№47 პური „ამარანტის“ მწარმოებელმა კომპანია „თბილპურმა“ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – „კურკუმა“ წარმოგვიდგინა
პურის მწარმოებელ კომპანია „თბილპურს“ განვითარების დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. თავის დროზე „თბილპურის“ მხრიდან „ამარანტის“ პურის წარმოება ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რამაც გაამართლა და მომხმარებლის ნდობა და აღიარება მალევე მოიპოვა. სულ ცოტა ხნის წინ კომპანია „თბილპურმა“ საქართველოში პირველმა გამოუშვა პური „კურკუმა“. ეს არის უნიკალური, უსაფუარო, დიეტური პური.
კომპანია „თბილპურის“ განვითარებაზე, განსაკუთრებულ პროდუქტებსა და პური „კურკუმას“ დადებით თვისებებზე უფრო დაწვრილებით კომპანია „თბილპურის“ გენერალური მენეჯერი – ბატონი გიორგი კუხალაშვილი გვესაუბრა.
– ბატონო გიორგი, რამდენი დასახელების და როგორი ხარისხის პურს სთავაზობთ მომხმარებელს?
– ჩვენი საწარმო დაახლოებით 20 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მუშაობა მცირე ზომის საწარმოში დავიწყეთ, თუმცა, დროთა განმავლობაში, თავდაუზოგავი შრომით, საქმის ცოდნითა და სიყვარულით, წარმადობა საკმაოდ გაიზარდა. შესაბამისად, ბაზარზე დავიმკვიდრეთ ჩვენი ნიშა, რომლის შენარჩუნებას, ზრდასა და სიახლეების დანერგვას მუდმივად ვცდილობთ. ჩვენს საწარმოში დაახლოებით 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ჩვენი საწარმო წლების განმავლობაში „ლოტკინის პურის“ საწარმოს სახელს ატარებდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ რებრენდინგი მოხდა და ახლა ბაზარზე „თბილპურის“ სახელით ვართ.
ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის სხვადასხვა პურს - როგორც თეთრს, ასევე რუხს. რაც შეეხება ხარისხს – ხარისხი ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომლის კონტროლშიც ყველაზე მეტი დრო და ენერგია იხარჯება. მაქსიმალურად შევამცირეთ საფუვრის შემცველობა, გვაქვს რამდენიმე დასახელების უსაფუვრო პურიც, რაზეც ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ.
– პური „ამარანტი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და ყველაზე სასარგებლო პურის სახეობად მიიჩნევენ. გაამართლა თუ არა თქვენი
მოლოდინი პურის ამ სახეობამ?
– პური „ამარანტი“ ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი საწარმოს საფირმო პროდუქტს, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია, გამოჩნდა და აქტუალურობას არ
კარგავს. ამ პურში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ორგანიზმისთვის საჭირო თვისებები აქვს, რომლის ერთობლიობის შედეგია პური „ამარანტის“ ის დადებითი ეფექტი, რომელიც ორგანიზმზე აისახება.
– როგორ შეიქმნა „ამარანტი“?
– პური „ამარანტი“ შექმნა ორმა მეცნიერმა, რომლებიც შემდგომში ჩვენ დაგვიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, იყო დიდი რისკი, რადგან ეს პროდუქტი იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ინოვაციას წარმოადგენდა და საკმაოდ რთული იყო მისი უნიკალური თვისებებისა და დანიშნულების მომხმარებლამდე სწორად და ეფექტიანად მიტანა, თუმცა, ერთობლივად შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს. პური „ამარანტი“ არ შეიცავს საფუარს, დიეტურია და რეკომენდებულია დიაბეტის დაავადების მქონე ადამიანებისათვის.
– როგორც ვიცით, თქვენს ქარხანაში წარმოებული პურის სახეობებს სულ ახლახან კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – „კურკუმა“ დაემატა. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რა სამკურნალო თვისებები აქვს „კურკუმას“?
– დიახ. ნოემბრის თვიდან ბაზარზე ჩვენი ახალი პროდუქტი – პური „კურკუმა“ გამოჩნდა, რომელიც „ამარანტის“ მსგავსად, განსაკუთრებულად დადებითი და სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პური „კურკუმა“ არის ოსტეოპოროზის
პროფილაქტიკის ყველაზე ადვილი, ხელმისაწვდომი და გემრიელი გზა. გარდა ძირითადი დანიშნულებისა, პური „კურკუმა“ აჯანსაღებს ადამიანის ორგანიზმს, ანიჭებს მას დამატებით ენერგიას, იცავს მრავალი დაავადებისგან და ეხმარება არსებულთან ბრძოლაში. კურკუმას პურიც დიეტურია, საფუარის გარეშე.
– სად იქნება პური „კურკუმას“ შეძენა შესაძლებელი?
– პური „კურკუმას“ შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა მაღაზიათა ქსელებთან და ალბათ, სულ მალე მომხმარებელს მისი მოძიება აღარ გაუჭირდება. ამ ეტაპზე მათი შეძენა სხვადასხვა უბნებისა და ქალაქების მაღაზიებში არის შესაძლებელი.
– როგორია პური, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს?
– პურის ცხობაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მისი ხარისხის კონტროლი, სუფთა გარემო, ცხობის ტემპერატურა, ცხობის დრო, გაცივების დრო და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ პური ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ იყოს მავნებელი, რისთვისაც საჭიროა საფუვრის მინიმალური შემცველობა და უარის თქმა ყოველგვარ ზედმეტ დანამატებზე.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. მათზე უკვე ვმუშაობთ და იმედს ვიტოვებთ, მომავალში ჩვენი მომხმარებლისთვის საკონდიტრო ნაწარმის შეთავაზებასაც შევძლებთ.
P.S. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პურის მიღება აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.