შეიქმნა, რომ სააკაშვილს ჰქონოდა სამხედრო ბაზა, რომელსაც გამოიყენებდა კრიტიკულ მომენტში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მთავარი საფრთხე ქვეყნის სტაბილურობისთვის არის არა ის გუნდი, რომელიც უკრაინაშია, არამედ ისინი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში არიან. ისინი არ ჩანან. მაგრამ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მხარდამჭერები და ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური გემოვნების ამბავი არ არის.
– ანუ საბოტაჟის მომწყობები?
– საბოტაჟს ჩვენ ხშირად ვაკვირდებით.
– „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის 10 წელს მართავდა ქვეყანას, მიხეილ სააკაშვილი ორი ვადით იყო პრეზიდენტი. ხომ არის რაღაც უფრო ღირებული, ვიდრე სკამი? ვიცით, რომ ქვეყანა 1991-1992 წლების სამხედრო დაპირისპირების გამო დაიშალა, ფაქტობრივად, უპასუხისმგებლობით აიხსნება მათი მცდელობა, განხეთქილება შეიტანონ შეიარაღებულ ძალებში?
– ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩახედულია 2008 წლის ომის ამბებში, უპასუხისმგებლობად უთვლის ხელისუფლებას იმას, რომ მან იცოდა, რა მოხდებოდა და მაინც გაამწვავა პრობლემა; უპასუხისმგებლობად უთვლიან, რაც 2008 წლამდე ხდებოდა  რუსეთთან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის არა უპასუხისმგებლობა, არამედ რუსეთის დაკვეთა. არის ვერსია, რომ თეთრი სახლი აფრთხილებდა სააკაშვილს, არ დაეწყო საომარი მოქმედებები და იყო მეორე უწყებაც, რომელსაც უნდოდა რუსეთის საბრძოლო მზადყოფნა შეემოწმებინა. ვგულისხმობ პენტაგონს. ახლაც არსებობს მსგავსი ვერსია, მაგრამ სჭირდება საბუთები.
– ფაქტია, რომ სახელმწიფო სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
– რაც დრო გადის, რუსეთის ჩარევის ფაქტორი ცხადი ხდება, მე უპასუხისმგებლობის ვერსიას ვემხრობი, მაგრამ ისიც პრობლემაა, როდესაც ადამიანები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და საფრთხეს უქმნიან ქვეყანას.
– არის მოსალოდნელი ძალისმიერი დაპირისპირება ჯარში?
– ეს დამოკიდებულია ხელისუფლების გონიერებაზე. თუ საზოგადოებაში გაბრაზებულების რაოდენობა შემცირდება, მაშინ სამხედრო კომპონენტის სავარაუდო აქტივობა მოიკლებს, თუ ხალხის უკმაყოფილების დონე ძალიან მაღალი იქნება, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მით უმეტეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამისთვის ნიადაგი უკვე მოამზადა.
– არადა, ჯობია, სამხედროებმა ეს ენერგია სხვა რამეში გამოიყენონ, ანუ პირდაპირი დანიშნულებით. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც კავკასიაში ყველა დაგვცინის, საკუთარ ტანკებს გამოასწრესო.
– შეირაღებულმა ძალებმა თავი გადადეს, მათმა ხელმძღვანელებმა გამოასწრეს ტანკებს. შემიძლია, კონკრეტული მაგალითები გითხრათ, როგორ მიატოვა მოსახლეობა ყველამ და ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალია. გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირებისა და ბევრი სხვა გმირობის ფონზე, ადამიანებმა გადაარჩინეს სპეცტექნიკა სენაკის სამხედრო ბაზაზე და ამ ფონზე ხელმძღვანელობის ღალატი და უპასუხისმგებლო საქციელი კიდევ უფრო მძაფრად ჩანს. იმიტომაც მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“ იქით შეედავეს პრინციპით, რომ ეს ძველი ცოდვები არ გაუხსენონ. მაგალითად, სად წავიდა სენაკის ბაზიდან იარაღი?! მაგალითად, ნორიოში მდებარე სამხედრო საწყობიდან, რომელსაც მტერი არც კი შეხებია, ომის დღეებში დაიკარგა 200 000 დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და კიდევ უამრავი მსგავსი ფაქტია. ამიტომაც ვერ ვხსნი სამხედროების მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობისადმი“.
скачать dle 11.3