კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ჩვენი ისტორიის ფურცლები

ქართველი ქალი, რომლითაც ნაპოლეონი მოიხიბლა

არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა „თეთრ განძად“ წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა კაირო.
საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა. გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი. ქალი ქართველი იყო, სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე მონად გაყიდული და შემდეგ საკუთარი გონიერებისა და ღირსების წყალობით პატივცემული. ეგვიპტელები მას სამი სახელით იცნობენ, როგორც ნაფისა ხანუმს, თეთრ განძსა და მამლუქთა დედას.
მამლუქთა ექვსიათასიან ცხენოსან ლაშქარს ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი ხელმძღვანელობდნენ. იბრაჰიმიც და მურადიც ქალაქიდან გაიქცნენ. თუმცა, ეს, ალბათ, უფრო ტაქტიკური უკანდახევა იყო. საეჭვოა, მამლუქებს ნაფისა შემთხვევით დაეტოვებინათ კაიროში. ესეც დიდი საბრძოლო გეგმის ნაწილი იყო, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა ჭკვიანი ქალი. ნაფისა კარიბჭესთან იდგა და მაოხრებელს მშვიდად ელოდა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაება, თუმცა, პარალელურად, კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდნენ. ქართველი ქალის გამჭრიახობის შედეგად მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამიტომაც ეძახდნენ ნაფისას მამლუქთა დედას.

скачать dle 11.3