კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როდისაა სიზმარი წინასწარმეტყველური და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ნანახი ცხადშიც არ აგიხდეთ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

სიზმარი ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და თანაც, ისეთი სიმბოლური დატვირთვით, რომ შეიძლება, შეეხოს არა მარტო ერთი ადამიანის ცხოვრებასა და ბედს, არამედ მთელი რიგი სახელმწიფოების ყოფნა-არყოფნის საკითხსაც კი. კაცობრიობას თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი მაგი ახსოვს, რომელთა ხილვებსა და ზმანებებს საუკუნეების შემდგომი მოვლენებიც კი უწინასწარმეტყველებია. შესაბამისად, არსებობს სიზმრად ნანახ საიდუმლოთა გაშიფვრის მთელი სისტემა, რომელიც ყველა ჩვენგანს შეიძლება, გამოადგეს. მართალია, ყველა სიზმარი ინდივიდუალური და სხვადასხვანაირია, თუმცა, არსებობს სიუჟეტები, ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც რომ უნახავს. ამ ინტერვიუში ყველაზე გავრცელებული სიზმრების ახსნას გაგაცნობთ, რომელთა შესახებაც ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა კ. გვესაუბრება.   
– ძალიან მაინტერესებს ეს თემა, რადგან ხშირად ამხდენია სიზმარი, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ რაც ვნახე, იგივე მოხდა ცხადშიც. მაგრამ, კონკრეტული საგნისა თუ მოვლენის სიმბოლური ახსნა სულ სხვადასხვაგვარია და ძალიან კარგი იქნება, თუ ამჯერად კომპეტენტურ განმარტებას მოვისმენთ.
– არსებობს წინასწარმეტყველური სიზმრები, მაგალითად, როგორიცაა, ვთქვათ: სტუდენტს დაესიზმრა ტესტირების პასუხი და გამოცდაზე მართლაც სწორი აღმოჩნდა ყველაფერი. ანუ, წინასწარმეტყველება ახდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სიზმარში ნანახი ყოველთვის აცხადდება. ეს უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგესიზმრათ. მაგალითად, მთვარის კალენდრის მიხედვით: ნანახი არ ახდება მთვარის მილევისას, მაგრამ, უმეტესწილად, ძალიან მალე აგიცხადდებათ – მის მზარდ ფაზაში; სავსემთვარეობისას სიზმარი მოსალოდნელ ემოციურ მოვლენებს წინასწარმეტყველებს, ხოლო ახალი მთვარე შორეულ პერსპექტივაში მოსახდენ მოვლენებს ხსნის. ასევე, დაუკვირდით თვის რომელ რიცხვში ნახეთ – სიზმარი შეიძლება ახდეს ნებისმიერ დღეს, გარდა 2, 14, 16, 25, 27 რიცხვებისა. ყველაზე უტყუარი 30-ის ღამეა, ხოლო 31-ში მხოლოდ სასიყვარულო ამბებს უწერია ახდენა. კვირის დღეების მიხედვით კი, სიზმრის ახდენის შესაძლებლობა შემდეგნაირია: ორშაბათი – ახდება, ოღონდ რამდენიმე თვის და შეიძლება, წლის შემდეგაც კი; სამშაბათი – თითქმის აუხდენელია, მაგრამ ნანახი თუ ძალიან მკაფიო და რეალისტურია, 10 დღეში აგიცხადდებათ; ოთხშაბათი – ამ ღამეს ყველაზე ხშირია უტყუარი, ნათელი და გასაგები წინასწარმეტყველება, რომელიც ძალიან მალე სრულდება; ხუთშაბათი – ასეთ დროს სიზმარი იშვიათად რომ ახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნანახი ძლიერ ემოციებს იწვევს, მაშინ 3 დღეში ელოდეთ მის ასრულებას; პარასკევი – ყველაზე ხშირია ახდენის შანსი 7-10 დღის განმავლობაში, ოღონდ თუ კოშმარი ნახეთ, სასწრაფოდ ვინმეს მოუყევით, რომ მისი რეალიზების შესაძლებლობა გამოირიცხოს; შაბათი – პრაქტიკულად, ცარიელი სიზმარია; კვირა – შედარებით რეალისტური და მკაფიო სიზმარი შეიძლება ახდეს იმავე ან მომდევნო დღეს და თუ ასე არ მოხდა, საერთოდ დაივიწყეთ და ნუღარ გაიხსენებთ.
– ახლა დავუბრუნდეთ სიმბოლურ ახსნას ხშირად განმეორებადი სიზმრებისა. მაგალითად, არაერათხელ მინახავს, რომ ახლობელი მღალატობს, აშკარად ვხედავ ამას, ვიტანჯები და...
– ასეთი რამ ყველას დასიზმრებია – ცხადში ეს უნდობლობასა და ეჭვიანობას ნიშნავს პარტნიორის მიმართ. შესაძლოა, სულის სიღრმეში გრძნობთ, რომ თქვენი ურთიერთობა გაცივდა, ან ნამდვილად გაქვთ დაეჭვების მიზეზი, მაგრამ ვერ ამტკიცებთ. თუმცა, შეიძლება გესიზმრათ, რომ მოღალატე თავად ხართ – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, სექსუალურ ურთიერთობებში კი მრავალფეროვნება გსურთ. თუმცა, რაღაც მიზეზთა გამო, ამ ყველაფრის რეალიზების გეშინიათ.
– ხშირია დაცემის, ფრენის, დაგვიანების ან გამოცდის ჩაბარებისგან გამოწვეული განცდა სიზმარში, რაც იმდენად ძლიერია, რომ, მაგალითად, მე ოფლში გაწუწულს გამღვიძებია...  
– დაცემა სიზმარში სხვადასხვაგვარია: კიბიდან ჩამოვარდნა, გადავარდნა უფსკრულში ან ორმოში. ამ დროს, შეიძლება, დაეხეთქო მიწაზე და დაცემის შეგრძნება არ გქონდეს. მსგავსი სიუჟეტი ყოველთვის ქვეცნობიერთანაა დაკავშირებული და ცხადში ნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის ან რაღაც საქმეში იმ შედეგს ვერ მიაღწევთ, რაც დაგეგმილი გქონდათ. დაცემის შეგრძნება შიშია იმის, რომ დაბრკოლებებს ვერ დაძლევთ და ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებთ, რადგან მხარში არავინ დაგიდგებათ. მაგრამ, დაცემაზე ხშირია ფრენა სიზმარში, რაც ზრდასრული ადამიანისთვის სულიერი განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ნიშანია. ზოგჯერ ეს არის ვალდებულებებისგან თავის არიდებისა და რეალობისგან გაქცევის სურვილი. თუ სიზმარში ხშირად დაფრინავთ, დაფიქრდით, ილუზიისა და ოცნების სამყაროში გადაბარგებას ხომ არ ცდილობთ?! სიზმარში ნებისმიერი სახის დაგვიანება ქვეცნობიერი კარნახია იმისა, რომ ცხოვრებაში შესაძლებლობები ხელიდან გაუშვით. გრძნობთ, რომ დასახული მიზანი ხელიდან გეცლებათ ან დრო არ გყოფნით მის განსახორციელებლად. სიზმარი გირჩევთ, ნუ დაწვრილმანდებით, გონება მოიკრიბეთ და მთელი ძალით იბრძოლეთ კონკრეტული შედეგისთვის. რაც შეეხება გამოცდების ჩაბარებას –  ასეთი სიზმარი საკუთარი თავისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებასა და თქვენივე დადგენილი სტანდარტებისადმი შეუსაბამობის შიშს ნიშნავს. საკუთარ წარმატებებს არაფრად აგდებთ, რადგან გგონიათ, რომ შედეგი საბოლოოდ იდეალური არ იქნება. ასეთი განწყობა კი საკუთარი მოთხოვნებისა და სურვილების იგნორირებას გაიძულებთ, რათა გარემოცვის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.
– ხშირია ასევე, სიზმარში გარდაცვლილის ნახვაც...
– თითქმის ყველას აშინებს გარდაცვლილის ნახვა სიზმარში, არადა ძალიან იშვიათად, რომ ეს ცუდის მანიშნებელი იყოს. თუ ახლობელი ახალი გარდაცვლილია, მისი სიზმარში ნახვა, ამ დანაკარგთან შეგუებას აადვილებს: თითქოს მართლაც ახლახან შეხვდით. ყურადღებით მოეკიდეთ გარდაცვლილი მშობლების სიზმარში გამოცხადებას, ეს ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგანიშნებთ. გარდაცვლილი ბებია კი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გამცნობთ. თუ გარდაცვლილი სიზმარში რამეს ამბობს, ყურადღებით მოუსმინეთ. ის გიკარნახებთ, როგორ დააღწიოთ თავი რთულ სიტუაციას ან ახსნაა იმისა, რაც მომავალში მოხდება. აქვე დავამატებდი სიზმარში ნანახი ავარიის ახსნას. ეს ეხება მათაც, ვინც საჭესთან საერთოდ არასდროს მჯდარა. ასეთი სიუჟეტით თქვენი ქვეცნობიერი გკარნახობთ, რომ რაღაც ისე არ არის. ანუ, გაფრთხილებთ, რომ ცხოვრებაში არასწორ გზას ადგახართ და თუ კონტროლს არ აღადგენთ სიტუაციაზე, საქმე ცუდად დამთავრდება. ამიტომ, გაფრთხილდით და საჭესთანაც და ცხოვრების გზაზეც გონიერება გამოიჩინეთ.

скачать dle 11.3