№47 თქვენი კარიერა ჩვენი აუდიტორიებიდან იწყება
შრომის, სოციალური ურთიერთობებისა და ტურიზმის აკადემიის, საერთაშორისო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელი საქართველოსა და საზღვარგარეთ, ევროპული განათლების აკადემიის კონტრაქტორი მხარე, საერთაშორისო განათლებისა და მეცნიერების აკადემიის დირექტორი პროფესორი, აკადემიკოსი სერგო ჭიჭაღუა.
დაჯილდოებულია: ორდენით – „ეკონომიკის ვარსკვლავი“, მედლით – პროფესიული დამსახურებისათვის, ეროვნული სერტიფიკატით – „წლის ხელმძღვანელი 2016“ და ეროვნული სერტიფიკატით – „წლის ხელმძღვანელი 2017“. 2018 წლიდან შრომის, სოციალური ურთიერთობების ტურიზმის აკადემიის საპატიო დოქტორია.
ძვირფასო თანამოქალაქენო! თქვენი არჩევანი განსაზღვრავს თქვენს წარმატებულ მომავალს, ამიტომ გირჩევთ, გულდასმით გაეცნოთ აკადემიის განვლილ გზას, მიღწევებს, მომავლის გრძელვადიან მიზნებს და ამოცანებს. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული განათლების აკადემია საგანმანათლებლო საქმიანობის ფერხულში 2013 წლის 15 ნოემბრიდან ჩაება და მოწინავე პოზიციებზე დგას. აკადემიამ 2014 წლიდან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ისეთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო აკრედიტირებულ უნივერსიტეტებთან, როგორებიც არიან ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართვის ნაციონალური აკადემია, საერთაშორისო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, უკრაინა-პოლონეთის უმაღლესი სასწავლებელი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, შრომის, სოციალური ურთიერთობისა და ტურიზმის აკადემია. აკადემიის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად საზღვარგარეთის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას ეზიარებიან საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან ისეთ პრესტიჟულ სპეციალობებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, როგორიცაა: საერთაშორისო ურთიერთობები,
სამართალმცოდნეობა, ტურიზმი, საერთაშორისო მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, კომპიუტერული მეცნიერება.
აკადემიის კონტრაქტორი უნივერსიტეტები გამოირჩევიან სწავლების მაღალი დონით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ევროსტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებითა და ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. გარდა ამისა, ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა ცოდნის გამდიდრებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს იძლევა.
უნივერსიტეტისა და აკადემიის მიზანია ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც არჩეული პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ, აღჭურვილი იქნებიან არა მარტო ამ სპეციალობის, არამედ მასთან დაკავშრებული ფუნდამენტური დისციპლინის საფუძვლიანი ცოდნით, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებით; რომელთაც შესწევთ ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, შეუძლიათ განსაზღვრონ პრიორიტეტები, სამოქმედო სტრატეგია და დასახონ მისი განხორციელების გზები; გამოიყენონ უნივერსიტეტში მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლება. ყველაფერი ეს გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე.
უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, ისწავლონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აიღონ როგორც უკრაინის სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დიპლომი, რომელიც მიღებულია ბოლონიის პროცესის ფარგლებში, რაც პრაქტიკულად, ნიშნავს სტუდენტთა თავისუფალ გადაადგილებას სწავლის გაგრძელებისა თუ დასაქმების
თვალსაზრისით საქართველოსა და ევროპაში.
აკადემია 2018-2019 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ საზღვარგარეთ აკრედიტებულ უნივერსიტეტებში, მათთვის სასურველ სპეციალობებზე. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 75 დღე უწყვეტად იმყოფებოდეს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელშიც არის ჩარიცხული, ასევე, საქართველოს მოქალაქეს, მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს დროებითი ბინადრობის უფლება, ხოლო პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ მათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრული უფლება აქვთ ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნარ-ჩვევებში და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში უფლება ეძლევათ, მოიპოვონ ლეგალურად მობილობის უფლება საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.
ევროპული განათლების აკადემიასა და საერთაშორისო განათლებისა და მეცნიერების აკადემიას ემსახურება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ფართო კომპეტენციის მქონე ახალი გენერაციის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც გააზრებული აქვთ ქართული და გლობალური კულტურული ღირებულებები. ასევე, აკადემიის მოწვევით, კონტრაქტორი უნივერსიტეტებიდან მუდმივად ჩამოდიან ხელმძღვანელი პირები, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ატარებენ საჯარო ლექციებს პროგრამებით გათვალისწინებულ ყველა დისციპლინებში.
ევროპული განათლების აკადემიას აქვს პრეტენზია, რეგიონში იწოდებოდეს ლიდერ, ინოვაციური ტექნოლოგიების დამნერგავ საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც ორიენტირებულია პიროვნებაზე, ვინც მომავლის ლიდერებად გვევლინებიან მუდმივად ცვალებად სამყაროში.
ამის დასტურია თუნდაც ის, რომ 2016 წელს აკადემიამ მიიღო ოქროს კედლის მედალი, რომელიც ენიჭებათ ლიდერ კომპანიებს ეროვნული ეკონომიკის
განვითარებისთვის. ეს ჯილდო იმის დადასტურებაა, რომ საწარმომ შეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა საქართველოს ეკონომიკაში, დაიმსახუროს დიდი ავტორიტეტი დარგში, კლიენტებს შორის, პარტნორებთან და კონკურენტებთან. ასეთი ჯილდოები ენიჭებათ საწარმოებს უნაკლო იმიჯითა და სტაბილური ლიდერის პოზიციით. ასევე, 2017 წელს დაჯილდოვდა ეროვნული სერტიფიკატით – „დარგის ლიდერი“. ამ სერტიფიკატით ჯილდოვდებიან ორგანიზაციები, საქართველოს ეკონომიკის საუკეთესო ლიდერი საწარმოები მაღალი შრომის ნაყოფიერებისა და პროფესიონალიზმისთვის. მოცემული ჯილდო გვიდასტურებს, რომ სამეურნეო საქმიანობის სრული ჩამონათვალის რანჟირების რეზულტატით, თანახმად საჯარო სტატისტიკისა, აკადემიას მიენიჭა დარგის ლიდერის წოდება.
P. S. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year – გადაეცემათ საქართველოს მასშტაბით სტატისტიკურად რანჟირებულ ნბრ კავშირის ტოპ-რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მყოფ კომპანიებს შორის გამოვლენილ საუკეთესო კომპანიებს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით, საქართველოს სოციოლოგიური კვლევების ჯგუფ GPG-ის მიერ ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით. ასევე, ზემოაღნიშნული ასოციაციის მიერვეა სერტიფიცირებული აკადემიის ყველა ადმინისტრაციული პერსონალი, რაზედაც დარგის თითოეულ სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატები გვაქვს.